Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

72

რისი გეშინია? გაქ კი მიზეზი? უფლება? ლოგიკური ახსნა? გინდა დაგასპოილერო? რაც არ უნდა ქნა და რაც არ უნდა გააკეთო ბოლო მაინც ერთია – სიკვდილი, დაახლოებით დროის დაანგარიშებაც შეიძლება – 72 წელი, რამდენი გაიარე უკვე შენი მოგზაურობიდან? რამდენი დაგრჩა კიდევ? და რა გგონია, ვინმე გაგიხსენებს ასე დაახლოებით შენი სიკვდილიდან 50 წლის მერე? ჰმ?

არა, სერიოზულად, ის რაც შენ ბოლოში გელოდება უფრო საშიშია თუ ის რასაც შენ უფრთხი ყოველდღე? )) ჰა ჰა ჰა, რა იყო, გრძნობები ვერ გაუზიარე შენს ქრაშს? )) სამსახურიდან ვერ წამოხვედი რომელიც არ მოგწონს? )) ურთიეთობა არ გაწყვიტე ხალხთან რომლებიც არაფრად გაგდებენ? )) გეხვეწები, თუ შენ ეს ყველაფერი გაშინებს კიდევ ერთხელ ასქროლე ზემოთ, 72 საშუალოდ, ალიო! რამდენი გაიარე უკვე? ტიკ ტაკ, ტიკ ტაკ, ტიკ ტაკ…

ასე რომ, კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენს შიშებს, რამდენად აქტუალურია ისინი, რამდენ ხანში მიეცემით დავიწყებას, რა დარჩება თქვენს მერე, რა გააკეთეთ. გამოფხიზლდით, არავის არ გვაქ საკმარისი დრო ამ სამყაროში, თქვენი შიშები ყოვლად უსაფუძვლო და სასაცილოც კია, გამოიყენეთ შანსი, არ გაჩერდეთ, იყავით თავისუფლები საკუთარ თავთან და გრძნობებთან.

ღრმად ჩაისუნთქეთ, გაასუფთავეთ გონება ნაგვისაგან და შეიყვარეთ საკუთარი თავი უპირველეს ყოვლისა, არავინ არაა ვალდებული დაგეხმაროთ, არავინ არაა ვალდებული მიიღოს თქვენი გასაჭირი გულთან ახლოს, არავის არანაერი ვალდებულება არ აქ თქვენთან, თქვენ თავად განაგებთ საკუთარ თავს, თქვენ თავად ქმნით საკუთარ მე – ს, ვერავინ ვერ გაივლის ამ გზას თქვენს მაგივრად, თუ კი რამე არსებობს ამ ცხოვრების გზის ბოლოს ეს საკუთარი მე არის და არაფერი მეტი, ეს ერთადერთია რაც თქვენგან დარჩება ბოლოს.

72, კიდევ გეშინია?