Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

f1

ყველაფერზე და არაფერზე

ignoranceარსებობს კი ეროვნება? სხვადასხვა ქვეყნები? საზღვრები? არსებობს ადამიანებს შორის ფუნდამენტალური სხვაობა? რატომ ხდება ისე რომ ზოგი ადამიანი ადვილად იგებს სხვის ტკივილს, სხვები კიდევ სრულიად აშკარა დეტალებს ვერ ამჩნევენ? ის რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენლად მარტივი და ადვილია, სხვებისთვის სრულიად შეუძლებელი აღსაქმელია. ადვილია ილუზიას აყოლა და აბსტრაქტული ფასეულებებით ცხოვრება? სად დავუშვით შეცდომა და რა იწვევს ამ განცდებს რომელიც გამუდმებით გეუბნება: რაღაცა არასწორად მიდის, სადღაც ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაერად დასრულებულიყო? შეიძლებოდა რამე რეალურის და ღირებული კეთება? რა გაიძულებს წინ იმოძრავო? როგორ ფიქრობ რაშია მიზანი? საიდან დაიწყო ყველაფერი? და როგორი დასასრული იქნება? რა იყო მანამდე და რა იქნება შემდეგ? თუ ჯანდაბას ყველაფერი და დღევანდელი მომენტით ვიცხოვროთ, იგნორირება გავუკეთოთ იმას რასაც ვერ ვწვდებით და გავაგრძელოთ არსებობა ყველაფრის მიუხედავად, შევიძინოთ ისეთი ფასეულობები და მიზნები რომლებიც ადვილი მისაღწევია. რაშია სიცოცხლის ფუნდამენტალური აზრი, რატომ ხართ, რისთვის, რატომ მიდიხართ წინ, დღის ბოლოს რითი ამართლებთ თქვენს არსებობას?

პატარა კომფორტული სამყარო, ჩვენი კომფორტული ზონა სადაც ყველაფერი კარგადაა, ვიბადებით, ვსწავლობთ, ვმუშაობთ, ვქმნით ოჯახს, ვმრავლდებით, ვბერდებით და ვკვდებით. ყველაფერი დალაგებულია, ყველაფერი მარტივია, მივყვებით გეგმას რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ვიცავთ ტრადიციებს არ ვსვავთ ზედმეტ კითხვებს, ვფიქრობთ ცოტას, ვლაყბობთ ბევრს, ვლაყბობთ ყველაფერზე და ყველაზე, განვიხილავთ სხვის ცხოვრებას, მათ ღირებულებებს და შეხედულებებს, ვპოულობთ ნაკლს სხვებში, განმასხვავებელ ნიშნებს, დავცინით მათ ვინც ჩვენსავით არ ფიქრობენ რადგან ისინი უსათუოდ ცდებიან, ჩვენ ვართ ყველაფერი, ჩვენი მიღწევები ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია და უსათუოდ დიადი. რაც მეტ ნაკლს ვნახულობთ სხვებში მით მეტად იზრდება ჩვენი თვითშეფასება, რა სასიამვნოა სხვების განხილვა და განსჯა, არა?

comfort zone

გსიმოვნებთ ის რასაც აკეთებთ? რა არის თქვენი ჰობი? ინტერესის სფერო? შეგიძლიათ დამისახელოთ ათი მიზანი რომლის მიღწევაც გსურთ? და ათი ნაბიჯი რომელიც გააკეთეთ ამ მიზნის მისაღწევად? ცვლის თუ არა თქვენი ქმედებები სხვათა ცხოვრებას უკეთესობისკენ? არის თუ არა თქვენი სამსახური საინტერესო და რეალური შედეგების მომტანი?

იცი მე მაინც მგონია რომ მედიცინა ჩემი სფერო არ არის, წარმოდგენა არ მაქ იქ რა უნდა ვაკეთო – რა თქმა უნდა არ იცი, შენ ხომ არასოდეს გიმეცადინია ამ საკითხში!

იცი წერა არ გამომდის, არადა იდეები მაქ რომელიც მინდა სხვებს გავუზიარო, ალბათ წერა ჩემი არ არის – რა თქმა უნდა არ გამოგდის, შენ ხომ არც არასოდეს გიცდია რამე დაგეწერა!

