Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

აფსოლიტური რეალობა

Spoiler alert - everyone diesის: მისმინე როგორ ფიქრობ რაშია ცხოვრების აზრი? იმის თქმა მინდა რომ თუ სიკვდილი გარდაუვალია და ყველა ჩვენი მიღწევა და წარმატება, კარიერა თუ იმპერია, ფული და ქონება ერთ დღეს მტვრად იქცევა და ჩვენგან მოგონებებიც კი აღარ დარჩება რისთვის ვიწვალოთ? რატომ უნდა ვიშრომოთ და ვინაღვლოთ მომავალზე რომელიც გარდაუვალ სიკვდილს გვიქადის? ერთი შეხედვით სასოწარკვეთილებამდე და დეპრესიამდე მივყავართ ამ აზრს ან უმეტეს შემთხვევაში არც კი ვფიქრობთ ამაზე, უბრალოდ ისე ვცხოვრობთ თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება. რა არის ეს ფენომენი? საფრთხის იგნორირება? უბრალო უმეცრება? თუ რწმენა იმის რომ სიკვდილი დასასრული არ არის? ალბათ უმეტეს შემთხვევაში რწმენის ფაქტორია რომელიც გვაძლევს იმედს და იმედი კი საკმაოდ ძლიერი მოტივატორია. თუმცა ყველა შესაძლო შემთხვევაში მაინც საინტერესოა რა იყო ჩვენს დაბადებამდე და რა იქნება სიკვდილის მერე? რისთვის ხდება ეს ყველაფერი და საიდან დაიწყო ეს ციკლი, ეს გასაოცარი მოვლენა რასაც სიცოცხლე და არსებობა ქვია?

he lives as if he is never going to die, and then dies having never really lived.

მე: იცი პირველად ვხედავ ადამიანს რომელსაც თავში ჩემნაერი აზრები და კითხვები უტრიალებს, აზრები რომლებიც ღამე დაწოლის შემდეგ ერთი-ორი საათი მაინც არ გაძინებს და გაფიქრებს სერიოზულად. დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ და რაც მეტს ვფიქრობ მით უფრო ღრმა დეპრესიაში მაგდებს ჩემი არარაობის შეგრძნება. რატომ არარაობა? ნუ თავად დაფიქრდი ჩვენი სამყარო (ადამიანთა მოსაზრებით) 13.8 მილიარდი წლისაა, თავად დედამიწა კი 4.54 მილიარდი წლის, აქედან გონიერ ადამიანს (ლათ. Homo sapiens) კი მოკრძალებული ორასი ათასი წელი ერგება. ფაქტიურად მიზერულია დროის ის რაოდენობა რომელშიც ჩვენ ვარსებობთ, არავინ არ იცის რა იყო მანამდე და როგორ ვითარდებოდა მოვლენები ჩვენს არ ყოფნაში, რათქმაუნდა არსებობს ბევრი თეორია იმაზე თუ როგორ დაიწყო ყველაფერი და მათ შორის ყველაზე აქტუალური დღეს დიდი აფეთქების თეორიაა, მაგრამ რა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ რომ ჭეშმარიტებას ჩავწვდით და ჩვენი წარმომავლობა და მიზანი ვიცით? ისე გასაოცარია თავად Big Bang – ის ფენომენიც, მთელი ხილული სამყარო, თავისი ფიზიკის კანონებით, დროით, მატერიით, ენერგიით და სივრცით ერთ დროს არ აღემატებოდა მოლეკულის ზომას რომელიც იყო წარმოუდგენელი ტემპერატურის და წნევის ქვეშ. უბრალოდ გასაოცარია… Big Bangობიექტი რომელიც ოდესღაც ასეთი პატარა იყო დღეს თვალუწვდენელი სამყაროა რომელსაც საზღვრები აქვს თუ არა არავინ იცის და შავი მატერიის და შავი ენერგიის დისაბალანსის გამო (ამ უკანასკნელს საკმაოდ ძლიერი რეპულსიური გრავიტაცია აქ)კვლავ აგრძელებს გაფართოებას. ხო მართლა გინდა კიდევ ერთი საფიქრალი მოგცე? უსმინე: მთელი ხილული სამყაროს მატერიის (მტვერი, პლანეტები, ვარსკვლავები, შავი ხვრელები, გაზები) 95.1% შეადგენს შავი ენერგია და შავი მატერია (ლათ. dark matter და dark energy), გასაოცარი თავად ისაა რომ მატერიის ეს სახეობა აფსოლიტურად არაა შესწავლილი, ის ერთი შეხედვით არ რეაგირებს ფიზიკურ გარემოსთან, შეუძლებელია მისი დანახვა ან შეგრძნება. გიჩნდება კითხვა – კი მაგრამ რა გაძლევს საფუძველს იფიქრო რომ ის საერთოდ არსებობს? პასუხი შემდეგია – ხილულია მისი გავლენა სამყაროზე და არა თავად ის. როდესაც ასტრონომები აკვირდებოდნენ შორეულ გალაქტიკებს, მათ აღმოაჩინეს ლინზისებრი ეფექტი გამოსახულებაზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ შავი მატერიის და შავი ენერგიის გრავიტაციული გავლენა აიძულებს სინათლეს რომ გაიმრუდოს და გამოსახულებაც შესაბამისია ტელესკოპებში. ფენომენის აღმოჩენის შემდეგ ნათელი გახდა თუ რატომ ფართოვდებოდა სამყარო.

