What is role of Humanity?
Written by Croatoan on September 18, 2011
გთხოვთ გაავრცელოთ სოციალური ქსელების საშუალებით, შეიტანეთ თქვენი წვლილი სამყაროს შეცვლაში.
კაცობრიობის წარსულის შეცდომები
Written by Croatoan on September 6, 2011
გადაიტანა თუ არა კაცობრიობამ წარსულში ბირთვული ომი? კითხვა ერთი შეხედვით შეიძლება ფანტასტიკის ნაყოფი გეგონოთ, მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრებმა ინდოეთში ნათლად აჩვენა მასობრივი განადგურების იარაღის ზემოქმედების კვალი. ასევე არსებობს ჩანაწერები სადაც ნახსენებია სხვადასხვა სახის საფრენი ხელსაწყოები და ასევე თანამედროვე ტიპის იარაღები. ჩნდება მოსაზრება რომ კაცობრიობა წარსულშიც არაერთხელ იყო განვითარების ზენიტში და მისსავე უმეცრებით ბრუნდებოდა გამოქვაბულში. ადამიანებს ჩვევად ექცად გამოიყენონ უახლესი ტექნიკური და სამედიცინო მიღწევები უპირველეს ყოვლისა სამხედრო თვალსაზრისით, რაც დამღუპველად მოქმედებს გარემოზე და თავად ადამიანთა მოდგმაზე, როგორც ჩანს ეს თანდაყოლილი კაცობრიობის დეფექტი წარსულშიაც აქტუალური იყო.
დაწვრილებით »
ინდიგო ბავშვები
Written by Croatoan on August 6, 2011
ალბათ გაგიგიათ ყურისმოკვრის დონეზე მაინც ინდიგო ბავშვების შესახებ, ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ამ ფენომენის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ასევე მოგაწოდოთ აზრი მათი არსებობის მიზეზებზე. სიტყვა ინდიგო ლურჯ ფერს აღნიშნავს მაგრამ უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ ეს არის გარდამავალი ფერი ლურჯსა და იასამნისფერს შორის. პირველად ინდიგო ბავშვების არსებობა შეამჩნიეს ამერიკაში 1982 წელს, ამაზე ალაპარაკდა ერთ–ერთი ექსტრასენსი სახელად ნენსი ენ ტეპი, ის ამტკიცებდა, რომ ბავშვებს უკვე განსხვავებული აურა ქონდათ, მასვე ეკუთვნის იდეა დაერქვათ ახალი თაობის ადამიანებისთვის ინდიგო ბავშვები.
ინდიგო ბავშვებს ასევე ეძახიან ხოლმე ვარსვლავურ ბავშვებს ან კრისტალის შვილებს, ისინი გამოირჩევიან ინტუიციის გამახვილებული გრძნობით ასევე მათი ინტელექტი საკმაოდ მაღალია, არსებობს მოსაზრება რომ ინდიგო ბავშვებს შეუძლიათ ერთმანეთთან ქვეცნობიერად, ტელეპათიური კავშირის დამყარებაც. ინდიგო ბავშვებისათვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიული არსებობა, ბევრ მათგანს მატერიალური სიმდიდრეების მიმართ დაინტერესება საერთოდ არ აქვთ, მათ არ ანაღვლებთ კარიერა და უარყოფენ ამჟამინდელ დამკვიდრებულ წესებს და შეხედულებებს.
