Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

სულის ევოლუცია

რა იქნებოდა რომ?

აბა როგორ ხარ? მოიწყინე? გაინტერესებს რა არის ახალი? არის თუ არა რამე ახალი? უნდა იყოს კი რამე ახალი? ეხლა ეკრანს უყურებ და სტატიას კითხულობ, რა იქნებოდა რომ სანაცვლოდ ათი წუთით დივანზე ან სავარძელში კომფორტულად მოკალათებულიყავი და მედიტაციით დაკავებულიყავი? ხვალ რა გაქ გეგმაში? დილით ადრე ადგები დიდი ვარაუდით, დაასწრებ თუ არა მაღვიძარას? თუ არა მაშინ მისი ხმა გაგაღვიძებს, გამორთავ და ცოტა ხანი არ ადგები, 10-15 წუთი კიდევ იწვები, იფიქრებ მასზე, პრობლემებზე, იმაზე თუ როგორი კომფორტულია წოლა, სითბო, სიმყუდროვე, დაგეზარება ადგება თუმცა კი იცი რომ გამოსავალი არაა და ადრე თუ გვიან უნდა დანებდე და ადგე, რა იქნებოდა რომ სანაცვლოდ წინა ღამეს ასე[…]

დაწვრილებით »

იმედი კაპსულიდან

ჩვენ წარმოუდგენელ მწვერვალებს მივაღწიეთ, ჩვენ ღმერთმა თავისი ხატის მიხედვით შეგვქმნა, ჩვენ დავიწყეთ ფაქტიურად ნოლიდან, გავიარეთ კოლოსოლური გზა, ვსწავლობდით ყველაფერს ნულიდან, ვეცნობოდით სამყაროს, მის კანონებს, მის წესებს, მოქმედების და მუშაობის პრიცნიპებს, ჩვენ დავიმორჩილეთ ცეცხლი, რადიო-ელექტრონული გამოსხივება, კონსტანტურად ვიყენებდით სხვადასხვა ბუნების ძალებს ჩვენი მიზნების მისაღწევად, ჩვენი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. ბევრი შეკითხვა რაც ადრე გვქონდა, ჩვენ ვიპოვეთ მათზე პასუხი, საუკუნეების განმავლობაში ვაგროვებდით ინფორმაციას, წვეთი წვეთზე ჩვენი გამოცდილება ოკეანედ იქცა, ჩვენ მივაღწიეთ მწვერვალებს, ბუნების კატაკლიზმების მიღმა მათი წარმოშების მიზეზები დავინახეთ, ვარსკვლავები უკვე აღარ არიან მიუღწველეი ოცნებები ჩვენთვის, ისინი უკვე უფრო ახლოს არიან, ერთი ხელის გაწვდომაზე, ჩვენ დავიმორჩილეთ დაბერების პროცესი და სურვილისამებრ სიკვდილი უკვე აღარ[…]

დაწვრილებით »

მაშ ასე, ბედისწერა

Ulviyya Ali · Pink Floyd – Wish You Were Here ბედისწერა, ხშირად ჩვენი საყვარელი სიტყვაა, ის არ იყო ჩემი ბედისწერა, ალბათ ბედისწერას ესე არ უნდოდა, ესეიგი ეს იყო ჩემი ბედისწერა, ბოლოს ყველაფერი ისე მოხდა როგორც ბედისწერამ ინება. გვიყვარს ეს სიტყვა, ვიმალებით მის მიღმა, ვიყენებთ მას, ვაბრალებთ მას, თავს ვიმშვიდებთ მისით, ბოლო ბოლო ეს ხომ მართლა ესეა, განა არა? განა მე ყველაფერი არ გავაკეთე? განა ბოლომდე არ დავიხარჯე? თუ მთელი ჩემი მონდომების მიუხედავად ეს არ გამოვიდა ესეიგი ეს არც იყო ჩემი ბედისწერა, ხო? ჰმმმმ…. ბოლომდე კი დაიხარჯე? თვით ბედისწერის კონცეფციაც კი მაშინებს, რა გამოდის, ჩვენ არა გვაქ თავისუფალი ნება? ჩვენი ხვედრი[…]

დაწვრილებით »

