
შეგვიძლია თუ არა ჩვენ დღესვე უარის თქმა ნამარხ საწვავზე? პასუხი ამ კითხვაზე გასცეს მსოფლიო დონის წამყვანმა მეცნიერებმა და მიუკერძოებელმა ანალიტიკოსებმა. სავსებით შესაძლებელია ნავთობსა და სხვა ნამარხ საწვავ საშუალებებებზე უარის თქმა და ენერგიის მოპოვება გაცილებით უსაფრთხო წყაროებიდან ისეთებისგან როგორებიცაა ქარი, ზღვის მოქცევა, მზის ენერგია და გეოთერმული წერტილები. ხოლო თუ თქვენ გაინტერესებთ რიცხვები და სტატისტიკა მაშინ იცოდეთ რომ ენერგიის ის დოზა რომელსაც ჩვენ ვიღებთ მზისგან 1 საათის განმავლობაში ეკვივალენტურია მთელი პლანეტის მიერ 1 წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიისა, თუ ჩვენ მოვახერხებთ და ამ ენგიის თუნდაც 1/100 – ს შევაგროვებთ მაშინ კაცობრიობას არასოდეს დასჭირდება ნავთობის მოხმარება. ეს არ არის რაღაც ნაბოდვარი ან ფანტასტიკის ნაწილი, ტექნოლოგიები რომლებიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია მზის ელემენტების შექმნისა და მათი ეფექტურობის განვითარებისათვის საკმაოდ მაღალ დონეზე დგას. საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ასევე ქარის მეშვეობით გამომუშავებულ ენერგიას, 2007 წელს ამერიკის დეპარტამენტმა დადო დასკვნა რომლის მიხედვითაც თუ ამერიკის 3 შტატში დაიწყებდნენ ქარის ენერგიის გამომუშავებას
ეს სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისთვის რომ ენერგიით უზრუნველყოფილი ყოფილიყო მთელი სახელმწიფო. ზღვის მოქცევა – ამ შემთხვევაში იყენებენ ტალღების მოძრაობისგან გამომუშავებულ ენერგიას, თუ დიდი ბრიტანეთი გამოიყენებს ტურბინების განლაგების ტექნოლოგიას და აამუშავებს მას ცნობილ 42 შესაბამისს რაიონში გამომუშავებული ენერგია დაფარავდა ქვეყნის მოხმარების 1/3 ს. თუ თქვენ აიღებთ და ზღვის მოქცევისგან გამომუშავებულ ენერგიას მისცემთ გლობალური მაშტაბის სახეს მაშინ მას თავისუფლად შეუძლია კაცობრიობის მიერ მოხმარებული ენერგიის 50% ის დაფარვა. ზემოთ ჩამოთვლილი ტექნოლოგიების კომბინაცია სრულიად საკმარისია იმისათვის რომ უზრუნველყოს მთელი კაცობრიობის მოთხოვნა. ასევე არსებობს გეოთერმული წყაროები რომელთა პოტენციალი აჭარბებს ყველა დანარჩენს, ამ შემთხვევაში ენერგია მიიღება დედამიწის სითბოს უტილიზაციისა და წყლის გამოყენების საშუალებით. მასაჩუსეთსის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა დადო დასკვნა რომლის მიხედვითაც კაცობრიობას შეუძლია გამოიმუშავოს 13000 ZJ სუფთა ენერგია მხოლოდ გეოთერმული წყაროებიდან და დამატებით 2000 ZJ ენერგია გარკვეული ტექნოლოგიების განვითარებისას. არ გაინტერესებთ რამდენ ZJ ენერგიას იყენებენ დედამიწის მთელი სახელმწიფოები ერთად აღებული? 0.5ZJ…
ეს იმას ნიშნავს რომ 4000 წლის მანძილზე კაცობრიობას შეუძლია გამოიყენოს სრულიად სუფთა ენერგია გარემოს დაბინძურების გარეშე და იმდენად რამდენადაც დედამიწის სითბო მუდმივად განახლებადია გეოთერმული წყაროების გამოყენება შესაძლებელია უსასრულოდ.ამ ტექნოლოგიების შესახებ ცნობილია წამყან სამეცნიერო წრეებში და ამის შესახებ იციან მსოფლიო ლიდერმა ქვეყნებმაც მაგრამ ისინი არ ზრუნავენ ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე და მის გამოყენებაზე რადგან ეშინიათ არსებული გეო–პოლიტიკური წყობის შეცვლის და ძალაუფლების დაკარგვის.