Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

Hypocrite

Hypocrite

თემა ძველია მაგრამ მინდა რომ მაინც გავიხსენო/შევეხო.

მაშ ასე, რამოდენიმე თვის წინ მოხდა ტერაქტი პარიზში, რომელიც მართალი გითხრათ ამაზრზენია და საშინელი, მაგრამ ასევე საშინელი და ამაზრზენია ხალხის/კორპორაციების/კომპანიების რეაქცია მასზე.

ხალხის რეაქცია – გაუთავებელი პოსტები ტერაქტის შესახებ, პროფილ სურათების შეცვლა, საკუთარი სიმპათიის გამოხატვა პარიზელი მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა სტატუს აპდეითების მეშვეობით.

კორპორაციები – Facebook იყენებს აპლიკაციას რომელიც ნებისმიერ მსურველ მომხმარებელს აძლევს საშუალებას შეიცვალოს პროფილ სურათი საფრანგეთის დროშის ფერებში. YouTube ცვლის ლოგოტიპს საფრანგეთის დროშის ფერებში, და ბევრი სხვა კორპორაცია ატარებს ანალოგიურ პროცედურებს.

სხვადასხვა კომპანიები/სამოქალაქო ორგანოები/სპორტული ღონისძიებები (The Moment of Silence) – აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას და მწუხარებას.

ETC.

world media

თქვენ შეიძლება ჩათვალოთ რომ მე უგულო ადამიანი ვარ ან რამე ასიმპათია მაქ საფრანგეთის მოქალაქეების მიმართ რადგან ვთვლი რომ ეს ყველაფერი მარაზმია (იგულისხმება გამორჩეული ყურადღება პარიზის ტერაქტთან დაკავშირებით), მაგრამ ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. მეც ვწუხვარ და ვთვლი რომ მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი დიდი ტრაგედიაა და დაუშვებელია მსგავსი რამ, მაგრამ…

სად იყვნენ ყველა ის ხალხი რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ პროფილ სურათებს იცვლიდნენ როცა ერაყში ამერიკის ინტერვეციის დროს ასობით ათასი მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპებოდა?

სად იყვნენ ის ხალხი/კორპორაციები/კომპანიები როცა ლიბიაში სახელისუფლებო გადატრიალების შედეგად დაწყებულ სამოქალაქო ომს (შემდგომში ტერორისტების თარეშს) ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ქვეყანა ნაწილებად დაიყო რომლის დიდ ნაწილს ტერორისტული ორგანიზაციები აკონტროლებენ და აგრძელებენ ხალხის დევნას მათი რელიგიური მრწამსის მიხედვით და თავების ჭრას?

სად იყავით ყველა თქვენგანი როცა სირიაში ტერორისტების შეჭრას ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რამაც გამოიწვია გაუთავებელი ტერაქტები, დევნილების ზრდა და ძალადობის მთელი ნაკადი რომელსაც დასასრული არა აქვს? რატომ არ იცვლიდით თქვენს პროფაილ სურათებს ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის დროშების ფერებში? ნუთუ მათი სიცოცხლე ისეთივი ღირებული არაა როგორც საფრანგეთის მოქალაქეების? მეტიც, ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში გაცილებით მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ქალები, ბავშვები… (და ეს ყველაფერი კიდევ გრძელდება, არ შემწყდარა) მაგრამ ჩვენი გულჩვილი მოქალაქეების გულებამდე ეს ყველაფერი არ მივიდა, სულ სხვა თემაა საფრანგეთი, ეს ხომ მოდურია გამოხატო საკუთარი მხარდაჭერა საფრანგეთის მიმართ, ეს ხომ თავად Facebook – მა შემოგთავაზათ!

მარაზმი, მეტი არაფერი…

In Iraq, at least 1 million lives have been lost during and since 2003.

220,000 people have been killed in Afghanistan and 80,000 in Pakistan.

Estimates of deaths in the Libyan Civil War vary with figures from 2,500 to 25,000 given between March 2 and October 2, 2011.

Estimates of deaths in the Syrian Civil War, per opposition activist groups, vary between 151,695 and 366,140. On 17 August 2015.

There were seven coordinated terror attacks in Paris carried out by militants, killing at least 130 people.

sheeple