Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

სულის ევოლუცია

featured old soul

Old Soul

რატომ ხდება ისე რომ ზოგი ადამიანი ადრეული ასაკიდან იძენს სიბრძნეს? გამორჩეულ ხედვის კუთხეს? განსხვავებულ და რადიკალურ აზროვნებას რომელიც უკვე არსებულ სტანდარტებს არღვევს და სამყაროს სულ სხვა კუთხიდან ხედავს? მაშინ როცა ბევრი ზრდასრული ადამიანი უბრალოდ არაადეკვატურია, მიყვება დინებას და საკუთარი აზრი არ გააჩნია? რაშია მიზეზი? გარემო პირობები? აღზრდა? სხვა ფაქტორები?

დაწვრილებით »
rising

სად გაქრა ჩვენი იმედები და სწრაფვები?

ან მე გავგიჟდი ან დანარჩენი სამყარო, სიტყვები რომლის არსსაც დღითი-დღე უფრო კარგად იგებ, გადის დრო და იცვლები, ცვლილება რომელსაც შიგნით განიცდი წარმოუდგენლად დიდია და ადამიანი რომელიც ხარ ეხლა შენ ეზიზღება ადამიანი რომელიც იყავი ადრე და რა მოხდება შემდგედ? შეგიძულებს მომავალი შენ დღევანდელ შენს? როგორ დაინახავს ის შენს ქმედებებს და შეხედულებებს? იქნება შენი ღირებულებები მისთვის მისაღები თუ პირიქით? ადამიანები გამუდმებით იცვლებიან, ძირითადად ამის მიზეზი არის ძლიერი ტკივილი ან დროთა განმავლობაში შეძენილი სიბრძნე, ფუნდამენტალური ღირებულებები მუდმივია, ყველას ის სხვადასხვა აქვს მაგრამ მაინც ერთი, რომელიც ვფიქრობ მდგომარეობს შემდეგში: პატივი სცე სხვის აზრს, აკეთო სიკეთე, არ მიაყენო სხვას ზიანი, იქონიო საკუთარი აზრი და მიზანი,[…]

დაწვრილებით »
f2

აფსოლიტური რეალობა

ის: მისმინე როგორ ფიქრობ რაშია ცხოვრების აზრი? იმის თქმა მინდა რომ თუ სიკვდილი გარდაუვალია და ყველა ჩვენი მიღწევა და წარმატება, კარიერა თუ იმპერია, ფული და ქონება ერთ დღეს მტვრად იქცევა და ჩვენგან მოგონებებიც კი აღარ დარჩება რისთვის ვიწვალოთ? რატომ უნდა ვიშრომოთ და ვინაღვლოთ მომავალზე რომელიც გარდაუვალ სიკვდილს გვიქადის? ერთი შეხედვით სასოწარკვეთილებამდე და დეპრესიამდე მივყავართ ამ აზრს ან უმეტეს შემთხვევაში არც კი ვფიქრობთ ამაზე, უბრალოდ ისე ვცხოვრობთ თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება. რა არის ეს ფენომენი? საფრთხის იგნორირება? უბრალო უმეცრება? თუ რწმენა იმის რომ სიკვდილი დასასრული არ არის? ალბათ უმეტეს შემთხვევაში რწმენის ფაქტორია რომელიც გვაძლევს იმედს და იმედი კი საკმაოდ ძლიერი[…]

დაწვრილებით »
f3

In finem

60, 70 ან 80 წელი ეს არის ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა (რათქმაუნდა სხვადასხვა ქვეყნებსში ეს მონაცემი განსხვავებულია) რომლის შემდეგაც ჩვენი ცხოვრება დასრულდება, ვფიქრობთ ამ რიცხვებზე და რა მოდის თავში აზრად? შიში? სიცარიელი? ცნობისმოყვარეობა?

დაწვრილებით »