Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

despair

იდეალიზაცია

ადამიანები არასოდეს არ არიან იდეალურები, ეს მათი ბუნების ნაწილი არ არის, ხშირად ვეჯახებით სიტუაციას როცა მიდის კონკრეტული პიროვნებების იდეალიზაცია, ეს სიტუცია არასოდეს არ მთავრდება კარგად, იქმნება მოლოდინი და იმედი იმისა რომ ესა თუ ის პიროვნება გაამართლებს ჩვენს იმედებს და ოცნებებს საბოლოოდ კი ვიღებთ იმედგაცრუებას და დეპრესიას.

თავად დაფიქრდით, როცა რამე უსიამოვნო ხდება ერთ რიგით დღეს ეს უბრალოდ მომდევნო წარუმატებელი დღეა და არაფერი განსაკუთრებული, ხოლო როცა მოლოდინი გაქ რამის და ეს მოლოდინი შენს იმედებს არ ამართლებს მაშინ იქმენება ძლიერი ნეგატიური ემოციური ფონი და გარკვეული პერიოდი სასოწარკვეთაც ჩნდება.

მოლოდინი და იდეალიზაცია სახიფათო ილუზიებია და ძირითადად ტკივილი მოაქვთ. იმედის ჩასახვა ცარიელ ადგილზე და მერე ამ იმედის მოკვლა ქმნის მსხვერპლს რომელიც არასოდეს არ უნდა დაბადებულიყო.