ალბათ გაგიგიათ ყურისმოკვრის დონეზე მაინც ინდიგო ბავშვების შესახებ, ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ამ ფენომენის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ასევე მოგაწოდოთ აზრი მათი არსებობის მიზეზებზე. სიტყვა ინდიგო ლურჯ ფერს აღნიშნავს მაგრამ უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ ეს არის გარდამავალი ფერი ლურჯსა და იასამნისფერს შორის. პირველად ინდიგო ბავშვების არსებობა შეამჩნიეს ამერიკაში 1982 წელს, ამაზე ალაპარაკდა ერთ–ერთი ექსტრასენსი სახელად ნენსი ენ ტეპი, ის ამტკიცებდა, რომ ბავშვებს უკვე განსხვავებული აურა ქონდათ, მასვე ეკუთვნის იდეა დაერქვათ ახალი თაობის ადამიანებისთვის ინდიგო ბავშვები. ინდიგო ბავშვებს ასევე ეძახიან ხოლმე ვარსვლავურ ბავშვებს ან კრისტალის შვილებს, ისინი გამოირჩევიან ინტუიციის გამახვილებული გრძნობით ასევე მათი ინტელექტი საკმაოდ მაღალია, არსებობს მოსაზრება რომ ინდიგო ბავშვებს შეუძლიათ[…]