ერთხელ მამა და შვილი სეირნობდნენ მთებში. მოულოდნელად ბიჭმა წაიბორძიკა და დაეცა. მან მუხლი დაჰკრა ქვას, ეტკინა და ინსტიქტურად წამოიყვირა: – აააა! თავისდა გასაკვირად მან გაიგონა, რომ ვიღაცის ხმამ, მაღლა მთებიდან, გაიმეორა: – აააა! – ვინ ხარ? – დაუძახა ბიჭმა. – ვინ ხარ? – გაიმეორა ისევ იმავე ხმამ. ბიჭი გააბრაზა ასეთმა პასუხმა და დაუყვირა: – მშიშარა! – მშიშარა! – უპასუხა ისევ ხმამ. ბიჭმა მამას შეხედა და ჰკითხა: – რა არის ეს? მამამ გაიღიმა და უპასუხა: – შვილო, მოუსმინე – ის შებრუნდა მთებისკენ და დაიყვირა: – შენ მშვენიერი ხარ! – შენ მშვენიერი ხარ! – გაიმეორა მაშინვე ხმამ; – მე შენ მიყვარხარ! –[…]
