Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

ადამიანური ფაქტორი

Hypocrite

Hypocrite

თემა ძველია მაგრამ მინდა რომ მაინც გავიხსენო/შევეხო. მაშ ასე, რამოდენიმე თვის წინ მოხდა ტერაქტი პარიზში, რომელიც მართალი გითხრათ ამაზრზენია და საშინელი, მაგრამ ასევე საშინელი და ამაზრზენია ხალხის/კორპორაციების/კომპანიების რეაქცია მასზე. ხალხის რეაქცია – გაუთავებელი პოსტები ტერაქტის შესახებ, პროფილ სურათების შეცვლა, საკუთარი სიმპათიის გამოხატვა პარიზელი მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა სტატუს აპდეითების მეშვეობით. კორპორაციები – Facebook იყენებს აპლიკაციას რომელიც ნებისმიერ მსურველ მომხმარებელს აძლევს საშუალებას შეიცვალოს პროფილ სურათი საფრანგეთის დროშის ფერებში. YouTube ცვლის ლოგოტიპს საფრანგეთის დროშის ფერებში, და ბევრი სხვა კორპორაცია ატარებს ანალოგიურ პროცედურებს. სხვადასხვა კომპანიები/სამოქალაქო ორგანოები/სპორტული ღონისძიებები (The Moment of Silence) – აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას და მწუხარებას. ETC. თქვენ შეიძლება ჩათვალოთ რომ მე უგულო[…]

დაწვრილებით »
rising

სად გაქრა ჩვენი იმედები და სწრაფვები?

ან მე გავგიჟდი ან დანარჩენი სამყარო, სიტყვები რომლის არსსაც დღითი-დღე უფრო კარგად იგებ, გადის დრო და იცვლები, ცვლილება რომელსაც შიგნით განიცდი წარმოუდგენლად დიდია და ადამიანი რომელიც ხარ ეხლა შენ ეზიზღება ადამიანი რომელიც იყავი ადრე და რა მოხდება შემდგედ? შეგიძულებს მომავალი შენ დღევანდელ შენს? როგორ დაინახავს ის შენს ქმედებებს და შეხედულებებს? იქნება შენი ღირებულებები მისთვის მისაღები თუ პირიქით? ადამიანები გამუდმებით იცვლებიან, ძირითადად ამის მიზეზი არის ძლიერი ტკივილი ან დროთა განმავლობაში შეძენილი სიბრძნე, ფუნდამენტალური ღირებულებები მუდმივია, ყველას ის სხვადასხვა აქვს მაგრამ მაინც ერთი, რომელიც ვფიქრობ მდგომარეობს შემდეგში: პატივი სცე სხვის აზრს, აკეთო სიკეთე, არ მიაყენო სხვას ზიანი, იქონიო საკუთარი აზრი და მიზანი,[…]

დაწვრილებით »
f1

ყველაფერზე და არაფერზე

არსებობს კი ეროვნება? სხვადასხვა ქვეყნები? საზღვრები? არსებობს ადამიანებს შორის ფუნდამენტალური სხვაობა? რატომ ხდება ისე რომ ზოგი ადამიანი ადვილად იგებს სხვის ტკივილს, სხვები კიდევ სრულიად აშკარა დეტალებს ვერ ამჩნევენ? ის რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენლად მარტივი და ადვილია, სხვებისთვის სრულიად შეუძლებელი აღსაქმელია. ადვილია ილუზიას აყოლა და აბსტრაქტული ფასეულებებით ცხოვრება? სად დავუშვით შეცდომა და რა იწვევს ამ განცდებს რომელიც გამუდმებით გეუბნება: რაღაცა არასწორად მიდის, სადღაც ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაერად დასრულებულიყო? შეიძლებოდა რამე რეალურის და ღირებული კეთება? რა გაიძულებს წინ იმოძრავო? როგორ ფიქრობ რაშია მიზანი? საიდან დაიწყო ყველაფერი? და როგორი დასასრული იქნება? რა იყო მანამდე და რა იქნება შემდეგ? თუ ჯანდაბას[…]