ამით იმას მინდა გავუსვა ხაზი რომ ადამიანებმა წარმოუდგენლად ცოტა ვიცით, ასე რომ ძნელია ჩვენი მწირი ინფორმაციით ისაუბრო ისეთ ფენომენზე როგორიცაა სიცოცხლე და არსებობა. და აქედან მოდის ჩემი სასოწარკვეთაც, რაც არ უნდა დიდი იყოს ჩემი მონდომება მე განწირული ვარ უმეცრებაზე და შეუძლებელია ჩემი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება რომელიც წარმოუდგენლად დიდია.

Self-creationრაც შეეხება სიცოცხლის არსს, ერთადერთი პასუხი მაქ ამაზე: სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, უბრალოდ არ შეიძლება რომ ასე დამთავრდეს, ჩვენი პიროვნული მე, ჩვენი შეხედულებები, განცდები, ემოციები და მოგონებები, ეს ყველაფერი ინფორმაციაა, მე არ მინდა მჯეროდეს რომ სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ იმდენად სასტიკია რომ ის შლის ჩვენი არსებობის კვალსაც კი სიკვდილის შემდეგ, ამას უბრალოდ აზრი არ აქვს, აქედან გამომდინარე ყველაზე ლოგიკურია იფიქრო რომ სიცოცხლის არსი მდგომარეობს საკუთარი მეს ჩამოყალიბებაში (Self-creation). ჩვენ თავად ვქმნით საკუთარ თავს, ვიძენთ ღირებულებებს და შეხედულებებს, ვიღებთ ინფორმაციას და ვაანალიზებთ საკუთარ როლს, ვაკეთებთ იმას რაც ყველაზე კარგად გამოგვდის და მივდივართ წინ.

თუ ყველაფერი ასეა, საინტერესოა განვითარების რა ეტაპზე ვართ? რა იყო მანამ სანამ ადამიანებად დავიბადებოდით და რა იქნება სიკვდილის შემდეგ? არის თუ არა ეს მაშტაბური ევოლოციური ცვლილება და რა იქნება ბოლოს და არის თუ არა ეს ბოლო საერთოდ? რა არის ამ ყველაფრის მიზანი? თუ ადრე განვითარების სხვა ეტაპზე ვიყავით და ვარსებობდით რატომ არ გვაქ მოგონებები ამის შესახებ? თუ არ გვაქ იქნებ ადამიანი როგორც ჩვენი არსებობის ფორმა მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია? თუ ეს დასაწყისია და მანამდე არ ვარსებობდით როგორია ეს? ვგულისხმობ არ არსებობას? როგორია როცა შენ როგორც ინფომაცია და შენ როგორც მატერია უბრალოდ არ არსებობ? როგორ შეიძლება ეს მდგომარეობა გაანალიზო? არ არსებობის მდგომარეობა? გვექნება კი მოგონებები ჩვენ ამ ცხოვრებაზე განვითარების მომდევნო საფეხურზე? როგორი იქნება ის სამყარო? როგორი კანონები იმოქმედებს და რა გარემო იქნება იქ?