იცი არამგონია რომ პრგრამირება შევძლო, რთული საკითხი ჩანს და ალბათ არ გამომივა – რა თქმა უნდა არ გამოგივა თუ არ სცადე!

life with hobby
იმისათვის რომ რამე ღირებულს მიაღწიო საჭიროა ჯერ დაისახო მიზანი რომელიც განპირობებულია შენი ინტერესის სფეროთი, ზოგი იბადება ამ განსაზღვრული ინტერესის სფეროთი, ზოგი ცხოვრების მანძილზე პოულობს მას, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იპოვე ის რაც გაინტერესებს და გსიამოვნებს, დაისახე მიზანი და ბოლომდე განთავისუფლდი შენი კომფორტული ზონისგან და გააგრძელე მცდელობა რათა იცხოვრო მიზნით და არა უბრალოდ მიყვე მდორე დინებას. იბრძოლე, იმოძრავე, დაუშვი შეცდომა, მიიღე გამოცდილება, იზრუნე სხვებზე, გააკეთე რამე რეალური, შედეგიანი და გამორჩეული.

negative thinkingსიყალბე, მარაზმი, სასოწარკვეთა, ზიზღი, სიძულვილი, შიში, ქაოსი, ნეგატიური აზროვნება, მოწყენილობა, ყოველდღიური რუტინა, მეზარება საუბარი და რაშია აზრი? რისთვის დავხარჯო ენერგია? შედეგი მაინც არ იქნება, უმჯობესი იქნება თუ ყველაფერი ისე დარჩება როგორც არის, დიდი რამე აქამდეც ასე იყო ყველაფერი, რატომ უნდა ავიტკივო მე თავი?

საინტერესოა როგორი იქნებოდა სამყარო თუ ყოველი ნეგატიური მოვლენა და გადაწყვეტილება ვიზუალურ ეფექტს შეიძენდა? გაიზრდებოდა ადამიანების პროდუქტიულობა? მორალი? ჰმ…

შეიძლება ბევრი ისაუბრო ადამიანმა, გადმოშალო შენი დადებითი აზრები, სურვილები და ჩანაფიქრები, დღის ბოლოს ეს ყველაფერი ერთი დიდი ნაგვის გროვა იქნება თუ რეალური, არა უფრო სწორად მატერიალური ფასეულობებით არ იქნება დაგვირგვინებული, რამე ისეთის რაც შეიძლება შეჭამო, ჩაიცვა ან ატარო, წარმოაჩინო შენი კეთილდღეობა და იამაყო ამით. დღის ბოლოს შენი სული ეშმაკის გარდა არავის არ აინტერესებს, სულ ყველას მიუფურთხებია შენი მდიდარი და პოზიტიური შინაგანი სამყაროსთვის!

earth is bleeding

რომელია ყველაზე ძვირადღირებული ვირტუალური სამყარო? არა არა, მას თქვენ კომპიუტერში ვერ ნახავთ ის თქვენს გარშემოა, მიმოიხედეთ, თქვენი ქვეყანა და სხვა მრავალი მსგავსი კიდევ, ვირტუალური ხაზი რუკაზე, რომელიც არ არსებობს და რა არის მისი მთავარი როლი? განასხვავოს ხალხი ერთმანეთისგან, განაცალკევოს ისინი,რაც ხშირად ცუდად მთავრდება, ომი, ეკონომიკური ბლოკადა, გაუგებრობა, ა.შ. საინტერესოა რამდენი იხარჯება ამ ვირტუალური საზღვრის შენარჩუნებაში? თუმცა აქ უფრო ძვირადღირებული საფასურებიც არსებობს მატერიალურის გარდა, ადამიანის სიცოცხლე.

დაყავი და იბატონე, ვინ ბატონობს ამ შემთხვევაში? მოგებას ვინ ნახულობს? hint hint*

profit is more important than natureსამყარო საბოლოოდ შეიშალა, სიგიჟემ მოიცვა ყველაფერი, ფინანსური მოგება უფრო მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე გარემო, ბანკირები უფრო მეტად ფასობენ ვიდრე ინჯინრები, ექიმები და გამომგონებლები, ხელისუფლება ხოცავს თავიანთ ხალხს, აბრალებს ამ ყველაფერს ტერორისტებს და იძენს ომის საბაბს რომელიც როგორც აღმოჩნდა ძაან მომგებიანია სხვადასხვა კორპორაციებისთვის (9/11), საღი აზრი იშვიათობაა და მიიჩნევა უცნაურობად, მაღალი მორალი დასაცინია, ამორალურობა მისასლმებელი და მისაბაძი, ფინანსური სტრუქტურები ქმნიან ეკონომიურ კრიზის და მდიდრდებიან ამით, სტრესის დონე იმატებს, ძალადობა, მკვლელობა და ომი ჩვეულებრივი მოვლენაა ტელევიზიაში, თავისუფლება დღეს ეს არის… და რა არის თავისუფლება?

…და რა იწვევს ამ განცდებს რომელიც გამუდმებით გეუბნება რაღაცა არასწორად მიდის, სადღაც ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაერად დასრულებულიყო?