Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

ცხოვრება

მაშ ასე, ბედისწერა

Ulviyya Ali · Pink Floyd – Wish You Were Here ბედისწერა, ხშირად ჩვენი საყვარელი სიტყვაა, ის არ იყო ჩემი ბედისწერა, ალბათ ბედისწერას ესე არ უნდოდა, ესეიგი ეს იყო ჩემი ბედისწერა, ბოლოს ყველაფერი ისე მოხდა როგორც ბედისწერამ ინება. გვიყვარს ეს სიტყვა, ვიმალებით მის მიღმა, ვიყენებთ მას, ვაბრალებთ მას, თავს ვიმშვიდებთ მისით, ბოლო ბოლო ეს ხომ მართლა ესეა, განა არა? განა მე ყველაფერი არ გავაკეთე? განა ბოლომდე არ დავიხარჯე? თუ მთელი ჩემი მონდომების მიუხედავად ეს არ გამოვიდა ესეიგი ეს არც იყო ჩემი ბედისწერა, ხო? ჰმმმმ…. ბოლომდე კი დაიხარჯე? თვით ბედისწერის კონცეფციაც კი მაშინებს, რა გამოდის, ჩვენ არა გვაქ თავისუფალი ნება? ჩვენი ხვედრი[…]

დაწვრილებით »

ნაჭუჭი

ნაჭუჭი, ალბათ ესღა რჩება ჩვენგან გარკვეული დროის, განცდების და ემოციების მერე, თანამედროვე თავბრუდამხვევი ცხოვრების ტემპი გამუდმებით ანახშირებს და წვავს ჩვენი დოპამინის რეცეპტორებს, მუდმივი სტიმულატორები, სოციალური ქსელები, განცდები, ემოციების მთელი კასკადი… სულ უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი გართობა, ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენა, აღფრთოვანება და გაოცება. რაღაცნაერად ყველაფერი უგემური და ერთფეროვანია, თითქოს არც არაფერი საინტერესო არ დარჩა, ჩვენ გამუდმებით გვინდა მეტი და მეტი, სულ უფრო და უფრო ჭრელი, თავბრუსდამხვევი, ხმაურიანი, ემოციური, სულ უფრო და უფრო მეტი, მეტი და მეტი. დანახშირებული დოპამინის რეცეპტორები კი პრაქტიკულად აღარც რეაგირებენ, მარტივი, მნიშვნელოვანი და ძვირფასი დეტალები კიდევ შეუმჩნეველი რჩება, ის რაც მნიშვნელოვანია, ის რაც ნამდვილია, ის რაც[…]

დაწვრილებით »