დაწვრილებით »
The Esoteric Agenda
Written by Croatoan on July 23, 2011
ნავთობის შეცვლის აუცილებლობაზე საუბარი ჯერ კიდე 70 – იან წლებში დაიწყო, მას შემდეგ სამყარო რადიკალურად შეიცვალა გახდა ტექნიკურად დახვეწილი, გაჩნდა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები და გამოგონილი იქნა მსოფლიო გლობალური ქსელი რომელსაც ჩვენ ინტერნეტის სახელით ვიცნობთ. პარადოქსია მაგრამ მიუხედავად ყველა არსებული წინსვლისა კაცობრიობა ჯერ კიდევ დამოკიდებულია ნამარხ საწვავზე და ატომურ ენერგიაზე რაც ანადგურებს გარემოს. ჩნდება შეგრძნება იმისა რომ არსებობს გარკვეული საიდუმლო სამსახურები ან ორგანიზაციები რომლებიც ენერგიული თვალსასზრისით გაკეთებულ რევოლუციურ გამოგონებებს მალავენ, რისთვის ჭირდებათ მათ ეს და არის თუ არა ამ ყველაფრის უკან საიდუმლო ორდენები? ეს კითხვა საკმაოდ რთულია და პასუხი შეიძლება გაეცეს მხოლოდ ფაქტებით, ფაქტები კიდევ საკმაოდ შემზარავია რადგან თავს იჩენს ორგანიზაცია რომელიც მართავს წამყვან ქვენებს უკვე საუკუნეების განმავლობაში და საუბარი ამ შემთხვევაში არ ეხება მარტო რევოლუციურ გამოგონებებს საქმე ეხება მთელი გლობალური მაშტაბის ცვლილებებს ისეთებს როგორებიცაა პოლიტიკური წყობა პლანეტაზე და მსოფლიო ომები. დაწვრილებით »
რესურსებზე ორიენტირებული ეკონომიკა – The Venus Project
Written by Croatoan on June 26, 2011რესურსებზე ორიენტირებული ეკონომიკა უზრუნველყოფს კაცობრიობის გადაყვანას განვითარების ახალ ეტაპზე, თავად პროექტი შედგენილია Jacque Fresco – ს მიერ. მისი რესურსების განაწილების გეგმა საშუალებას იძლევა მოხდეს რესურსების ეკონომიური და მიზანმიმართული გამოყენება. ამ ეტაპზე გეგმა არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ნახაზების სახით, გარდა რესურსების დინამიური მართვისა გეგმა მოიცავს მომავლის ქალაქების ნახაზებსაც, Jacque Fresco – ს გეგმებით აშენებულ ქალაქებში საწარმოო ნარჩენების რაოდენობა დაიყვანება მინიმუმამდე, ქალაქში მოძრაობა უზრუნველყოფილი იქნება ელექტრო მანქანების საშუალებით რაც შეაჩერებს გარემოს დაბინძურებას. თავად პროექტზე, მის პერსპექტიულობაზე და აუცილებლობაზე საუბრობენ ფილმ Zeitgeist – ის მესამე ნაწილში Zeitgeist: Moving Forward(ფილმის online რეჟიმში საყურებლად დააჭირეთ ამ ლინკს). იმისათვის რომ გაიაზროთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის ხორცშესხმა აუცილებლად ნახეთ ფილმი. ამ პროექტის განსახორციელებლად უპირველეს ყოვლისა საჭიროა ჩვენი ლოგიკისა და აზროვნების შეცვლა რადგან არსებული მდგომარეობა ვერ მოგვცემს საშუალებას ვიცხოვროთ ძველი გზით. გარდა ფილმისა, დეტალური ინფორმაცია The Venus Project(პროექტი ვენერა) – ის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ოფიციალური ვებ გვერდიდან www.thevenusproject.com.
Jacque Fresco: “რესურსებზე ორიენტირებული ეკონომიკა არ არის სრულყოფილი, ის უბრალოდ გაცილებით უკეთესია იმაზე რაც ჩვენ გაგვაჩნია დღეს, ადამიანები ვერასდროს ვერ მიაღწევენ სრულყოფას.”
ეროვნება
Written by Croatoan on June 24, 2011
გიფიქრიათ ოდესმე იმაზე თუ რა არის ეროვნება, რას ნიშნავს როცა ხალხი იძახის მე ქართველი ვარ, მე რუსი ვარ, მე ჩინელი ვარ და ა.