“ღმერთი მოკვდა! ის ჩვენ მოვკალით, ჩვენ, მკვლელებმა მკვლელებს შორის, ის ჩვენი დანით იცლება სისხლისგან.”

“ღმერთი მოკვდა! ის ჩვენ მოვკალით, ჩვენ, მკვლელებმა მკვლელებს შორის, ის ჩვენი დანით იცლება სისხლისგან.”
ერთხელ მამა და შვილი სეირნობდნენ მთებში. მოულოდნელად ბიჭმა წაიბორძიკა და დაეცა. მან მუხლი დაჰკრა ქვას, ეტკინა და ინსტიქტურად წამოიყვირა: – აააა! თავისდა გასაკვირად მან გაიგონა, რომ ვიღაცის ხმამ, მაღლა მთებიდან, გაიმეორა: – აააა! – ვინ ხარ? – დაუძახა ბიჭმა. – ვინ ხარ? – გაიმეორა ისევ იმავე ხმამ. ბიჭი გააბრაზა ასეთმა პასუხმა და დაუყვირა: – მშიშარა! – მშიშარა! – უპასუხა ისევ ხმამ. ბიჭმა მამას შეხედა და ჰკითხა: – რა არის ეს? მამამ გაიღიმა და უპასუხა: – შვილო, მოუსმინე – ის შებრუნდა მთებისკენ და დაიყვირა: – შენ მშვენიერი ხარ! – შენ მშვენიერი ხარ! – გაიმეორა მაშინვე ხმამ; – მე შენ მიყვარხარ! –[…]
რათქმაუნდა იდეალური არ ვარ და არც არავინ და არაფერია იდეალური, მეც უამრავი ნაკლი მაქვს რასაც ვებრძვი , ვცდილობ შევცვალო ის უარყოფითი მხარე რომელიც არ მომწონს … ჩემში ორი პიროვნება ცხოვრობს , რომლებსაც ბრძოლა აქვთ გამრთული ერთმანეთში და ეს ბრძოლა დასრულდება მაშინ როდესაც მე მოვკდები …
ერთი კაცი მივიდა სოკრატესთან და ჰკითხა: — იცი, რა თქვა შენზე შენმა მეგობარმა? — მოიცადე, — გააჩერა ის სოკრატემ, — ჯერ ის რაც უნდა თქვა, სამ საცერში გაატარე.
ერთხელ ოსტატმა უთხრა მოსწავლეს: – დღეს ჩვენ ჩავალთ ხალხთან და მათ შეკითხვებს ვუპასუხებთ. ისინი ჩამოვიდნენ მთიდან, დაჯდნენ ერთ პატარა გორაკზე და დაიწყეს ლოდინი. მოდიოდნენ ადამიანები და სვამდნენ კითხვებს – ცხოვრების საზრისზე, სამყაროს წყობაზე… მაგრამ ოსტატი დუმდა და ხმას არ იღებდა.