Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

რა იქნებოდა რომ?

აბა როგორ ხარ? მოიწყინე? გაინტერესებს რა არის ახალი? არის თუ არა რამე ახალი? უნდა იყოს კი რამე ახალი? ეხლა ეკრანს უყურებ და სტატიას კითხულობ, რა იქნებოდა რომ სანაცვლოდ ათი წუთით დივანზე ან სავარძელში კომფორტულად მოკალათებულიყავი და მედიტაციით დაკავებულიყავი?

ხვალ რა გაქ გეგმაში? დილით ადრე ადგები დიდი ვარაუდით, დაასწრებ თუ არა მაღვიძარას? თუ არა მაშინ მისი ხმა გაგაღვიძებს, გამორთავ და ცოტა ხანი არ ადგები, 10-15 წუთი კიდევ იწვები, იფიქრებ მასზე, პრობლემებზე, იმაზე თუ როგორი კომფორტულია წოლა, სითბო, სიმყუდროვე, დაგეზარება ადგება თუმცა კი იცი რომ გამოსავალი არაა და ადრე თუ გვიან უნდა დანებდე და ადგე, რა იქნებოდა რომ სანაცვლოდ წინა ღამეს ასე 11 – ზე დაგეძინა? მეტი ენერგია გექნებოდა, პირველივე ზარზე ადგებოდი, +15 წუთ, ჰმმმ, იქნებ დილის გამამხნევებელი ვარჯიშით დაკავებულიყავი?

გაემზადე, ჰიგიენური პრობლემები მოაგვარე, რაიმე ფასტ ფუდს მიირთმევ რამეთ წინა საღამოს არ გიზრუნია დილაზე, კუჭის არეში სიმძიმის გაცდა, შეიძლება წვის შეგრძნება, სისხლის მიმოქცევაში კიდევ უკვე წასულია შაქარი ჭარბი შემცველობით ან მყარი ცხიმები, დიდი ვარაუდით დღეზე თავისებურ გავლენას იქონიებს და არც თუ ისე დადებითს, პეპლის ეფექტი? თუმცა მე ვფიქრობ რომ გავლენა გაცილებით უფრო მეტია, რა იქნებოდა რომ ყოველ დილით სწორად გეკვება? სისტემატიური ხასიათის შემთხვევაში კანის ფერი, ენერგია, მოტივაცია გაიზრდებოდა, +10%? ფიქრობ ბევრი არაა? ვინ იცის ვინ იცის…

სახლიდან გამოხვედი, ელოდები ტრანსპორტს ან ტრანსპორტი აქაა უკვე და იკავებ შენს ადგილს მასში, რითი ხარ დაკავებული? ტელეფონს იღებ და სქროლავ? რისთვის? გინდა ნახო როგორ იმიტირებენ შენი კოლეგები და მეგობრები ბედნიერებას სოციალ ქსელებში? ყველა იღიმის, ყველა სთორის დებს, ერთი დიდი პოზიტივია ამ ვირტულურ წუმპეში, ლაიქები, რიცხვები, მეტი და მეტი, ზემოთ და ზემოთ, ვალიდაცია, ყურადღება, უბედური ადამიანები გარშემო ბედნიერი სურათებით. აი დაფიქრდი ბოლოს როდის ნახე ვინმე მაკიაჟის გარეშე იქ? ან ვინმე რეალური სახით, ისტორიით, მოქმედებით, ჰმმმ? განა ყოველთვის ყველა ბედნიერია? განა ყველას ყველაფერი კარგად აქ? სოციალურ ქსელებს თუ დავუჯერებთ ეს ასეა, მაგრამ… შენ დანიშნულების პუნქტამდე 1 საათი გაქ დრო, შენ სქროლავ, რა იქნებოდა რომ კონსპექტი წაგეღო თან და ის წაგეკითხა? ვინ იცის, 1-2 წლის მერე იქნებ შენი ცოდნა რადიკალურად გაღრმავებულიყო რაიმე სფეროში?

და დაიწყო დღე, მიდიხარ დისპენსერთან რათა ცხელი სითხე ჭიქაში მოაქციო და ყავა მოადუღო, დილის ჯანქ ფუდი ეფექტი სახეზეა და შენ კოფეინის გარეშე არც კი გინდა დილა იხილო, სხეულში თბილი სითხე იღვრება, ხელოვნური ენერგიით გავსებს რათა გააკეთო მთელი დღის განმავლობაში ის რაც არ მოგწონს, ის რისი შეცვლაც არ შეგიძლია, ისმენ სხვადასხვა ჭორებს ძალა უნებურად, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ შენს ცხოვრებაში არაფერი განსაკუთრებული ხდება სავსებით გსიამოვნებს ინტრიგების მოსმენა, ვინ ვის შეხვდა, რა უთხრა მას უფროსმა, ვინ ვის დაშორდა, როგორ იჭორავეს მასზე დაქალებმა, სად იყო ის თავის ქრაშთან ერთად უიკენდზე. იღებ შენს კოფეინს და თან თავს იქცევ ჭორებით, რა იქნებოდა რომ სანცვლოდ ჰაერზე გასულიყავი, მზისთვის სახე მიგეშვირა ცოტა ხნით მაინც, თან დ ვიტამინს მიიღებდი და თან გონებას დაასვეენბდი, ცოტათი ასე ვთქვათ განიტვირთებოდი.

