
გიფიქრიათ ოდესმე იმაზე თუ რა არის ეროვნება, რას ნიშნავს როცა ხალხი იძახის მე ქართველი ვარ, მე რუსი ვარ, მე ჩინელი ვარ და ა.შ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების მიერ მოფიქრებული მორიგი იარლიყია რომელსაც ისტორიის მანძილზე სისხლისა და განადგურების მეტი არაფერი არ მოუტანია. თავად ეროვნება და ქვეყნის საზღვრები ჩაისახა შორეულ წარსულში, იმდენად რამდენადაც ხალხი იყო ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრზე დაშორებული მათ არ ჰქონდათ ერთმანეთთან აქტიური კავშირის შესაძლებლობა, ისინი ვითარდებოდნენ განსხვავებულად და იძენდნენ განსხვავებულ ღირებულებებს. თუმცა რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას ჩვენ ყველანი ერთნაერები ვართ, ჩვენი სხეულები და ყოველი ატომი მათში შექმნილია ვარსკვლავთა მტვერისგან. მე მესმის ის რომ ხალხისთვის ძნელი იქნება საერთო ენის გამონახვა და მათი სანუკვარი ქვეყნის საზღვრების წაშლა, მაგრამ თქვენ უნდა გაიაზროთ რომ ეს გარდაუვალია და აუცილებელი. თუ ადამიანები შეძლებენ და თავიანთ თავში იპოვიან ძალას უარი თქვან საზღვრებზე, და იცხოვრონ ერთმანეთის გვერდი გვერდ აღარ იქნება შეიარაღებაზე მილიარდების ხარჯვა საჭირო, ხალხი აღარ იცხოვრებს ომის დაწყების შიშის ქვეშ და მთელი რესურსი იქნება მიმართული მედიცინისა და სამომხმარებლო ტექნოლოგიების განვითარებაზე. ავიღოთ ამერიკის მაგალითი: მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად ხარჯავენ 500 მილიარდ დოლარს შეიარაღებაზე, თუ თქვენ აიღებთ სხვა ქვეყნების ხარჯებს და შეაჯამებთ მიიღებთ კოლოსალურ თანხას და რესურსს რომლის მიმართვა მედიცინაში და ნავთობის შემცვლელი ტექნოლოგიების განვითარებაში მოგვცემდა ფანტასტიკურ შედეგებს, ასევე სავსებით რეალურია სიღარიბისა და შიმშილის მოსპობა მთელს პლანეტაზე. დღევანდელი საზოგადოება მეტ ნაკლებად მზადაა მიიღოს მსგავსი გლობალური მაშტაბის ცვლილებები, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ გაერთიანებას და 1 სახელმწიფოს პრინციპით ცხოვრებას ადრე თუ გვიან გადავშენდებით. დღეს ჩვენ ვდგავარდ განვითარების ყველაზე სახიფათო საფეხურზე, არ იქნება არანაერი მომავალი და განვითარებული ცივილიზაცია თუ არ დავიწყეთ გლობალურად აზროვნება, თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე ან რუსეთის თქვენ ხართ პლანეტა დედამიწის მოქალაქე და თქვენი ბედი მტკიცედ არის გადაჯაჭვული სხვა ნაციებთან. გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ერთობაშია, ჩვენ მოგვიწევს ბევრ რამეზე უარის თქმა მაგრამ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ეს ჩემი შეხედულებაა, იმისათვის რომ თემა უფრო დახვეწილი გახდეს გთხოვთ დაწეროთ თქვენი აზრი რათა გამოვნახოთ ალტერნატიული გზები სამყაროს შესაცვლელად ან უკვე არსებული გზები განვავითაროთ.
“სამყარო ჩემი ქვეყანაა და ჩემი რელიგია არის სიკეთის კეთება” – Thomas Paine.