Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

ადამიანური ფაქტორი

რა იქნებოდა რომ?

აბა როგორ ხარ? მოიწყინე? გაინტერესებს რა არის ახალი? არის თუ არა რამე ახალი? უნდა იყოს კი რამე ახალი? ეხლა ეკრანს უყურებ და სტატიას კითხულობ, რა იქნებოდა რომ სანაცვლოდ ათი წუთით დივანზე ან სავარძელში კომფორტულად მოკალათებულიყავი და მედიტაციით დაკავებულიყავი? ხვალ რა გაქ გეგმაში? დილით ადრე ადგები დიდი ვარაუდით, დაასწრებ თუ არა მაღვიძარას? თუ არა მაშინ მისი ხმა გაგაღვიძებს, გამორთავ და ცოტა ხანი არ ადგები, 10-15 წუთი კიდევ იწვები, იფიქრებ მასზე, პრობლემებზე, იმაზე თუ როგორი კომფორტულია წოლა, სითბო, სიმყუდროვე, დაგეზარება ადგება თუმცა კი იცი რომ გამოსავალი არაა და ადრე თუ გვიან უნდა დანებდე და ადგე, რა იქნებოდა რომ სანაცვლოდ წინა ღამეს ასე[…]

დაწვრილებით »

იმედი კაპსულიდან

ჩვენ წარმოუდგენელ მწვერვალებს მივაღწიეთ, ჩვენ ღმერთმა თავისი ხატის მიხედვით შეგვქმნა, ჩვენ დავიწყეთ ფაქტიურად ნოლიდან, გავიარეთ კოლოსოლური გზა, ვსწავლობდით ყველაფერს ნულიდან, ვეცნობოდით სამყაროს, მის კანონებს, მის წესებს, მოქმედების და მუშაობის პრიცნიპებს, ჩვენ დავიმორჩილეთ ცეცხლი, რადიო-ელექტრონული გამოსხივება, კონსტანტურად ვიყენებდით სხვადასხვა ბუნების ძალებს ჩვენი მიზნების მისაღწევად, ჩვენი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. ბევრი შეკითხვა რაც ადრე გვქონდა, ჩვენ ვიპოვეთ მათზე პასუხი, საუკუნეების განმავლობაში ვაგროვებდით ინფორმაციას, წვეთი წვეთზე ჩვენი გამოცდილება ოკეანედ იქცა, ჩვენ მივაღწიეთ მწვერვალებს, ბუნების კატაკლიზმების მიღმა მათი წარმოშების მიზეზები დავინახეთ, ვარსკვლავები უკვე აღარ არიან მიუღწველეი ოცნებები ჩვენთვის, ისინი უკვე უფრო ახლოს არიან, ერთი ხელის გაწვდომაზე, ჩვენ დავიმორჩილეთ დაბერების პროცესი და სურვილისამებრ სიკვდილი უკვე აღარ[…]

დაწვრილებით »

მაშ ასე, ბედისწერა

Ulviyya Ali · Pink Floyd – Wish You Were Here ბედისწერა, ხშირად ჩვენი საყვარელი სიტყვაა, ის არ იყო ჩემი ბედისწერა, ალბათ ბედისწერას ესე არ უნდოდა, ესეიგი ეს იყო ჩემი ბედისწერა, ბოლოს ყველაფერი ისე მოხდა როგორც ბედისწერამ ინება. გვიყვარს ეს სიტყვა, ვიმალებით მის მიღმა, ვიყენებთ მას, ვაბრალებთ მას, თავს ვიმშვიდებთ მისით, ბოლო ბოლო ეს ხომ მართლა ესეა, განა არა? განა მე ყველაფერი არ გავაკეთე? განა ბოლომდე არ დავიხარჯე? თუ მთელი ჩემი მონდომების მიუხედავად ეს არ გამოვიდა ესეიგი ეს არც იყო ჩემი ბედისწერა, ხო? ჰმმმმ…. ბოლომდე კი დაიხარჯე? თვით ბედისწერის კონცეფციაც კი მაშინებს, რა გამოდის, ჩვენ არა გვაქ თავისუფალი ნება? ჩვენი ხვედრი[…]

დაწვრილებით »

როგორ ხარ?

გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად შენ? სალამი, ხო ხარ კარგად? კი კი, შენ როგორ ხარ? ჰაი, რას შვები როგორ ხარ? არამიშავს, თავად? ეთიკეტი, საუბარი რაიმეთი ხომ უნდა დაიწყოს, არა? და ჩვენ ვსვამთ შეკითხვას რომელზეც პასუხი წინასწარვე ვიცით, რამეთუ არ შეიძლება პასუხი ამ შეკითხვაზე გულახდილი იყოს, არ შეიძლება თქვა რომ კარგად არ ხარ, რომ პრობლემები გაქ, რომ ქტკივა, გაწუხებს, გენატრება, გულს გიმძიმებს, ნერვები დაძაბული გაქ, სევდას განიცდი, მიზანს ვერ ხედავ, მოტივაცია დაკარგე და ხანდახან უბრალოდ გინდა იყვირო მთელი ხმით და თქვა ის რაც გინდა, გინდა უბრალოდ თქვა რომ ყველაფერი კარგად არ არის, გინდა ამოიღო და გადმოანთხიო მთელი ტვირთი, უბრალოდ აფეთქდე, გაანათო უფრო[…]

დაწვრილებით »

72

რისი გეშინია? გაქ კი მიზეზი? უფლება? ლოგიკური ახსნა? გინდა დაგასპოილერო? რაც არ უნდა ქნა და რაც არ უნდა გააკეთო ბოლო მაინც ერთია – სიკვდილი, დაახლოებით დროის დაანგარიშებაც შეიძლება – 72 წელი, რამდენი გაიარე უკვე შენი მოგზაურობიდან? რამდენი დაგრჩა კიდევ? და რა გგონია, ვინმე გაგიხსენებს ასე დაახლოებით შენი სიკვდილიდან 50 წლის მერე? ჰმ? არა, სერიოზულად, ის რაც შენ ბოლოში გელოდება უფრო საშიშია თუ ის რასაც შენ უფრთხი ყოველდღე? )) ჰა ჰა ჰა, რა იყო, გრძნობები ვერ გაუზიარე შენს ქრაშს? )) სამსახურიდან ვერ წამოხვედი რომელიც არ მოგწონს? )) ურთიეთობა არ გაწყვიტე ხალხთან რომლებიც არაფრად გაგდებენ? )) გეხვეწები, თუ შენ ეს ყველაფერი გაშინებს[…]

დაწვრილებით »

მეტრონომივით ზუსტად

– დაგავიწყდა რატო ხარ მარტო? ჩაკეტილი საკუთარ თავში? თუ პერიოდულად მაინც გჭირდება შეხსეენბა რა მოყვება გახსნას? ახალი მოლოდინების გაჩენას? – მე მხოლოდ… – არ გინდა არ დაიწყო, შენ პირველად არ დგახარ ამ გზაზე და იცი ის საითაც მიდის, აბა მითხარი როდის იგრძენი თავი ესე საზიზღრად ბოლოს მარტოობაში? არც არასოდეს, არ გაქ მოლოდინი არ გაქ პრობლემები, არ გყავს ახლო ხალხი არ განიცდი მათი დაკარგვისგან მიღებულ ტკივილს თუ იმდენად ძლიერი ხარ რო გაიხსნა სამყაროსთვის, იყოლიო ბევრი მეგობრები და მერე როცა ისინი დაგტივებენ დაიტანჯო? ისინი კი უეჭველი დაგტოვებენ, ეჭვი არ შეგეპაროს ამაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია. – კი ეგრეა, მართალი ხარ,[…]

დაწვრილებით »

შენც შეეჩვიე წყვდიადს?

