Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

f6

ინდიგო ბავშვები

ალბათ გაგიგიათ ყურისმოკვრის დონეზე მაინც ინდიგო ბავშვების შესახებ, ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ამ ფენომენის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ასევე მოგაწოდოთ აზრი მათი არსებობის მიზეზებზე. სიტყვა ინდიგო ლურჯ ფერს აღნიშნავს მაგრამ უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ ეს არის გარდამავალი ფერი ლურჯსა და იასამნისფერს შორის. პირველად ინდიგო ბავშვების არსებობა შეამჩნიეს ამერიკაში 1982 წელს, ამაზე ალაპარაკდა ერთ–ერთი ექსტრასენსი სახელად ნენსი ენ ტეპი, ის ამტკიცებდა, რომ ბავშვებს უკვე განსხვავებული აურა ქონდათ, მასვე ეკუთვნის იდეა დაერქვათ ახალი თაობის ადამიანებისთვის ინდიგო ბავშვები.

ინდიგო ბავშვებს ასევე ეძახიან ხოლმე ვარსვლავურ ბავშვებს ან კრისტალის შვილებს, ისინი გამოირჩევიან ინტუიციის გამახვილებული გრძნობით ასევე მათი ინტელექტი საკმაოდ მაღალია, არსებობს მოსაზრება რომ ინდიგო ბავშვებს შეუძლიათ ერთმანეთთან ქვეცნობიერად, ტელეპათიური კავშირის დამყარებაც. ინდიგო ბავშვებისათვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიული არსებობა, ბევრ მათგანს მატერიალური სიმდიდრეების მიმართ დაინტერესება საერთოდ არ აქვთ, მათ არ ანაღვლებთ კარიერა და უარყოფენ ამჟამინდელ დამკვიდრებულ წესებს და შეხედულებებს.

მეცნიერები ჯერ – ჯერობით ვერ ადგენენ არის თუ არა ინდიგო ბავშვებში შეცლილი დნმ – ი, მაგრამ ის ფაქტი რომ ისინი აზროვნებენ რადიკალურად განსხვავებულად და ასევე აქვთ განსხვავებული ფერის აურა მოწმობს იმაზე, რომ ცვლილებები მოხდა და ეს ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ უკეთესობისკენ წაიყვანს კაცობრიობას. ინდიგო ბავშვებს აქვთ ასევე შეცვლილი მონელების სისტემა, აქ იგულისხმება ის რომ მათი ორგანიზმი დაცულია მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში რადგან გარემო სულ უფრო და უფრო შეუთავსებელი ხდება ადამიანებისათვის მათსავე მიზეზებისდა გამო.

ინდიგო ბავშვებს ასევე ახასიათებთ სიყვარული კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართ, ისინი ადვილად ითვისებენ კომპიუტერთთან მუშაობის პრინციპებს და თავისუფლად ასრულებენ მათთვის საჭირო სისტემურ ოპერაციებს ადრეული ასაკიდან. ინდიგო ბავშვები ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან, კერძოდ კი კომპიუტერულ თამაშებში, მათ არ უყვართ უმოქმედობა და დროის ფლანგვა და ამის ანაზღაურებას ცდილობენ ვირტუალური თამაშების საშუალებით.

ეს ყველაფერი იყო ინდიგო ბავშვების მოკლე მიმოხილვა, რაც შეეხება მათი გაჩენის მიზეზებს და არსებობის აუცილებლობებს აქ აზრი ბევრ შტოდ იყოფა, მაგრამ მე მინდა შემოგთავაზოთ ჩემი შეხედულება ამ საკითხის მიმართ: ინდიგო ბავშვები ეს არის კაცობრიობის გადარჩენის შანსი, ადამიანის ქვეცნობიერება როგორც წესი ყოველთვის აანალიზებს საფრთხეს და ცდილობს მისგან თავის დაცვას ყველა შესაძლო ხერხით, თანამედროვე ადამიანები ანადგურებენ გარებოს მატერიალური ინტერესების გამო, მათი აზროვნება იმდენადაა გახრწნილი რომ ვერ აანალიზებენ თავიანთ შეცდომებს, ფინანსური მდგომარეობის და მატერიალური სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით ადამიანები მიდიან ყველაფერზე. კაცობრიობის სწრაფვამ ძალაუფლებისკენ ადამიანის ქვეცნობიერება შეაშინა, ჩვენი შინაგანი მე მიხვდა რომ ეს მიგვიყვანდა გადაშენებამდე, ჩვენი გაუმაძღრობა, უმეცრება და ტლანქი მოპყრობა გარემოს შეზღუდული რესურსების მიმართ დამღუპველად მოქმედებდა არამარტო ადამიანებზე არამედ მთელს პლანეტაზე. ამ საფრთხეებიდან გამომდინარე ადამიანთა ქვეცნობიერებამ გადადგა რადიკალური ნაბიჯი და ჩვენი როგორც ჯიშის გადარჩენისათვის მოგვცა ახალი თაობა, ინდიგო ბავშვები. ეს ხსნის იმას თუ რატომ გაჩნდნენ ინდიგო ბავშვები ამ ეპოქაში, ეპოქაში როცა დგება საკითხი ადამიანთა არსებობა არ არსებობის შესახებ. შინაგანი მე რომელიც წარმოადგენს ბუნებას სადაც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული მჭიდროდ მიხვდა, რომ ჩვენი ჯიშის გადარჩენისათვის საჭიროა ადამიანებმა მიიღონ ახალი ღირებულებები, გაანალიზონ თავიანთი როლი სამყაროში და იზრუნნონ გარემოზე რათა გარემომ შეძლოს მათზე ზრუნვა.

რამდენად გაამართლბს ბუნების ეს ნაბიჯი ამას მხოლოდ და მხოლოდ დრო გვიჩვენებს, მანამ კი ვილოცოთ იმაზე რომ ევოლუცია რომელიც კაცობრიობამ განიცადა თავისდა უნებურად, ქვეცნობიერების დონეზე მეტისმეტად დაგვიანებული არაა.

P.S. გთხოვთ დაწეროთ თქვენი შეხედულება იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება იყოს ინდიგო ბავშვების არსებობის მიზეზი, ეთანხმებით თუ არა ზემოთ დაწერილს და თუ არა რატომ? დებატები მოგვცემს საშუალებას აზრი უფრო სრულყოფილი და დახვეწილი გავხადოთ.

ასევე იხილეთ ეს დოკუმენტალური ფილმი