კითხვები… დაუსრულებელი კითხვები, პასუხი ერთ კითხვაზეც კი კიდევ ასობით ახალ კითხვას დაბადებს და ეს გაგრძელდება უსასრულობამდე და ამას ბოლო არ ექნება და სიმართლე გითხრა ეს არაა ცუდი, ეს წინსვლაა და ეს აზრია, ცნობისმოყვარეობა საოცარი შეგრძნებაა, მას მიყავხარ წინ და არ გაძლევს გაჩერების შესაძლებლობას. ბევრი ემოციისგან ეს ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია.

soul evolutionნუ მოკლედ კიდევ ბევრი აზრი ტრილებს… აზრები, კითხვები, განცდები დაუსრულებლად… რამდენი რამ მინდა გითხრა ამის შესახებ, რამდენი რამ უბრალოდ არ მახსენდება და კიდევ რამდენი რამ დაიბადება ხვალ, ზეგ ან თუნდაც ერთი წლის მერე.

იცი გამოთქმა სული სხეულის გახდას ითხოვს? აი ესაა ის განცდა რაც მაწუხებს ეხლა, ბევრი აზრია და ბევრი ემოცია რომელიც გინდა სხვებს გაუზიარო მაგრამ არ არსებობს საკმარისად კარგი გზა ამისთვის, უბრალოდ დრო არაა საკმარისი და არც სიტყვებით შეიძლება ბევრი რამის გამოხატვა. ეს დაახლოებით ისეთივე შეგრძნებაა რომ შეეცადო აღიქვა მეოთხე, მეხუთე და ა.შ. განზომილებები ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების ტვინით. თავად განსაჯე როგორი შეიძლება იყოს მეოთხე განზომილება? როგორია როცა გარემოს აღიქვამ ოთხ განზომილებაში? მაგალითად მონიტორი რომელსაც ეხლა უყურებ და ხედავ, შენი აზრით როგორია ეს სიბრტყე იმათთვის ვინც აღიქვამს მეოთხე განზომილებას? ძნელია ისევ გადმოგცე ის განცდა რაც ეხლა მაქ, და ზუსტად აღვწერო ის გარემო რაზეც მე მაქ საუბარი, მაგრამ ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, იძახიან რომ მწერები აღიქვამენ გარემოს ორ განზომილებაში, ისინი ხედავენ საგნების სიმაღლეს და სიგანეს თუმცა სრულიად ვერ აღიქვამენ მის სიგრძეს. ანუ თუ ეხლა თქვენს წინ არის მონიტორი და მის უკან კიდევ კედელი ან რამე სხვა საგანი, თქვენი ტვინი ისეა მოწყობილი რომ ის ავტომატურად აღიქვამს ამ ორ საგანს როგორც ნივთებს განსხვავებულ პოზიციებზე და სიბრტყეებზე, თქვენ ხვდებით რომ ამ ორ ნივთს შორის არის სივრცე და რომ ეს ერთი სიბრტყე არაა. მაგრამ ჩვენ ამას ვიღებთ ბუნებრივად როგორც ბევრ სხვა გასაოცარ მოვლენას და სულ არ ვფიქრობთ თუ რამდენად კომპლექსურია გარემო. მოკლედ, მწერები და ჩვენ რადიკალურად განსხვავებულ და ამავდროულად ერთსა და იმავე სამყაროში ვცხოვრობთ, გარემო სადაც ჩვენ ვართ ყოველთვის არის ერთი და იგივე , სამყარო არის ისეთი როგორიც ის უნდა იყოს, ის შეიძლება იყოს გასაოცარი უმცირეს წვრილმანებში და ის შეიძლება იყოს ერთფეროვანი, ის შეიძლება იყოს წამოუდგენლად მარტვი და ის შეიძლება ასევე იყოს წარმოუდგენლად კომპლექსური. კიდევ ერთხელ სამყარო არის ის რაც ის უნდა იყოს, ის არ იცვლება და რჩება ყოველთვის იგივე თავისი დროის დინებით და კანონებით, უბრალოდ იცვლება ჩვენი შეხედულებები რომელიც ისევ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ თავად ვქმნით კვლავ ჩვენს სამყაროს იმის მიუხედავად რომ ის არ იცვლება და რეალობა განუწყვეტლივ ერთია, მაინც ჩვენ ვახერხებთ და ვცვლით მას, არა ფიზიკურ დონეზე არამედ აღქმის დონეზე.