– შენც შეეჩვიე წყვდიადს? – კი, უკვე ძაან დიდი ხანია ის ჩემი ნაწილია, მე კიდევ მისი. ის ჩემი საკუთრებაა, მე კიდევ მას ვეკუთვნი. – არ გიცდია სინათლის შემოშვება შენს ცხოვრებაში? – არა, იმიტომ რომ სინათლე ტკბილი ტყუილია და წყვდიადი მწარე რეალობაა. – განა ეს მტკივნეული არ არის? – იცხოვრო წყვდიადში სულაც არ ნიშნავს იცხოვრო ტკივილში, თუ წყვდიადი ერთადერთი რამაა რაც შენ იცი, მაშინ მისი გაგება ბევრად მარტივია, მისი შეყვარება ბუნებრივია და მასთან თანაცხოვრება კომფორტული. მარტივია იყო მარტო როცა სხვა არაფერი იცი, მარტივია იცხოვრო სითბოსა და სიყვარულის გარეშე თუ ეს გრძნობები თავიდანვე არ შეგიგრძვნია ან კიდევ შეგიგრძვნია მაგრამ მას მერე ძაან[…]

დაწვრილებით »
Philippine President Rodrigo Duterte raises a middle finger thrust out in an obscene gesture as he speaks before local government officials in Davao

Three minutes before midnight

საქმე იდეოლოგიაშია და არა კონკრეტულ პიროვნებებში ან კიდევ კონკრეტულ სახელმწიფოებში, ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ასეა იმ ადამიანებისთვის რომლებიც აზროვნებენ, დანარჩენები კიდევ როგორც ყოველთვის ხედავენ პიროვნებებს/ლიდერებს და არა იდეოლოგიას რომელსაც ისინი წარმოადგენენ, განსაჯო იდეოლოგია იმის მიხედვით თუ რომელი პიროვნება წარმოადგენს მას იგივეა რაც განსაჯო წიგნი მისი ყდის მიხედვით. თქვენ რა გგონიათ იდეოლოგია მოკვდება თუ ეს პიროვნებები დაკარგავენ ძალაუფლებას? ჰაჰა, მიამიტები… სამყარო გახლეჩილია და ეს გახლეჩა ატარებს იდეოლოგიურ ხასიათს, წითელი ხაზები იკვეთება საზოგადოებაში, ძირითადი ბრძოლა მიმდინარეობს ძველსა და ახალს შორის, თუმცა ყველაფერი ახალი კარგი როდია. გლობალიზაცია თუ ნაციონალიზმი? უკონტროლო მიგრაცია თუ პრობლემების გადაჭრა იმ სახელმწიფოებში საიდანაც მიგრაცია ხდება? განა ხალხის გაქცევა საკუთარი[…]

დაწვრილებით »

იდეალიზაცია

ადამიანები არასოდეს არ არიან იდეალურები, ეს მათი ბუნების ნაწილი არ არის, ხშირად ვეჯახებით სიტუაციას როცა მიდის კონკრეტული პიროვნებების იდეალიზაცია, ეს სიტუცია არასოდეს არ მთავრდება კარგად, იქმნება მოლოდინი და იმედი იმისა რომ ესა თუ ის პიროვნება გაამართლებს ჩვენს იმედებს და ოცნებებს საბოლოოდ კი ვიღებთ იმედგაცრუებას და დეპრესიას. თავად დაფიქრდით, როცა რამე უსიამოვნო ხდება ერთ რიგით დღეს ეს უბრალოდ მომდევნო წარუმატებელი დღეა და არაფერი განსაკუთრებული, ხოლო როცა მოლოდინი გაქ რამის და ეს მოლოდინი შენს იმედებს არ ამართლებს მაშინ იქმენება ძლიერი ნეგატიური ემოციური ფონი და გარკვეული პერიოდი სასოწარკვეთაც ჩნდება. მოლოდინი და იდეალიზაცია სახიფათო ილუზიებია და ძირითადად ტკივილი მოაქვთ. იმედის ჩასახვა ცარიელ ადგილზე და[…]

დაწვრილებით »

Old Soul

რატომ ხდება ისე რომ ზოგი ადამიანი ადრეული ასაკიდან იძენს სიბრძნეს? გამორჩეულ ხედვის კუთხეს? განსხვავებულ და რადიკალურ აზროვნებას რომელიც უკვე არსებულ სტანდარტებს არღვევს და სამყაროს სულ სხვა კუთხიდან ხედავს? მაშინ როცა ბევრი ზრდასრული ადამიანი უბრალოდ არაადეკვატურია, მიყვება დინებას და საკუთარი აზრი არ გააჩნია? რაშია მიზეზი? გარემო პირობები? აღზრდა? სხვა ფაქტორები?

დაწვრილებით »