Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

Wisdom #4

ერთხელ მამა და შვილი სეირნობდნენ მთებში. მოულოდნელად ბიჭმა წაიბორძიკა და დაეცა. მან მუხლი დაჰკრა ქვას, ეტკინა და ინსტიქტურად წამოიყვირა:

– აააა!

თავისდა გასაკვირად მან გაიგონა, რომ ვიღაცის ხმამ, მაღლა მთებიდან, გაიმეორა:

– აააა!

– ვინ ხარ? – დაუძახა ბიჭმა.

– ვინ ხარ? – გაიმეორა ისევ იმავე ხმამ.

ბიჭი გააბრაზა ასეთმა პასუხმა და დაუყვირა:

– მშიშარა!

– მშიშარა! – უპასუხა ისევ ხმამ.

13567422_1412787168737807_4575291549310822776_nბიჭმა მამას შეხედა და ჰკითხა:

– რა არის ეს?

მამამ გაიღიმა და უპასუხა:

– შვილო, მოუსმინე – ის შებრუნდა მთებისკენ და დაიყვირა:

– შენ მშვენიერი ხარ!

– შენ მშვენიერი ხარ! – გაიმეორა მაშინვე ხმამ;

– მე შენ მიყვარხარ!

– მე შენ მიყვარხარ! – უპასუხა ისევ ხმამ.

ბიჭი გაოცებული იყო, მას ვერაფერი გაეგო.

– ადამიანები მას ექოს ვეძახით, სინამდვილეში კი ეს – ჩვენი ცხოვრებაა! – უთხრა მამამ.

შენ გპასუხობენ იმით, რაც გააკეთე ან თქვი. შენი ცხოვრება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლია შენს მიერ ჩადენილი ქმედებებისა. თუ გინდა რომ მიიღო, ჯერ შენ უნდა გასცე!

თუ გინდა რომ გაგიღიმონ, ჯერ შენ უნდა გაუღიმო!

თუ გინდა რომ უყვარდეთ, ჯერ შენი გული უნდა აივსოს სიყვარულით!

ასეთი ურთიერთკავშირი არსებობს ყველაფერში ჩვენს ცხოვრებაში, ის ეხება თითოეულ მის ასპექტს.

ცხოვრება გიბრუნებს ყველაფერს, რაც მას მიეცი!

შენი ცხოვრება – შენივე ანარეკლია!