ან მე გავგიჟდი ან დანარჩენი სამყარო, სიტყვები რომლის არსსაც დღითი-დღე უფრო კარგად იგებ, გადის დრო და იცვლები, ცვლილება რომელსაც შიგნით განიცდი წარმოუდგენლად დიდია და ადამიანი რომელიც ხარ ეხლა შენ ეზიზღება ადამიანი რომელიც იყავი ადრე და რა მოხდება შემდგედ? შეგიძულებს მომავალი შენ დღევანდელ შენს? როგორ დაინახავს ის შენს ქმედებებს და შეხედულებებს? იქნება შენი ღირებულებები მისთვის მისაღები თუ პირიქით?
ადამიანები გამუდმებით იცვლებიან, ძირითადად ამის მიზეზი არის ძლიერი ტკივილი ან დროთა განმავლობაში შეძენილი სიბრძნე, ფუნდამენტალური ღირებულებები მუდმივია, ყველას ის სხვადასხვა აქვს მაგრამ მაინც ერთი, რომელიც ვფიქრობ მდგომარეობს შემდეგში: პატივი სცე სხვის აზრს, აკეთო სიკეთე, არ მიაყენო სხვას ზიანი, იქონიო საკუთარი აზრი და მიზანი, იმოძრაო საკუთარი ინტერესების მისაღწევად და იქონიო თავისუფლება. ძალზე მნიშვნელოვანია ასევე მოახერხო საკუთარი თავის რეალიზება, ვფიქრობ უბედურების ძირითადი ნაწილი აქიდან მოდის, ხალხი რომლებმაც ვერ აიხდინეს ოცნებები, ვერ ნახეს საკუთარი როლი ამ ცხოვრებაში, ვერ ნახეს საკუთარი საყვარელი საქმე რაც მათ სიამოვნებას მიანიჭებდა უკიდურესად უბედურები არიან, ეს დაახლოებით იგივეა რომ წაგართვან არსებობის აზრი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები ვერ აიხდინე რითი უნდა გაამართლო საკუთარი არსებობა ან სად უნდა იპოვო საკუთარი როლი?
ცნობისმოყვარეობა: გრძნობა რომელიც არასოდეს მოგცემს მოწყენის საშუალებას და არ დატოვებს ადგილს შენს სულში დეპრესიისთვის, ინტერესი სამყაროს მიმართ რომელიც გასაოცარია უმცირესი სუბ-ატომური ნაწილაკებიდან დაწყებული დამთავრებული გალაქტიკური სუპერ კლასტერებით. მოგზაურობა დროსა და სივრცეში, შესაძლებლობა იმისა რომ შეეხო განსხვავებულ სამყაროებს ნახო მისი კანონები, შეიცნო მისი ბუნება და ეზიარო უმაღლეს აზრს და მიზანს.
ხშირ შემთხვევაში ნახავთ რომ ადამიანებს უბრალოდ აღარ აინტერესებთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა სამყაროს შეცნობა, ჩაღრმავება და პასუხის გაცემა ისეთ შეკითვებზე როგორიცაა: რა არის სიცოცხლე? რატომ ვართ ჩვენ აქ? საიდან მოვდივართ? და რა გველოდება შორეულ მომავალში. არა რათქმაუნდა გამონაკლისი არსებობს, არიან ხალხი რომლებიც დიდ ანდროიდულ კოლაიდერს აწყობენ და ჰიგსის ბოზონს ეძებენ, არიან ხალხი რომბლებიც კეპლერის თანამგზავრს აპროექტებენ და ეგზოპლანეტებს ეძებენ, მაგრამ განა რამდენია ესეთი? ძირითადა მასა ერთობა სხვადასხვა ბანალური სელებრითების პირადი ცხოვრებით, ჭორებით, აზარტული თანამაშებით და სხვა მსგავსი მარაზმით…
50, 60 და 70 იან წლებში ინდუსტრიული ბუმი იყო, ხალხის ძირითადი მასა მეოცნებე იყო, ისინი საკუთარი თვალით ხედავდნენ მეცნიერების და მაღალი ტექნოლოგიების პოტენციალს, ისინი აფასებდნენ მის შესაძლებლობებს და მომავალს ნათელ ფერებში ხედავდნენ. საზოგადოება მაღალი განათლებით, ყველას აქვს საკუთარი მიზანი, საკუთარი ჰობი და საკუთარი პირადი მე, ყველა ინდივიდი საინტერესო და მიზანდასახულია, მონდომება, მოტივაცია და იმედი, green energy, solar power, wind power, eco-cities, Venus Project, deep space exploration, wisdom, spirituality, higher perspective და ა.შ.