understanding dimensions

ჩვენი ინდივიდუალური შეხედულება და დამოკიდებულება სამყაროზე გვაძლევს უნივერსალურ იერსახეს. მაგრამ სასაცილოა როცა ვიღაცა საუბრობს ჭეშმარიტებაზე ან უნივერსალურ ცოდნაზე, საიდან გაქვთ ასეთი დავდაჯერებულობა? რა გაძლევთ საფუძველს იფიქროთ რომ თვქენს ინდივიდუალურ შეხედულებას ბევრი საერთო აქვს იმ ერთადერთ რეალობასთან რომელიც ადამინის აღქმის მიუხედავად რჩება ერთი და იგივე? საიდან მოდის ეს შეხედულება? ალბათ ამაზე ბრძნული გამონათქვამი არ არსებობს: „მე ვიცი ის რომ არაფერი არვიცი“ (ipse se nihil scire id unum sciat) ~ სოკრატე.

მოკლედ, ყველა კანონი, ცხოვრების არსი, იდეა, აზრი და თავად განცდაც კი საფუძველს იღებს ადამიანიდან, ყველა ადამიანი უნიკალურია და ყველა შეხედულებაც ასევე განსხვავებული, ის რასაც ერთი აღიქვამს კარგ საქციელად და სიკეთედ მეორესთვის არის სიბოროტე და პირიქით, იმის მიუხედავად რას ვხედავთ ჩვენ, რეალობა განუწყვეტლივ ერთია და ის არ იცვლის იერსახეს. და ყველაზე სასაცილო ისაა რომ ამ შეხედულებებს ბადებს არსება რომელსაც არ შეუძლია სამი განზომილების იქით სამყაროს აღქმა, ჩვენ ვერ ვხედავთ რელურ სურათს, ჩვენ ვერ ვხედავთ მასთან მიახლოებულ სურათსაც კი, აი ესაა უსუსურობის განცდა, რაც უფრო უღრმავდები დეტალებს მით უფრო ნათლად ხედავ თუ რამდენად პატარა ხარ და რამდენად მცირეა შენი როლი და რამდენად სასაცილოა შენს მიერ გაკეთებული დასკვნები. ირონიაა არა? რაც არ უნდა ბევრი ცოდნა შეიძინო ადამიანმა მიხვალ დასკვნამდე რომ – „მე ვიცი ის რომ არაფერი არვიცი“.

I know that I know nothing

ის: მდა… იცი კითხვა რომელიც მე დაგისვი თავიდან, ცხოვრების არსის შესახებ? შენმა პასუხმა დიდად არ დამაკმაყოფილა, არა ეს სწორი სიტყვა არაა, არათუ არ დამაკმაყოფილა არამედ პირიქით უფრო მეტი კითხვა გამიჩინა, მაგრამ ამავდროულად შენი სიტყვებით თუ ვიმსეჯელებთ დასკვნა შემდეგია რომ, რაც არ უნა ბევრი ვისაუბროთ ჩვენ ამაზე, სწორ პასუხს მაინც ვერ მივიღებთ. მაშინ რაშია საუბრის აზრი და დებატები? რატომ განვიხილავთ ამა თუ იმ თემას და რატომ ვკამათობთ საერთოდ?

მე: გააჩნია საუბრის თემას და დებატებს, თუ ორი ადამიანი კამათობს გემოვნებაზე აქ არაა საჭირო დიდი ჭეშმარიტების ძებნა და აქ რეალურად არც არის აბსოლიტური რეალობა, ეს არის ადამიანების მიერ მოფიქრებული გარემო – გემოვნება და მასზე კამათის შემთხვევაში მტყუანი და მართალი არ არსებობს ორივე მხარე მართალია თავიანთი იდივიდუალური გადასახედიდან. მეორე ფაქტორია რატომ ცდილობენ ისინი რომ დაარწმუნონ საპირისპირო მხარე თავიანთი შეხედულებების სისწორეში? ალბათ ეს ამპარტავნებაა და ეგო, რომ მათი შეხედულება არის გამორჩეული და ყველა ასე უნა ფიქრობდეს. ისევ მეცინება, თუ შენ რაღაცა მოგწონს და აკეთებ ამას განა საკმარისი არაა ის რომ იღებ სიამოვნებას შენი საყვარელი საქმიდან? რისთვისაა საჭირო რომ სხვა დაგეთანხმოს ამაში ან რატომ უნდა გადაარწმუნო ის how something appears is always a matter of perspectiveთავისი შეხედულებებიდან? სულ სხვა თემაა როცა ეს ეხება მორალს და ქცევის ნორმებს, არიან ადამინები რომლებსაც ბოროტი ქმედებები ანიჭებს სიამოვნებას, შენი აზრით უნდა შევეცადოთ თუ არა რომ ისინი გადავარწმუნოთ? როგორი ზომები უნდა მივიღოთ მათ წინააღმდეგ? და არის თუ არა ბოროტება როგორც ქცევის ფორმა გემოვნების საკითხი? არსებობს ამ თემაში უნივერსალური რეალობა? და აქვს თუ არა აზრი დებატებს ამ შემთხვევაში?

