Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

ნაჭუჭი

ნაჭუჭი, ალბათ ესღა რჩება ჩვენგან გარკვეული დროის, განცდების და ემოციების მერე, თანამედროვე თავბრუდამხვევი ცხოვრების ტემპი გამუდმებით ანახშირებს და წვავს ჩვენი დოპამინის რეცეპტორებს, მუდმივი სტიმულატორები, სოციალური ქსელები, განცდები, ემოციების მთელი კასკადი… სულ უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი გართობა, ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენა, აღფრთოვანება და გაოცება.

რაღაცნაერად ყველაფერი უგემური და ერთფეროვანია, თითქოს არც არაფერი საინტერესო არ დარჩა, ჩვენ გამუდმებით გვინდა მეტი და მეტი, სულ უფრო და უფრო ჭრელი, თავბრუსდამხვევი, ხმაურიანი, ემოციური, სულ უფრო და უფრო მეტი, მეტი და მეტი.

დანახშირებული დოპამინის რეცეპტორები კი პრაქტიკულად აღარც რეაგირებენ, მარტივი, მნიშვნელოვანი და ძვირფასი დეტალები კიდევ შეუმჩნეველი რჩება, ის რაც მნიშვნელოვანია, ის რაც ნამდვილია, ის რაც ჩვენ გვჭირდება მაგრამ არ გვინდა, ისე დაგვიქროლებს გვერდზე რო არც კი ვამჩნევთ, საერთოდ ყოფილა თუ არა და თუ იყო, იყო თუ არა ეს პატარა მომენტები მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. კარუსელი კიდევ გრძელდება და არ ჩერდება, ლაიქები, ჭრელი ფერები, ხმაურიანი ბანერები რომლებიც სულ ჩვენს თვალწინაა და გამუდმებით გვართობს, ყურადღებას გვიფანტავს და სულ უფრო და უფრო მეტად გვითრევს მორევში საიდანაც სულ უფრო და უფრო რთულია ამოსვლა.

ჩვენგან ნაჭუჭი დარჩა უკვე იმ პიროვნებებისგან რომლებიც ბავშვობაში ვიყავით, როცა სულ მცირეც კი უზომოდ გვახარებდა და გვაბედნიერებდა, გავიდა დრო, ჩვენ გავიზარდეთ, ჩვენი შესძლებლობებიც გაიზარდა, გადავედით უფრო დიდ მაშტაბებზე მაგრამ რაღაცნაერად ცარიელებიც გავხდით, გამოვიფიტეთ, ბევრი რამე დაგვავიწყდა, ის რისი დავიწყებაც არ შეიძლებოდა, ის რასაც ჩვენ შევპირდით საკუთარ თავს ოდეღსაც, რას იფიქრებდა ჩვენი ბავშვობა ეხლა რომ დავენახეთ? მოვეწონებოდით კი ის რადაც გადავიქეცით?

ჩვენი ცხოვრება დღიდან დღემდე კი მიედინება, ურთიეთობები, ყურადღება, ბრენდები, უაზრო რეპლიკები, გამუდმებით თვალწინ გვაქ და მონოტონურს გვხდის, დოპამინზე დამოკიდებული ნარკომანებივით ვართ, ჩვენი ცხოვრება კიდევ მჭიდროდ არის დახშული ყოვლად უაზრო დეტალებისგან, ჩვენი მიზნები და ოცნებები კიდევ დაფარულია ისე როგორც ლამაზი არქიტექტურული ძეგლები სხვადასხვა მყვირალა ბანერებით რომელთან მიზანია რამე მოგყიდონ და გაგხადონ მორიგ ერთეულად მოხმარებაზე ორიენტურებული საზოგადოებისა.

კარუსელი კიდევ გრძელდება და არ ჩერდება სანამ ჩვენი გულისცემა გრძელდება, სულ ახალ ახალი ბანერები, ნოტები, განცდები, ყველაფერი იმისთვის რომ ყურადღება გადაგატინონ, გაგართონ და მორევში ჩაგითრიონ, ჩვენი ბავშვური სული კიდევ ატროფირებულია, რამდენი პირობა დავარღვიეთ და ვუღალატეთ საკუთარ თავებს…

რა მოგვივიდა, სად შევცდით, როდის გახდა მომენტით ცხოვრება ჩვენი პრიორიტეტი და გადავდეთ დიადი მიზნები, ვუღალატეთ საკუთარ თავებს, შევეგუათ იმ აზრს რომ ჩვენგან არაფერი მეტი არ გამოვიდოდა, რომ ჩვენ განვითარების პიკს მივაღწიეთ და ჩვენი მიმდინარე მდგომარეობა ჩვენი მაქსიმუმია, გულისამრევად ვსქოლავთ მთელი დღე, ვპოსტავთ, ვიღებთ ბედნიერებას და თავს შედგენალ პიროვნებებად ვთვლით, და ეგო, ჩვენი ეგო ჩვენივე უგუნურობის პროპორციულად დიდია, არაადეკვატურები და შეშლილები გავხდით და როცა ამ მორევიდან ამოსულ ადამიანებს ვხედავთ ვთვლით რომ ისინი არიან შეშლილები, რომ პრობლემა მათშია და არა ჩვენში.

მოსიარულე გვამებივით დავდივართ, ვიღიმებით, ვარწმუნებთ საკუთარ თავებს და სხვებს რომ ყველაფერი წესრიგშია, რომ ყველაფერი ისე მიდის როგორც საჭიროა, რომ არაფრის შეცვლა საჭირო არაა და რომ მიმდინარე სოციალური წყობა და ჩვენი ცხოვრება იდეალურია და ღმერთმა არ ქნას ვინმემ ეს წყობა კითხვის ნიშნის ქვეშ დასვას, თითო ქვა ალბათ ყველას მოგვეპოვება ჯიბეში მსგავსი პიროვნების ჩასაქოლად.

და ასე და ამდაგვარად ბრუნავს ეს კარუსელი, ამუშავებს ადამიანების მორიგ ბიო მასას და მათი გადამუშავების შემდეგ ემზადება მომდევნო პარტიისთვის, წლიდან წლამდე, საუკუნიდან საუკუნემდე და ა.შ. ფუნდამეტალურად არც არაფერი არ იცვლება, გარდა ხმაურისა, წარწერისა და მომხმარებლური შესაძლებლობისა, პრინციპი იგივეა, ერთადერთი სკინი შეიძლება შეიცვალოს ნემნოგა.

უმეცრება ბედნიერებაა, არის რაღაცეები რაც ჯობია არ იცოდე, და თუ იცი არ გაგიმართლა, შენ მოხვედი იმ დროს როცა შენი ეპოქა არაა, შენი ადგილი აქ არ გამოინახება და თანამესაუბრესაც ვერ იპოვი, შენ იქნები ‘შეშლილი’ და მოგიწევს მარტოსულად ბორიალი ამ მიწაზე სანამ შენი დრო არ გავა.