რა მოუვიდა ამ ყოველივეს? სად გაქრა ჩვენი იმედები და სწრაფვები? რატომ გვგონია რომ ყოველთვის ვიღაცას ან რაღაცას ჩვენი ვალი აქვს? რატომ ვეძებთ მარტივ გზებს და ვდუნდებით? რატომ ვცდილობთ ყველაფერი გადავაბრალოდ ვიღაცას და ჩვენი მინუსების არსებობა გარემო პირობებს დავაბრალოთ? უმუშევრობა – მიზეზი ხელისუფლება, გაუნათლებლობა – მიზეზი განათლების სამინისტრო, მაღალი კრიმინალური სტატისტიკა – მიზეზი ნაგავი ქვეყანა და ა.შ.
და რას ელოდება ხალხი? რომ სახლში უსაქმოდ ჯდომა ან ბირჟაზე ჯოკერის თამაში უშველის ამ ყოველივეს?
განა ესე რთულია რომ თვითონ შექნა საკუთარი ბედნიერება და იპოვა საკუთარი თვით-რეალიზების გზები?
განა ესე რთულია საკუთარი ძალებით შეისწავლო საყვარელი საქმიანობა, წაიკითხო სხვადასხვა ლიტერატურა და შენი ჰობი აქციო შემოსავლის წყაროდ?
აფსოლიტურად ყველაფერი დადის ერთ მარტივ სიტყვამდე – მონდომებამდე, უმთავრესი მომენტია შეიძინო სურვილი, დაისახო მიზანი და სწორად დაალაგო საკუთარი პრიორიტეტები.
როგორც ყოველთვის დაწყება განსაკუთრებით რთულია. მაგრამ შეიძლება ყველაფერი ეტაპობრივად და ნელ-ნელა გააკეთო, ერთ ნაბიჯს მეორე მოყვება, ეს ყველაფერი ჩვევად უნდა იქციო, შეიძინო რაღაცა ახალი ყოველდღე, პრაქტიკაში გამოიყენო შეძენელი ინფორმაცია და ეძებო სრულყოფილება.
არ უნდა ელოდო რომ შედეგი მომენტალურად იქნება, ეს არარეალურია, მაგრამ გავა რამოდენიმე თვე, რამოდენიმე წელი და შრომა თავის შედეგს გამოიღებს საბოლოოდ. გააკეთე დღეს ის რასაც მომავალი შენ დაგიფასებს და მადლობელი იქნება, შეხედე საკუთარ თავს მომავალში როგორც განსხვავებულ პიროვნებას მაგრამ შენთვის ახლობელსა და ძვირფასს, იზრუნე მის მომავალზე და მის კეთილდღეობაზე.
გაიაზრე რომ სამყაროს შენი არაფერი მართებს,
გაიაზრე რომ მინუსები რომლებსაც შენ ატარებ შენივე არჩევანია და არა გარემოპირობების შედეგი,
გაიაზრე რომ შენი პირადი ბედნიერება შენს ხელშია და მხოლოდ შენ განაგებ მას და სხვა არავინ,
გაიაზრე რომ უმთავრესი მორალი სხვისი აზრის და მათი განსხვავებული შეხედულებების პატივისცემაა,
გაიაზრე რომ სიკეთე რომელსაც შენ აკეთებ არასოდეს იკარგება და თუ შენ ჯილდოს არ იღებ საკუთარი სიკეთისათვის ჯილდოდ მიიღე შენ მიერ შექმნილი ლამაზი და მაღალ-პიროვნული მე,
გაიაზრე რომ ყველაფერი რასაც შენ შეიძენ მატერიალური სიმდიდრის სახით წარმავალია და რომ ადრე თუ გვიან შენი არსებობა ამ სამყაროში შეწყდება,
გაიაზრე და იცხოვრე ისე თითქოს ხვალ მოკვდები და ისწავლე ისე თითქოს შენი არსებობა მარადიულია.