72

რისი გეშინია? გაქ კი მიზეზი? უფლება? ლოგიკური ახსნა? გინდა დაგასპოილერო? რაც არ უნდა ქნა და რაც არ უნდა გააკეთო ბოლო მაინც ერთია – სიკვდილი, დაახლოებით დროის დაანგარიშებაც შეიძლება – 72 წელი, რამდენი გაიარე უკვე შენი მოგზაურობიდან? რამდენი დაგრჩა კიდევ? და რა გგონია, ვინმე გაგიხსენებს ასე დაახლოებით შენი სიკვდილიდან 50 წლის მერე? ჰმ? არა, სერიოზულად, ის რაც შენ ბოლოში გელოდება უფრო საშიშია თუ ის რასაც შენ უფრთხი ყოველდღე? )) ჰა ჰა ჰა, რა იყო, გრძნობები ვერ გაუზიარე შენს ქრაშს? )) სამსახურიდან ვერ წამოხვედი რომელიც არ მოგწონს? )) ურთიეთობა არ გაწყვიტე ხალხთან რომლებიც არაფრად გაგდებენ? )) გეხვეწები, თუ შენ ეს ყველაფერი გაშინებს[…]

დაწვრილებით »

Old Soul

რატომ ხდება ისე რომ ზოგი ადამიანი ადრეული ასაკიდან იძენს სიბრძნეს? გამორჩეულ ხედვის კუთხეს? განსხვავებულ და რადიკალურ აზროვნებას რომელიც უკვე არსებულ სტანდარტებს არღვევს და სამყაროს სულ სხვა კუთხიდან ხედავს? მაშინ როცა ბევრი ზრდასრული ადამიანი უბრალოდ არაადეკვატურია, მიყვება დინებას და საკუთარი აზრი არ გააჩნია? რაშია მიზეზი? გარემო პირობები? აღზრდა? სხვა ფაქტორები?

დაწვრილებით »

სად გაქრა ჩვენი იმედები და სწრაფვები?

ან მე გავგიჟდი ან დანარჩენი სამყარო, სიტყვები რომლის არსსაც დღითი-დღე უფრო კარგად იგებ, გადის დრო და იცვლები, ცვლილება რომელსაც შიგნით განიცდი წარმოუდგენლად დიდია და ადამიანი რომელიც ხარ ეხლა შენ ეზიზღება ადამიანი რომელიც იყავი ადრე და რა მოხდება შემდგედ? შეგიძულებს მომავალი შენ დღევანდელ შენს? როგორ დაინახავს ის შენს ქმედებებს და შეხედულებებს? იქნება შენი ღირებულებები მისთვის მისაღები თუ პირიქით? ადამიანები გამუდმებით იცვლებიან, ძირითადად ამის მიზეზი არის ძლიერი ტკივილი ან დროთა განმავლობაში შეძენილი სიბრძნე, ფუნდამენტალური ღირებულებები მუდმივია, ყველას ის სხვადასხვა აქვს მაგრამ მაინც ერთი, რომელიც ვფიქრობ მდგომარეობს შემდეგში: პატივი სცე სხვის აზრს, აკეთო სიკეთე, არ მიაყენო სხვას ზიანი, იქონიო საკუთარი აზრი და მიზანი,[…]

დაწვრილებით »

აფსოლიტური რეალობა

ის: მისმინე როგორ ფიქრობ რაშია ცხოვრების აზრი? იმის თქმა მინდა რომ თუ სიკვდილი გარდაუვალია და ყველა ჩვენი მიღწევა და წარმატება, კარიერა თუ იმპერია, ფული და ქონება ერთ დღეს მტვრად იქცევა და ჩვენგან მოგონებებიც კი აღარ დარჩება რისთვის ვიწვალოთ? რატომ უნდა ვიშრომოთ და ვინაღვლოთ მომავალზე რომელიც გარდაუვალ სიკვდილს გვიქადის? ერთი შეხედვით სასოწარკვეთილებამდე და დეპრესიამდე მივყავართ ამ აზრს ან უმეტეს შემთხვევაში არც კი ვფიქრობთ ამაზე, უბრალოდ ისე ვცხოვრობთ თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება. რა არის ეს ფენომენი? საფრთხის იგნორირება? უბრალო უმეცრება? თუ რწმენა იმის რომ სიკვდილი დასასრული არ არის? ალბათ უმეტეს შემთხვევაში რწმენის ფაქტორია რომელიც გვაძლევს იმედს და იმედი კი საკმაოდ ძლიერი[…]

დაწვრილებით »

In finem

60, 70 ან 80 წელი ეს არის ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა (რათქმაუნდა სხვადასხვა ქვეყნებსში ეს მონაცემი განსხვავებულია) რომლის შემდეგაც ჩვენი ცხოვრება დასრულდება, ვფიქრობთ ამ რიცხვებზე და რა მოდის თავში აზრად? შიში? სიცარიელი? ცნობისმოყვარეობა?

დაწვრილებით »