ის: რათქმაუნდა ზომები უნდა მივიღოთ და ვფიქრობ ამ გარემოში დებატებს აქვს აზრი, მაგრამ მე მეგონა რომ შენ თვლიდი რომ კამათი უაზრობაა და ჩვენი მწირი ცოდნიდან გამომდინარე ჩვენ ვერ ვიპოვით აფსოლიტურ რეალობას და კვლავ ინდივიდუალური შეხედულება შეგვიშლის ხელს, განა ჩვენ არარაობა არა ვართ (იცინის).

მე: კი ჩვენ არარაობა ვართ, მაგრამ რაც არ უნდა ხშირად ვიმეოროთ ეს, შინაგანი მე და ქვეცნობიერება მაინც არ აღიარებს ამას, აქიდან გამომდინარე ჩვენ ვიღებთ კანონებს და ვთვლით რომ ისინი უნივერსალურია და ისინი ჭეშმარიტია, ჩვენ ვუჭერთ მათ მხარს და ვამოქმედებთ მათ ბოროტი ხალხის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიძახი, გემოვნებაში არ არსებობს აფსოლიტური რეალობა, ის ყოველთვის მართალია იმის მიუხედავად თუ როგორი იერსახე აქ მას. თუმცა კითხვა მაინც მაქ რა არის ბოროტება? არის ეს რამე უნივერსალური თუ ადამიანმა თავად შექმნა ის? რაშია ბოროტების აზრი და მიზანი? რატომ არიან ზოგი ბოროტები და ზოგი კეთილები? და რატომ არიან უმეტეს შემთხვევაში (თუ ყოველთვის არა კიდევ) ერთდროულად ორივე?

illusionის: ისეთ კითხვებს სვამ რომლებზეც იცი რომ პასუხს ვერასოდეს მიიღებ, სიამოვნებას განიჭებს უმეცრების განცდა? არა პირადად შენი არა Homo sapiens – ის უმეცრება.

მე: არ ვიცი რა გიპასუხო, არ ვიცი რა ვიფიქრო და არც ის არ ვიცი რა იქნება მერე, ვერ ვგრძნობ სიამოვნებას ჩემს უმეცრებაში ისევე როგორც ვერც ტრაგედიას ვხედავ აქ, ჩნდება უსუსურობის განცდა, ხანდახან სასოწარკვეთა და ხანდახან განცვიფრება. რომელი მიდგომაა აქიდან სწორი? თუ ყველა სწორია? რა ითვლება უნივერსალურ რეალობად და რა გემოვნების საკითხად? სად აქვს განხილვას აზრი? და სად არა?

იცი თუ ჩვენი სამყაროს აღქმა ილუზიურია და რეალობის დანახვის მცირე შანსიც არ გვაქ რატომ არ მივცეთ გასაქანი ფანტაზიას და უბრალოდ შევეცადოთ ვიყოთ ბედნიერი? თუნდაც მოტყუებით მაგრამ მაინც ბედნიერი? ტკივილი და სასოწარკვეთა საიმედოდ დავმალოთ ცრუ ღიმილის მიღმა და მოვატყუოთ საკუთარი თავი რომ ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კარგად იქნება?

ის: შენმა სიტყვებმა გული დამიმძიმა, თვლი რომ ამდენად უბადრუკია ჩვენი მდგომარეობა?

მე: მე ვთვლი რომ უცოდინარობა განსაკუთრებით ცუდი გარემო არაა, რათქმაუნდა თუ შენ დაიბადე უსასზღვრო ცნობისმოყვარეობით ეს ტრაგიკულია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა უსასზვრო პასუხ-გაუცემელი კითხვები, მათ გარეშე რა აზრი აქ ცხოვრებას? უბრალოდ იარსებო და იყო წინსვლის გარეშე? თუ შენი ცნობისმოყვარეობა ბოლომდეა დაკმაყოფილებული რა გიბიძგებს წინ? რა გამოძრავებს? არ ვიცი, ხანდახან ჩემ თავს ვეწინააღმდეგები მაგრამ რა არის ამაში გასაკვირი? მეც ხომ ადამიანი ვარ? ნუთუ შენ ელოდები რომ ჩემგან მიიღებ უნივერსალურ რეალობას? განა მე არ მაქ ინდივიდუალური შეხედულებები რომლებსაც შეცდომაში შევყავარ?

