Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

კაცობრიობის წარსულის შეცდომები

გადაიტანა თუ არა კაცობრიობამ წარსულში ბირთვული ომი? კითხვა ერთი შეხედვით შეიძლება ფანტასტიკის ნაყოფი გეგონოთ, მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრებმა ინდოეთში ნათლად აჩვენა მასობრივი განადგურების იარაღის ზემოქმედების კვალი. ასევე არსებობს ჩანაწერები სადაც ნახსენებია სხვადასხვა სახის საფრენი ხელსაწყოები და ასევე თანამედროვე ტიპის იარაღები. ჩნდება მოსაზრება რომ კაცობრიობა წარსულშიც არაერთხელ იყო განვითარების ზენიტში და მისსავე უმეცრებით ბრუნდებოდა გამოქვაბულში. ადამიანებს ჩვევად ექცად გამოიყენონ უახლესი ტექნიკური და სამედიცინო მიღწევები უპირველეს ყოვლისა სამხედრო თვალსაზრისით, რაც დამღუპველად მოქმედებს გარემოზე და თავად ადამიანთა მოდგმაზე, როგორც ჩანს ეს თანდაყოლილი კაცობრიობის დეფექტი წარსულშიაც აქტუალური იყო.

ეს სავსებით ხსნის ატლანტიდის ფენომენს და სხვა ცივილიზაციების უზადო ცოდნას არქიტექტურაში და ასტრონომიაში(საუბარია მაიას ტომზე, ეგვიპტეზე და სხვა განვითარებულ ცივილიზაციებზე რომელთა ცოდნა დროს უსწრებდა არაერთი საუკუნეთი). დავუბრუნდეთ კვლავ გათხრებს ინდოეთში, არქეოლოგებმა წარსულში განადგურებული ქალაქის გათხრებისას აღმოაჩინეს დამდნარი თიხა მიყვანილი კრისტალურ სტრუქტურამდე(ფაქტიურად მინა) და მათ ასევე ნახეს დამდნარი მტკიცე ქანები რომელთა ლღობის დნობა გაცილებით მაღალ ტემპერატურებზე ხდება ვინემ ვულკანური წარმოშობის ლავაა. მსგავსი სახის დამდნარი მტკიცე ქანები ფაქტიურად მიმოყრილი იყო მთელი ქალაქის ტერიტორიაზე(მსგავსი სურათი შეიძლება იხილოთ ბირთვულ პოლიგონებზე, სადაც ადრე ხდებოდა მასობრივი განადგურების იარაღის გამოცდა, მსგავს ადგილებში 1–1.5 სანტიმეტრი სისქის გამდნარი მინა რჩებოდა დიდი მაშტაბებით), ასევე ადამიანთა ძვლებში რადიაციის ფონი ნორმას აჭარბებდა ასჯერ, მტკიცებულებები უდავოა და ამ მტიკიცებულებებს როგორც ზემოთ ავღვნიშნე ამყარებს ისტორიული ჩანაწერები რომელთა მოძიება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ინტერნეტის გამოყენებით. ასევე მინდა შემოგთავაზოთ საკმაოდ საინტერესო დოკუმენტალური ფილმი რომელიც გახდა საფუძველი ამ სტატიისა(ფილმი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ), ფილმი დეტალურად განიხილავს ყველა ზემოთ მოხსენებულ ფაქტს და გიჩვენებთ მოსაზრებებს რომლებიც შეადგინეს კომპეტენტურმა მეცნიერებმა და არქეოლოგებმა.

ყველაზე მთავარი არის ის თუ რა დასკვნას გააკეთებს კაცობრიობა ამ ყველაფრისგან? გავითვალისწინებთ თუ არა ჩვენ წარსულის შეცდომებს? თუ გავიმეორებთ მათ კვლავ და ექნება თუ არა ამ ყველაფერს ციკლური სახე სადაც დასასრული არ ჩანს? მომავალი ჩვენს ხელთაა და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ისტორიის სპირალური განვითარების გარდასახვა შეკრულ წრედ.
ცოდნა მორალისა და სიკეთის გარეშე არამარტო უსარგებლოა არამედ დამღუპველიც