სამუშაო დღე მიდის, პირველი რთული ეტაპი უკანაა და ახლოვდება ნანატრი შესვენება, შესანიშნავი დრო იმისთვის რომ დატკბე პლასტიკატის ყუთში მოთავსებული არც თუ ისე სასარგებლო საკვების მორიგი პორციისთვის, ვინ იცის იქნებ პლასტიკატის ყუთში ეს საკვები ცხელ მდგომარეობაშ მოათავსე, სითბო + პლასტიკატი ცუდი კომბინაციაა ცნობისთვის, ონკოლოგიური დაავადებების რისკს საგრძნობლად ზრდის, რა იქნებოდა რომ შუშის კონტეინერი გქონოდა? და შემწვარი კარტოფილის და მაკარონის ნაცვლად მასში ბოსტნეულის რაგუ ყოფილიყო, თევზი, ქათმის ფილე, ან რაიმე სხვა მსგავსი, შენი ორგანიზმი უფრო სუფთა იქნებოდა, გარეგნობაც უფრო მიმზიდველი, ხასიათიც უფრო პოზიტიური.

მოვიდა საღამო და წასვლის დროა, გზაში რომ არ მოგშივდეს სნექებს მიირთმევ ისევ ან მსუბუქად იხემსებ მარილიანი ჩხირებით, ტკბილეულით, ნახევარ ფაბრიკატებით, ისევ ეს ჯანქ ფუდი, ისევ მყარი ცხიმები, სიმძიმის განცდა…

უკანა გზა წარმოუდგენლად გავს მომავალ გზას, ისევ ტელეფონში ჩარგული თავი, გასაგებია რომ დღე მარტივი არ იყო, გასაგებია რომ გამოწვევები დიდი იყო და დაიღალე, მაგრამ როგორ აგვარებს ამ ყოველივეს სოციალური ქსელების სქროლვა? იაფი დოპამინის მიღება? ნუთუ არ გინდა მეტი? პროგრესი, სწავლა, წინსვლა, არ გამიბრაზდე ისევ, მაგრამ სად არის კონსპექტი? რატომ არ გაქ ჩარგული თავი მასში, რატომ არ გჯერა შედეგის? მომენტალურის არა მაგრამ სისტემატიური ხასიათის შემთხვევაში? რა იქნებოდა რომ დილის შეცდომა საღამოს მაინც გამოგესწორებინა და წაგეკითხა? გესწავლა? გაგეგო?

სამსახურის მერე დასვენება, დამსახურებული, ვერაფერს იტყვი, თუმცა პერსპექტივაში არაფრის მომტანი, ისევ და ისევ მესმის რომ დღე მძიმე იყო, ყველაფერი მესმის, სირთულეებისაც, სტრესისაც, მაგრამ, პროგრესი არ იქნება, ეს ესე გაგრძელდება ხვალაც, ზეგაც, ერთი თვის მერე, ერთი წლის მერე, ისევ და ისევ, გინდა რადიკალური ცვლილებები? გააკეთე რადიკალური ნაბიჯები, მარტივი არ იქნება, მაგრამ რა იქნებოდა რომ თუნდაც ერთი თვით ან ერთი კვირით რთული ნაბიჯები გადაგედგა, გაგეკეთებინა ის რაც საჭირო იყო და არა ის რაც გინდოდა.

რა იქნებოდა რომ პირაპირი ყოფილიყავი ხალხთან? გეთქვა ის რასაც ფიქრობდი და არა ის რასაც ეტიკეტი მოითხოვდა.

რა იქნებოდა რომ სწორ ადამიანთან შეხვედრისას ყოფილიყავი შენი თავის საკუთესო ვერსია.

რა იქნებოდა რომ უფრო ამბიციური და ინტერესიანი ყოფილიყავი, გული სხვანაერად აგძგერებოდა გამოწვევების პირისპირ დგომისას.

რა იქნებოდა რომ პერიოდულად სამოგზაუროდ წასულიყავი, ახალი ხალხი გაგეცნო, ახალი ადგილები გენახა, ახალი ისტუაციები და შენი მსოფლმხედველობა გაგეფაერთოებინა.

რა იქნებოდა რომ საინტერესო ჰობი გაგეჩინა, შენი თავი მიგეძღვნა მისთვის, გაგეღრმავებინა შენი ცოდნა მასში.

რა იქნებოდა რომ დრო უფრო პროდუქტიულად დაგეხარჯა.

რა იქნებოდა რომ სპორტ დარბაზში გეარა.

რა იქნებოდა რომ სწორად გეკვება.

რა იქნებოდა რომ გეცხოვრა.

რა იქნებოდა რომ გეოცნება.

რა იქნებოდა რომ ერთხელ მაინც დაგესვა შენი თავისთვის შეკითხვა მორიგი რუტინული დღის დასაწყისში შენი თავისთვის: ‘რა იქნებოდა რომ?’