Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

f7

The Esoteric Agenda

ნავთობის შეცვლის აუცილებლობაზე საუბარი ჯერ კიდე 70 – იან წლებში დაიწყო, მას შემდეგ სამყარო რადიკალურად შეიცვალა გახდა ტექნიკურად დახვეწილი, გაჩნდა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები და გამოგონილი იქნა მსოფლიო გლობალური ქსელი რომელსაც ჩვენ ინტერნეტის სახელით ვიცნობთ. პარადოქსია მაგრამ მიუხედავად ყველა არსებული წინსვლისა კაცობრიობა ჯერ კიდევ დამოკიდებულია ნამარხ საწვავზე და ატომურ ენერგიაზე რაც ანადგურებს გარემოს. ჩნდება შეგრძნება იმისა რომ არსებობს გარკვეული საიდუმლო სამსახურები ან ორგანიზაციები რომლებიც ენერგიული თვალსასზრისით გაკეთებულ რევოლუციურ გამოგონებებს მალავენ, რისთვის ჭირდებათ მათ ეს და არის თუ არა ამ ყველაფრის უკან საიდუმლო ორდენები? ეს კითხვა საკმაოდ რთულია და პასუხი შეიძლება გაეცეს მხოლოდ ფაქტებით, ფაქტები კიდევ საკმაოდ შემზარავია რადგან თავს იჩენს ორგანიზაცია რომელიც მართავს წამყვან ქვენებს უკვე საუკუნეების განმავლობაში და საუბარი ამ შემთხვევაში არ ეხება მარტო რევოლუციურ გამოგონებებს საქმე ეხება მთელი გლობალური მაშტაბის ცვლილებებს ისეთებს როგორებიცაა პოლიტიკური წყობა პლანეტაზე და მსოფლიო ომები. თავად ორგანიზაცია და მისი წევრები ყოველთვის საიდუმლოა, ისინი მოქმედებენ კულისებს მიღმა და უნდა გითხრათ რომ უკვე საუკუნეებია რაც ისინი წყვეტენ ვინ გაიმარჯვებს ამა თუ იმ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებზე და ექნება თუ არა მომავალ ლიდერს მათთვის სასურველი აზროვნება. საკმაოდ დიდი შანსია რომ ეს ორგანიზაცია იყოს მასონური წყობისა და თუ თქვენ ეს ყველაფერი მითთი გგონიათ გთავაზობთ უყუროთ საკმაოდ საინტერესო დოკუმენტალურ ფილმს სახელად The Esoteric Agenda, ფილმი მოგცემთ საშუალებას ახლებურად დაინახოთ სამყარო და გაანალიზოთ ის რაც აქამდე დაფარული იყო თქვენთვის. როგორ ახერხებს ერთი ორგანიზაცია მართოს მთელი პლანეტა? მათ აქვთ ინფორმაცია ადამიანის ბუნების შესახებ, ისინი იცნობენ თქვენს თავს გაცილებით უკეთ ვიდრე თქვენ თვითონ და მათთვის მიზანი ამართლებს საშუალებას. იკვეთება აზრი რომ არსებობს რეალურად სატანა და ის იყენებს ამ ტიპის ორგანიზაციებს იმისათვის რომ ჩამოაშოროს ხალხი რეალურ ინფორმაციას, ისინი შეეცდებიან შეარყიაონ ადამინების რწმენა და ამისათვის ისინი მზად არიან გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება მათ შორის ეკლესია, საუბარი ამ შემთხვევაში მაქვს ვატიკანზე და პაპებზე. ფაქტები მეტისმეტად აშკარაა და მათი გაანალიზება საკმაოდ ადვილია ბიბლიის მიხედვით.

 

 

ასევე საკმაოდ საინტერესოა შემდეგი წყარო რომელიც წარმოადგენს YouTube – ის ექაუნთს TheEndOffffDays, მე გირჩევთ რომ ნახოთ ამ პიროვნების გამოქვეყნებული ვიდეოები რადგან ის იძლევა საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას და რაც მთავარია საუბარი ეხება ფაქტებს.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ასევე თუ თქვენ იცით რაიმე დამოუკიდებელი წყარო რომელიც მოაწვდის ხალხს რეალურ ინფორმაციას მსგავსი საკითხების შესახებ გთხოვთ მომწეროთ საკონტაქტო ფორმიდან ან დატოვოთ თქვენი კომენტარი ქვემოთ.

P.S. სამყაროს მოსახლების მხოლოდ 10% ფიქრობს დამოუკიდებლად დანარჩენი 90% თავის შეხედულებებს აყალიბებს ან უკვე არსებული ფაქტების მიხედვით ან უბრალოდ იზიარებს სხვების აზრს ისე რომ არც ცდილობს დამოუკიდებლად იაზროვნოს.