შ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების მიერ მოფიქრებული მორიგი იარლიყია რომელსაც ისტორიის მანძილზე სისხლისა და განადგურების მეტი არაფერი არ მოუტანია. თავად ეროვნება და ქვეყნის საზღვრები ჩაისახა შორეულ წარსულში, იმდენად რამდენადაც ხალხი იყო ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრზე დაშორებული მათ არ ჰქონდათ ერთმანეთთან აქტიური კავშირის შესაძლებლობა, ისინი ვითარდებოდნენ განსხვავებულად და იძენდნენ განსხვავებულ ღირებულებებს. თუმცა რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას ჩვენ ყველანი ერთნაერები ვართ, ჩვენი სხეულები და ყოველი ატომი მათში შექმნილია ვარსკვლავთა მტვერისგან. მე მესმის ის რომ ხალხისთვის ძნელი იქნება საერთო ენის გამონახვა და მათი სანუკვარი ქვეყნის საზღვრების წაშლა, მაგრამ თქვენ უნდა გაიაზროთ რომ ეს გარდაუვალია და აუცილებელი. თუ ადამიანები შეძლებენ და თავიანთ თავში იპოვიან ძალას უარი თქვან საზღვრებზე, და იცხოვრონ ერთმანეთის გვერდი გვერდ აღარ იქნება შეიარაღებაზე მილიარდების ხარჯვა საჭირო, ხალხი აღარ იცხოვრებს ომის დაწყების შიშის ქვეშ და მთელი რესურსი იქნება მიმართული მედიცინისა და სამომხმარებლო ტექნოლოგიების განვითარებაზე. ავიღოთ ამერიკის მაგალითი: მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად ხარჯავენ 500 მილიარდ დოლარს შეიარაღებაზე, თუ თქვენ აიღებთ სხვა ქვეყნების ხარჯებს და შეაჯამებთ მიიღებთ კოლოსალურ თანხას და რესურსს რომლის მიმართვა მედიცინაში და ნავთობის შემცვლელი ტექნოლოგიების განვითარებაში მოგვცემდა ფანტასტიკურ შედეგებს, ასევე სავსებით რეალურია სიღარიბისა და შიმშილის მოსპობა მთელს პლანეტაზე. დღევანდელი საზოგადოება მეტ ნაკლებად მზადაა მიიღოს მსგავსი გლობალური მაშტაბის ცვლილებები, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ გაერთიანებას და 1 სახელმწიფოს პრინციპით ცხოვრებას ადრე თუ გვიან გადავშენდებით. დღეს ჩვენ ვდგავარდ განვითარების ყველაზე სახიფათო საფეხურზე, არ იქნება არანაერი მომავალი და განვითარებული ცივილიზაცია თუ არ დავიწყეთ გლობალურად აზროვნება, თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე ან რუსეთის თქვენ ხართ პლანეტა დედამიწის მოქალაქე და თქვენი ბედი მტკიცედ არის გადაჯაჭვული სხვა ნაციებთან. გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ერთობაშია, ჩვენ მოგვიწევს ბევრ რამეზე უარის თქმა მაგრამ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ეს ჩემი შეხედულებაა, იმისათვის რომ თემა უფრო დახვეწილი გახდეს გთხოვთ დაწეროთ თქვენი აზრი რათა გამოვნახოთ ალტერნატიული გზები სამყაროს შესაცვლელად ან უკვე არსებული გზები განვავითაროთ.
“სამყარო ჩემი ქვეყანაა და ჩემი რელიგია არის სიკეთის კეთება” – Thomas Paine.
ენერგია
Written by Croatoan on June 23, 2011
შეგვიძლია თუ არა ჩვენ დღესვე უარის თქმა ნამარხ საწვავზე? პასუხი ამ კითხვაზე გასცეს მსოფლიო დონის წამყვანმა მეცნიერებმა და მიუკერძოებელმა ანალიტიკოსებმა. სავსებით შესაძლებელია ნავთობსა და სხვა ნამარხ საწვავ საშუალებებებზე უარის თქმა და ენერგიის მოპოვება გაცილებით უსაფრთხო წყაროებიდან ისეთებისგან როგორებიცაა ქარი, ზღვის მოქცევა, მზის ენერგია და გეოთერმული წერტილები. ხოლო თუ თქვენ გაინტერესებთ რიცხვები და სტატისტიკა მაშინ იცოდეთ რომ ენერგიის ის დოზა რომელსაც
ჩვენ ვიღებთ მზისგან 1 საათის განმავლობაში ეკვივალენტურია მთელი პლანეტის მიერ 1 წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიისა, თუ ჩვენ მოვახერხებთ და ამ ენგიის თუნდაც 1/100 – ს შევაგროვებთ მაშინ კაცობრიობას არასოდეს დასჭირდება ნავთობის მოხმარება. ეს არ არის რაღაც ნაბოდვარი ან ფანტასტიკის ნაწილი, ტექნოლოგიები რომლებიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია მზის ელემენტების შექმნისა და მათი ეფექტურობის განვითარებისათვის საკმაოდ მაღალ დონეზე დგას. საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ასევე ქარის მეშვეობით გამომუშავებულ ენერგიას, 2007 წელს ამერიკის დეპარტამენტმა დადო დასკვნა რომლის მიხედვითაც თუ ამერიკის 3 შტატში დაიწყებდნენ ქარის ენერგიის გამომუშავებას
ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისთვის რომ ენერგიით უზრუნველყოფილი ყოფილიყო მთელი სახელმწიფო. ზღვის მოქცევა – ამ შემთხვევაში იყენებენ ტალღების მოძრაობისგან გამომუშავებულ ენერგიას, თუ დიდი ბრიტანეთი გამოიყენებს ტურბინების განლაგების ტექნოლოგიას და აამუშავებს მას ცნობილ 42 შესაბამისს რაიონში გამომუშავებული ენერგია დაფარავდა ქვეყნის მოხმარების 1/3 ს. თუ თქვენ აიღებთ და ზღვის მოქცევისგან გამომუშავებულ ენერგიას მისცემთ გლობალური მაშტაბის სახეს მაშინ მას თავისუფლად შეუძლია კაცობრიობის მიერ მოხმარებული ენერგიის 50% ის დაფარვა. ზემოთ ჩამოთვლილი ტექნოლოგიების კომბინაცია სრულიად საკმარისია იმისათვის რომ უზრუნველყოს მთელი კაცობრიობის მოთხოვნა. ასევე არსებობს გეოთერმული წყაროები რომელთა პოტენციალი აჭარბებს ყველა დანარჩენს, ამ შემთხვევაში ენერგია მიიღება დედამიწის სითბოს უტილიზაციისა და წყლის გამოყენების საშუალებით. მასაჩუსეთსის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა დადო დასკვნა რომლის მიხედვითაც კაცობრიობას შეუძლია გამოიმუშავოს 13000 ZJ სუფთა ენერგია მხოლოდ გეოთერმული წყაროებიდან და დამატებით 2000 ZJ ენერგია გარკვეული ტექნოლოგიების განვითარებისას. არ გაინტერესებთ რამდენ ZJ ენერგიას იყენებენ დედამიწის მთელი სახელმწიფოები ერთად აღებული? 0.5ZJ…
ეს იმას ნიშნავს რომ
4000 წლის მანძილზე კაცობრიობას შეუძლია გამოიყენოს სრულიად სუფთა ენერგია გარემოს დაბინძურების გარეშე და იმდენად რამდენადაც დედამიწის სითბო მუდმივად განახლებადია გეოთერმული წყაროების გამოყენება შესაძლებელია უსასრულოდ.ამ ტექნოლოგიების შესახებ ცნობილია წამყან სამეცნიერო წრეებში და ამის შესახებ იციან მსოფლიო ლიდერმა ქვეყნებმაც მაგრამ ისინი არ ზრუნავენ ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე და მის გამოყენებაზე რადგან ეშინიათ არსებული გეო–პოლიტიკური წყობის შეცვლის და ძალაუფლების დაკარგვის.
First move
Written by Croatoan on June 23, 2011
გამარჯობათ, ოდესმე გიფიქრიათ იმაზე თუ რა მდგომარეობაა ჩვენს სამყაროში ამ ეტაპზე? რა გველოდება მომავალში და საერთოდ რა როლი გვერგება ჩვენ კაცობრიობას? რასა რომელიც მთავარ საწვავად იყენებს ნავთობს და ანადგურებს გარემოს, აქვს ომები და განუწყვეტელი კონფლიქტები განვითარების უდაბლეს საფეხურზე დგას, რამდენადაც სასტიკი არ უნდა იყოს რეალობა გზა გამოსწორებისკენ უპირველეს ყოვლისა დგას ჩვენი შეცდომების აღიარებაზე. ჩვენ ვერ შევძლებთ წინ წასვლას და ჩვენი შთამომავლობისათვის მომავლის მიცემას თუ ამ მეთოდებით განვაგრძნობთ ცხოვრებას. კაცობრიობამ უნდა მონახოს ურთიერთგაგება და მიუხედავათ მათი განმასხვავებელი ნიშნებისა გამონახონ საერთო ენა რათა შეცვალონ ამჟამინდელი მდგომარეობა. ჩვენი მომავალი ჩვენს ხელთაა, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილებები უარი ვთქვათ ნავთობზე და სხვა ნამარხ საწვავებზე რომელთა გავლენა გარემოზე მომაკვდინებელია. რეალობა რომელსაც ჩვენ თავს გვახვევენ ნავთობ მაგნატები და მათი მართვის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსები სრული ფარსია და ტყული, ნუთუ თქვენ მართლა გგონიათ რომ ნავთობი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი ეკონომიკისათვის და მისი შემცვლელი დღემდე არაა?
მე ვარ 21 წლის და ჩემი შთაგონების წყაროა ცნობილი დოკუმენტალური ფილმი Zeitgeist, თითქმის ყველა პოსტი რომელიც დაიწერება ამ საიტზე იქნება ციტირებული ზუსტად ამ ფილმიდან. ჩემი მიზანია გავაცნო ხალხს რეალური მდგომარეობა და წამყვანი მეცნიერების, ანალიტიკოსების და სოციოლოგების აზრი. მე დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენს აზრს და გავითვალისწინებ მას, ხოლო თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი დამეხმაროს Zeitgeist – ის მოძრაობის პოპულარიზაციაში დამიკავშირდით საკონტაქტო ფორმიდან.


