Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

Ludomania

Ludomania – აზარტული თამაშები

აზარტული თამაშები და მათი ნეგატიური გავლენა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა დღეს საქართველოში. არაერთი ოჯახის გაუბედურების მიზეზი გამხდარა კაზინოები და ტოტალიზატორები, ასევე ხშირია სუიციდის შემთხვევები და უსახლკაროდ დარჩენაც.

ძირითადი დარტყმა ქვეყნის ახალგაზრდა ფენაზე მოდის, წინა სტატიაშიც ვისაუბრე იმის შესახებ რომ ეს ფენა გამოირჩევა მოტივაციის არქონით და თვითრეალიზაციის შესაძლებლობის არარსებობით რომელიც თავის მხრივ  იწვევს დეპრესიას და უიმედობას, ამაზე დამატებული დასაქმების პრობლემები და ნებისმიერს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი სწრაფი გამდიდრების რომელიც საბოლოოდ სახიფათო ილუზიაა და არაფერს კარგს არ მოუტანს მოთამაშეს.

აზარტი როგორც მოგეხსენებათ კი ნარკოტიკივითაა და შეჩვევას იწვევს, ის დაგაკარგვინებთ ადამიანი სახეს და უკანასკნელ სასიცოცხლო ენერგიას გამოგწოვთ რაც გამოიწვევს თქვენს დაზომბებულ აზარტულ მოთამაშედ გადაგაქცევას.

მე შესანიშნავად მესმის რომ კაზიონოებს და ტოტალიზატორებს დიდი შემოსავალი მოაქვთ სახელმწიფოსთვის (გადასახადების %), მაგრამ ღირს კი ეს ქვეყნის მოსახლეობის დეგრადაციად? სტატისტიკა საკმაოდ სავალალოა და ვფიქრობ მსგავსი აზარტული დაწესებულებების დახურვა პრობლემას გამოასწორებდა.

ციტატა გაზეთ „კვირის პალიტრიდან“ –

სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა სწრაფად გაიზარდა – 2011 წელს 366 მილიონი ლარიდან 2014 წელს 2,032 მილიარდ ლარამდე, 2015 წლის სამი კვარტალის შეჯამებით კი ის უკვე 1,353 მილიარდი ლარია. ამ მაჩვენებლებით ირკვევა, რომ ბოლო 5 წელიწადში კაზინოების წლიური ბრუნვა თითქმის ექვსჯერ გაიზარდა.
ონლაინ თამაშებში ყოველდღიურად 400 ათასი ადამიანია ჩართული (საქართველოს მოსახლეობა – 3 729 635 ადამიანი, 2014 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით!). მომხმარებელთა ასაკობრივი ზღვარი 15 – დან 35 წლამდეა და მათი უმეტესობა დაბალშემოსავლიან ფენას მიეკუთვნება.
ლუდომანია ავადმყოფობაა, ის ქართველი ახალგაზრდა თაობის სენად იქცა.

როგორც ხედავთ სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია, ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები ოფიციალური წყაროებიდანაა, ეს ის ინფორმაციაა რომლის ტრეკინგიც მოხერხდა და აღირიცხა რაც იმას ნიშნავს რომ რეალობა კიდევ უფრო მძიმეა.

თვითმკვლელობა

ასევე აღსანიშნავია რომ კრიმინალური დონის ამაღლება და გახშირებული თვითმკვლელობა პირდაპირ არის დაკავშირებული აზარტულ თამაშებთან.

ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ქვეყნის დეგრადაციას და ახალგაზრდა თაობისათვის პერსპექტივებს კლავს რადგან გრძელვადიან რეჯიმში კაზინოში არასოდეს არავინაა გამარჯვებული.