ის: და მართლაც რას ველოდები შენგან? ან რას ველოდები სხვისგან? მემსის ეხლა რატომაც ხარ უიმედო და ამავდროულად ბედნიერიც. ეს მდგომარეობა მართლაც საინტერესოა და ასევე სასაცილოც. ფანტაზიაზე ამბობდი რაღაცას, რომელია შენი ყველაზე უცნაური ფანტაზია?

less brain more happiness

მე: ჰმ… აი უსმინე, ჩვენ ვცხოვრობთ უზარმაზარი ცოცხალი არსების შიგნით, ეს არის ორგანიზმი სადაც აფსოლიტურად ყველაფერი ერთმანეთანაა დაკავშირებული და არ ვიცი როგორ განვიხილო ეს გარემო, განვიხილო ეს უჯრედულ დონეზე თუ მოლეკულური სტრუქტურის დონეზე, ანუ ჩვენ ვცხოვრობთ გიგანტური უჯრედების გარემოში თუ ყველაფერი უფრო მაშტაბურადაა და ეს გარემო არათუ უჯრედული არამედ მოლეკულური სტრუქტურის დონეზეა?

ის: გინდა თქვა რომ, მაგალითად ჩვენი პლანეტა მოლეკულაა ან გიგანტური უჯრედი და ჩვენ მასზე ვხოვრობთ?

imaginationმე: არა არა, ყველაფერი უფრო რთულადაა, არა პლანეტა არამედ გალაქტიკაა მოლეკულის ან უჯრედის ანალოგი ან რამე უფრო მცირე ნაწილაკის, იქნებ მოლეკულა არაა უმცირესი ნაწილაკი სამყაროში და არც პროტონი, ნეიტრონი ან ელექტრონი, იქნებ ეს ნაწილაკები კიდევ უფრო პატარა ნაწილაკებისგან შედგება და ასე უსასრულოდ?

ის: ხოოო…. ვერაფერს იტყვი, მე განზომილებებიდან ასეთი ფანტაზია მაქ, ჩვენგან მარცხნივ ან მარჯვნივ არა აქვს არსებითი მნიშვნელობა ეხლა სულ სხვა სამყაროა, სხვა არსებებით რომლებიც არსებობენ და აღიქვამენ ბევრ განზომილებას და ჩვენ მათ უბრალოდ ვერ ვხედავთ და არ გვაქ კონტაქტი მათთან, მაგრამ ისინი გვხედავენ ჩვენ და ალბათ ვებრალებით.

მე: შესანიშნავია, მდიდარი ფანტაზია კარგია, იცი ნათქვამია უმცირესი დეტალები ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმეო, ფიქრობ ხოლმე ისეთ რაღაცეებზე როგირცაა მაგალითად… აი აიხედე ზევით რას ხედავ?

ის: ცას

მე: მეც ცას ვხედავ მაგრამ ის სხვანაერია, ანუ უბრალოდ ცა არაა, თუ გაიხედები ლურჯი ფერის მიღმა რომელსაც ჟანგბადი ქმნის დაინახავ ვარსვლავებს, გონებაში ხვდები რომ ეს ვარსკვლავები ქმნის გალაქტიკას, გალაქტიკები ქმნიან სამყაროს სტრუქტურას და ეს სტრუქტურა იქნებ კიდევ რაღაცა უფრო დიდის ნაწილია? რომ შეგეძლოს ამ საერთო სურათის ძაან შორიდან, არა უფრო სწორად გვერდიდან შეხედვა ნეტა რას დაინახავდი? როგორი სტრუქტურა იქნებოდა? იცი სანამ ეხლა ვსაუბრობთ და ადგილიდან არ ვიძვრით რეალურად ვმოძრაობთ წარმოუდგენელი სიჩქარით.