დაწვრილებით »
f5

კაცობრიობის წარსულის შეცდომები

გადაიტანა თუ არა კაცობრიობამ წარსულში ბირთვული ომი? კითხვა ერთი შეხედვით შეიძლება ფანტასტიკის ნაყოფი გეგონოთ, მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრებმა ინდოეთში ნათლად აჩვენა მასობრივი განადგურების იარაღის ზემოქმედების კვალი. ასევე არსებობს ჩანაწერები სადაც ნახსენებია სხვადასხვა სახის საფრენი ხელსაწყოები და ასევე თანამედროვე ტიპის იარაღები. ჩნდება მოსაზრება რომ კაცობრიობა წარსულშიც არაერთხელ იყო განვითარების ზენიტში და მისსავე უმეცრებით ბრუნდებოდა გამოქვაბულში. ადამიანებს ჩვევად ექცად გამოიყენონ უახლესი ტექნიკური და სამედიცინო მიღწევები უპირველეს ყოვლისა სამხედრო თვალსაზრისით, რაც დამღუპველად მოქმედებს გარემოზე და თავად ადამიანთა მოდგმაზე, როგორც ჩანს ეს თანდაყოლილი კაცობრიობის დეფექტი წარსულშიაც აქტუალური იყო.

დაწვრილებით »
f6

ინდიგო ბავშვები

ალბათ გაგიგიათ ყურისმოკვრის დონეზე მაინც ინდიგო ბავშვების შესახებ, ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ამ ფენომენის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ასევე მოგაწოდოთ აზრი მათი არსებობის მიზეზებზე. სიტყვა ინდიგო ლურჯ ფერს აღნიშნავს მაგრამ უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ ეს არის გარდამავალი ფერი ლურჯსა და იასამნისფერს შორის. პირველად ინდიგო ბავშვების არსებობა შეამჩნიეს ამერიკაში 1982 წელს, ამაზე ალაპარაკდა ერთ–ერთი ექსტრასენსი სახელად ნენსი ენ ტეპი, ის ამტკიცებდა, რომ ბავშვებს უკვე განსხვავებული აურა ქონდათ, მასვე ეკუთვნის იდეა დაერქვათ ახალი თაობის ადამიანებისთვის ინდიგო ბავშვები. ინდიგო ბავშვებს ასევე ეძახიან ხოლმე ვარსვლავურ ბავშვებს ან კრისტალის შვილებს, ისინი გამოირჩევიან ინტუიციის გამახვილებული გრძნობით ასევე მათი ინტელექტი საკმაოდ მაღალია, არსებობს მოსაზრება რომ ინდიგო ბავშვებს შეუძლიათ[…]

დაწვრილებით »
f9

ეროვნება

გიფიქრიათ ოდესმე იმაზე თუ რა არის ეროვნება, რას ნიშნავს როცა ხალხი იძახის მე ქართველი ვარ, მე რუსი ვარ, მე ჩინელი ვარ და ა.შ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების მიერ მოფიქრებული მორიგი იარლიყია რომელსაც ისტორიის მანძილზე სისხლისა და განადგურების მეტი არაფერი არ მოუტანია. თავად ეროვნება და ქვეყნის საზღვრები ჩაისახა შორეულ წარსულში, იმდენად რამდენადაც ხალხი იყო ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრზე დაშორებული მათ არ ჰქონდათ ერთმანეთთან აქტიური კავშირის შესაძლებლობა, ისინი ვითარდებოდნენ განსხვავებულად და იძენდნენ განსხვავებულ ღირებულებებს. თუმცა რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას ჩვენ ყველანი ერთნაერები ვართ, ჩვენი სხეულები და ყოველი ატომი მათში შექმნილია ვარსკვლავთა მტვერისგან. მე მესმის ის რომ ხალხისთვის ძნელი იქნება საერთო ენის გამონახვა[…]

დაწვრილებით »