Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

ჭეშმარიტება

როგორ ხარ?

გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად შენ? სალამი, ხო ხარ კარგად? კი კი, შენ როგორ ხარ? ჰაი, რას შვები როგორ ხარ? არამიშავს, თავად? ეთიკეტი, საუბარი რაიმეთი ხომ უნდა დაიწყოს, არა? და ჩვენ ვსვამთ შეკითხვას რომელზეც პასუხი წინასწარვე ვიცით, რამეთუ არ შეიძლება პასუხი ამ შეკითხვაზე გულახდილი იყოს, არ შეიძლება თქვა რომ კარგად არ ხარ, რომ პრობლემები გაქ, რომ ქტკივა, გაწუხებს, გენატრება, გულს გიმძიმებს, ნერვები დაძაბული გაქ, სევდას განიცდი, მიზანს ვერ ხედავ, მოტივაცია დაკარგე და ხანდახან უბრალოდ გინდა იყვირო მთელი ხმით და თქვა ის რაც გინდა, გინდა უბრალოდ თქვა რომ ყველაფერი კარგად არ არის, გინდა ამოიღო და გადმოანთხიო მთელი ტვირთი, უბრალოდ აფეთქდე, გაანათო უფრო[…]

დაწვრილებით »

შენც შეეჩვიე წყვდიადს?

– შენც შეეჩვიე წყვდიადს? – კი, უკვე ძაან დიდი ხანია ის ჩემი ნაწილია, მე კიდევ მისი. ის ჩემი საკუთრებაა, მე კიდევ მას ვეკუთვნი. – არ გიცდია სინათლის შემოშვება შენს ცხოვრებაში? – არა, იმიტომ რომ სინათლე ტკბილი ტყუილია და წყვდიადი მწარე რეალობაა. – განა ეს მტკივნეული არ არის? – იცხოვრო წყვდიადში სულაც არ ნიშნავს იცხოვრო ტკივილში, თუ წყვდიადი ერთადერთი რამაა რაც შენ იცი, მაშინ მისი გაგება ბევრად მარტივია, მისი შეყვარება ბუნებრივია და მასთან თანაცხოვრება კომფორტული. მარტივია იყო მარტო როცა სხვა არაფერი იცი, მარტივია იცხოვრო სითბოსა და სიყვარულის გარეშე თუ ეს გრძნობები თავიდანვე არ შეგიგრძვნია ან კიდევ შეგიგრძვნია მაგრამ მას მერე ძაან[…]

დაწვრილებით »

სად გაქრა ჩვენი იმედები და სწრაფვები?

ან მე გავგიჟდი ან დანარჩენი სამყარო, სიტყვები რომლის არსსაც დღითი-დღე უფრო კარგად იგებ, გადის დრო და იცვლები, ცვლილება რომელსაც შიგნით განიცდი წარმოუდგენლად დიდია და ადამიანი რომელიც ხარ ეხლა შენ ეზიზღება ადამიანი რომელიც იყავი ადრე და რა მოხდება შემდგედ? შეგიძულებს მომავალი შენ დღევანდელ შენს? როგორ დაინახავს ის შენს ქმედებებს და შეხედულებებს? იქნება შენი ღირებულებები მისთვის მისაღები თუ პირიქით? ადამიანები გამუდმებით იცვლებიან, ძირითადად ამის მიზეზი არის ძლიერი ტკივილი ან დროთა განმავლობაში შეძენილი სიბრძნე, ფუნდამენტალური ღირებულებები მუდმივია, ყველას ის სხვადასხვა აქვს მაგრამ მაინც ერთი, რომელიც ვფიქრობ მდგომარეობს შემდეგში: პატივი სცე სხვის აზრს, აკეთო სიკეთე, არ მიაყენო სხვას ზიანი, იქონიო საკუთარი აზრი და მიზანი,[…]

დაწვრილებით »

ყველაფერზე და არაფერზე

არსებობს კი ეროვნება? სხვადასხვა ქვეყნები? საზღვრები? არსებობს ადამიანებს შორის ფუნდამენტალური სხვაობა? რატომ ხდება ისე რომ ზოგი ადამიანი ადვილად იგებს სხვის ტკივილს, სხვები კიდევ სრულიად აშკარა დეტალებს ვერ ამჩნევენ? ის რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენლად მარტივი და ადვილია, სხვებისთვის სრულიად შეუძლებელი აღსაქმელია. ადვილია ილუზიას აყოლა და აბსტრაქტული ფასეულებებით ცხოვრება? სად დავუშვით შეცდომა და რა იწვევს ამ განცდებს რომელიც გამუდმებით გეუბნება: რაღაცა არასწორად მიდის, სადღაც ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაერად დასრულებულიყო? შეიძლებოდა რამე რეალურის და ღირებული კეთება? რა გაიძულებს წინ იმოძრავო? როგორ ფიქრობ რაშია მიზანი? საიდან დაიწყო ყველაფერი? და როგორი დასასრული იქნება? რა იყო მანამდე და რა იქნება შემდეგ? თუ ჯანდაბას[…]

დაწვრილებით »

აფსოლიტური რეალობა

ის: მისმინე როგორ ფიქრობ რაშია ცხოვრების აზრი? იმის თქმა მინდა რომ თუ სიკვდილი გარდაუვალია და ყველა ჩვენი მიღწევა და წარმატება, კარიერა თუ იმპერია, ფული და ქონება ერთ დღეს მტვრად იქცევა და ჩვენგან მოგონებებიც კი აღარ დარჩება რისთვის ვიწვალოთ? რატომ უნდა ვიშრომოთ და ვინაღვლოთ მომავალზე რომელიც გარდაუვალ სიკვდილს გვიქადის? ერთი შეხედვით სასოწარკვეთილებამდე და დეპრესიამდე მივყავართ ამ აზრს ან უმეტეს შემთხვევაში არც კი ვფიქრობთ ამაზე, უბრალოდ ისე ვცხოვრობთ თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება. რა არის ეს ფენომენი? საფრთხის იგნორირება? უბრალო უმეცრება? თუ რწმენა იმის რომ სიკვდილი დასასრული არ არის? ალბათ უმეტეს შემთხვევაში რწმენის ფაქტორია რომელიც გვაძლევს იმედს და იმედი კი საკმაოდ ძლიერი[…]

დაწვრილებით »

What is role of Humanity?

გთხოვთ გაავრცელოთ სოციალური ქსელების საშუალებით, შეიტანეთ თქვენი წვლილი სამყაროს შეცვლაში.

დაწვრილებით »