ის: რანაერად?

brain cell and universeმე: აი ასე: დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო, მზე მოძრაობს გალაქტიკის ცენტრის მიმართ, სუპერ მასიური შავი ხვრელის გარშემო და თავად გალაქტიკა რისი მიმართ მოძრაობს კიდევ და რამდენად შორს მიდის ეს ციკლი არავინ არ იცის. რეალურად ერთ ადგილზე არასოდეს არ ვდგავართ და ყოველთვის ვმოგზაურობთ ისე რომ არც კი ვაცნობიერებთ ამას.

ის: Mind-blowing!

მე: ხო ასეა, სასწაული უმცირეს დეტალებშია და ყოველდღიურ ცხოვრებაში, უბრალოდ აღქმა უნდა შეგეძლოს.

ის: უსასზრულობაზე რა აზრის ხარ?

მე: მაშინებს ის და ამავდროულად მაოცებს.

ის: რატომ?

მე: შეხედე, თუ სამყარო უსასრულოა როგორც რიცხვი π, შენი აზრით რას ნიშნავს ეს?

ის: ალბათ იმას რომ ვერასოდეს ნახავ სამყაროს კიდეს, ზღვარს რომლის მიღმაც არ არსებობაა, ანუ იქ არ არის არც დრო, არც მატერია და არც სივრცე.

მე: ხო ეგეც მაგრამ გარდა ამისა, ეს ნიშნავს იმას რომ რამდენად წარმოუდგენელი სცენარიც არ უნდა შექმნა უსასრულო სამყარო ამას გაიმეორებს უსასრულოდ ბევრჯერ მიუხედავად იმისა თუ რამდენად მცირეა ამის შანსი.

ის: შეგიძლია რამე მაგალითი მოიყვანო? ძნელია ასე გაგება რას გულისხმობ.

მე: აი შეხედე, შენ როგორც პიროვნება, რეალურად ხარ აწყობილი მოლეკულებისგან და განსხვავებული მოლეკულური წყობა ქმნის შენს უნივერსალურ იერსახეს. რამდენია იმის შანსი რომ სადღაც გარემო პირობებმა ჯერ შექმნა სიცოხლისთვის საჭირო პირობები, მერე ევოლუციური ცვლილებების შედეგად ადამიანის მაგვარი არსება, გონებით და ინტელექტით და მერე ამ არსებებიდან ერთ-ერთი ზუსტად იმეორებს შენი სხეულის მოლეკულურ სტრუქტურას აფსოლიტურად იდენტური წყობით და არამარტო გარეგნულად არამედ აფსოლიტურად იდენტური მოგონებებით, ქცევებით და აზრებით და ისინი ჩვენი ანალოგები სადღაც შორს განიხილავენ ეხლა ზუსტად ამ თემას და საუბრობენ ზუსტად ისე როგორც მე და შენ ეხლა. რამდენია ამის შანსი? ვთქვათ 0,00000000000000000000000001% თითქმის ნოლი, ანუ ამის შანსი არის ძალიან მცირე ხომ?

ის: კი ასეა, მე ვიტყოდი რომ ეს შეუძლებელიც კია.

The Life of Pi

მე: მაგრამ თუ სამყარო უსასრულოა და საზღვარი არ აქვს, რიცხვი 0,00000000000000000000000001% ძალიან დიდია, არათუ დიდი ის უსასრულოდ დიდია, ეს პიროვნების კოპირება გამეორდება ისევ და ისევ ულევად, შენი ასლები ყოველთვის იქნება უსასრულოდ ბევრჯერ, თუ შეძლებ საკმარისად დიდი მანძილის გავლას შენ უეჭველი ნახავ შენს ორეულს, იდენტური გარემოთი და მოგონებებით იმ სამყაროში რომელიც უსასრულოა ეს შანსი ისევ და ისევ გამეორდება და ამას ბოლო არ ექნება. და ასევე შანსი იმისა რომ სადღაც შენ მიხსნი ამას მე და არა პირიქით მე ამას და კიდევ ბევრი სხვა ფანტასტიკური სცენარი. შესაძლებლობებს პირდაპირ ლიმიტები არ გააჩნია.

ის: გასაგებია, ვხვდები რასაც ამბობ და აზრსაც ვხედავ ამ ყველაფერში, ნაგრამ დაჯერება მაინც მიჭირს.

მე: საინტერესოა არა სამყარო, რამდენ რამეზე შეიძლება იფიქრო და რამდენი რამე შეიძლება დაინახო.

ის: მართლაც….