ჩვენ წარმოუდგენელ მწვერვალებს მივაღწიეთ, ჩვენ ღმერთმა თავისი ხატის მიხედვით შეგვქმნა, ჩვენ დავიწყეთ ფაქტიურად ნოლიდან, გავიარეთ კოლოსოლური გზა, ვსწავლობდით ყველაფერს ნულიდან, ვეცნობოდით სამყაროს, მის კანონებს, მის წესებს, მოქმედების და მუშაობის პრიცნიპებს, ჩვენ დავიმორჩილეთ ცეცხლი, რადიო-ელექტრონული გამოსხივება, კონსტანტურად ვიყენებდით სხვადასხვა ბუნების ძალებს ჩვენი მიზნების მისაღწევად, ჩვენი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.
ბევრი შეკითხვა რაც ადრე გვქონდა, ჩვენ ვიპოვეთ მათზე პასუხი, საუკუნეების განმავლობაში ვაგროვებდით ინფორმაციას, წვეთი წვეთზე ჩვენი გამოცდილება ოკეანედ იქცა, ჩვენ მივაღწიეთ მწვერვალებს, ბუნების კატაკლიზმების მიღმა მათი წარმოშების მიზეზები დავინახეთ, ვარსკვლავები უკვე აღარ არიან მიუღწველეი ოცნებები ჩვენთვის, ისინი უკვე უფრო ახლოს არიან, ერთი ხელის გაწვდომაზე, ჩვენ დავიმორჩილეთ დაბერების პროცესი და სურვილისამებრ სიკვდილი უკვე აღარ არის გარდაუვალი, არამედ ის უკვე არჩევანია.
მეცნიერული მიღწევების წყალობით კაცობრიობა გავრცელდა თავიდან მზის სისტემაში, მოხდა პლანეტების კოლონიზება, ტერაფორმირება, პლანეტების თანამგზავრების შესწავლა და მათი გამოყენება პლანეტთა-შორისო გადაადგილებისთვის, უხვად მდიდარი ასტეროიდების სარტყელი რესურსების ულევ მარაგად იქცა, ლოგიკამ, ინტელექტმა და პროგრესმა მოიცვა ყველაფერი, გარკვეულ ეტაპზე ადამიანებმა დაიწყეს ევოლუცია დაჩქარებული ტემპებით, მიზეზ/შედეგობრივმა პრიორიტეტებმა გარკვეულ ეტაპზე მორალი გადაწონეს და შედეგმაც არ დააყოვნა, მოხდა ის რაც გარდაუვალი იყო, ძალაუფლების, საკუთარი სისწორის რწმენაში კაცობრიობა რამოდენიმე შტოდ გაიყო.
განსხვავებულმა ხედვამ დროთა განმავლობაში კონფლიქტი გამოიწვია, კონფლიქტი ომში გადაიზარდა და დახვეწილი ტექნოლოგიების საშუალებით მყისიერად მილიარდობით ადამიანი განადგურდა, მზის სისტემა ნამდვლილ ბრძოლის ველად იქცა, ავტონომიური მანქანები, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი, ასევე მასორბივი განადგურების იარაღი, რეპულსიური გრავიტაციის მუხტები, ფსიქო/ნეირონული ჩამხშობები, არ დარჩა იარაღის სახეობა ისეთი რაც არ იქნა გამოყენებული, პლანეტებიც კი ორბიტიდან გადაადგილდნენ, ზოგი სრულად განადგურდა და შეიქმნა რეალური საშიშროება იმისა რომ მთელი კაცობრიობის მიღწევები განადგურებულიყო.
ძალიან ბევრი დაიღუპა, უპირველეს ყოვლისა იდეური ადამიანები, ხალხი რომლებიც რადიკალურად იყვნენ განწყობილი, ხალხი რომლებიც დარწმუნებული იყვნენ საკუთარ სისწორეში და მზად იყვნენ სისხლი დაეღვარათ თავიანთი იდეების გამო. რადიკალთა რიგების შეთხელების საშულაებით, რომელიც მოყვა გაუთავებელ ომებს და შეტაკებებს წლების განმავლობაში, წინა პლანზე წამოიწია მეტნაკლებად ნეიტრალურად განწყობილმა საზოგადოებამ, ხალხის იმ ნაწილმა რომელთაც თავიდანვე მიაჩნდათ რომ ორივე მხარე, მიუხედავათ მათი ურთიერთ ზიზღისა წარმოუდგნელად გავდნენ ერთმანეთს. დიახ, პარადოქსულია მაგრამ საკმაოდ ხშირად ისინი ვინც ჩვენ გვეზიზღება, ისინი ვინც ჩვენ გვძულს და სიკვდილს ვუსურვებთ, ჩვენ არაფრით არ ვართ მათზე უკეთესი, ჩვენ ზუსტად მათნაერი ვართ უბრალოდ საპირისპირო ბანაკში მდგომი, ამ ყველაფერს ნეიტრალურად და ბალანში მყოფი ადამიანები ყოველთვის ყველაზე უკეთ ხედავენ და იაზრდებენ, მათი ხმა არასოდეს ისმის ისე ხმამაღლა როგორც სხვა მგზნებარე და რადიკალური საზოგადოების ნაწილისა, მაგრამ საბოლოოდ მათი ხედვა ყველაზე ოპტიმალური და გონივრულია.
ფაქტი რომლის წინაშეც გაცობრიობა წარსდგა იყო შემდეგი: ჩვენ გვაკლდა მორალი, სიბრძნე, ემპათია, კომპრომისი. მიუხედავად ჩვენი კოლოსალური ცოდნისა და გონებისა ჩვენ ვერ შევძელით და ვერ გამოვიყენეთ ჩვენი ნიჭი უკეთესისთვის, საბოლოო ჯამში მთელი პროგრესი და მიღწევები გამოყენებული იყო კაცობრიობის სუიციდისთვის, ჩვენ ვიდექით უფსკრულის პირას და ერთადერთი რამ, რამაც ბოლო ნაბიჯისგან გადაგვარჩინა ეს იყო რადიკალური, ფანატიკური და პრიციპული საზოგადოების ნაწილის შემცირება.
ნეიტრალური ხალხის ხმა წინა პლანზე წამოვიდა და დადგა საკითხი რათა მკვეთრად შეგვეცვალა ჩვენი განვითარების გზა, კაცობრიობის ხედვა და მიზანი. ჩვენ საკმარისად ჭკვიანები ვიყავით იმისთვის რომ აღარ შეგვშინებოდა ასტეროიდების, საკმარისად ჭკვიანები იმისთვის რომ შეგვექმნა ავტონომიური ხომალდები და გვემოგზაურა სხვა მზის სისტემებისკენ გონივრული სიცოცხლის გასამრავლებლად, მაგრამ ჩვენ გვაკლდა მორალი და ემპათია, ის რაც აუცილებელია მარადიული კაცობრიობის არსებობისთვის.
საქმე იმაშია რომ ჩვენს წინაში კვლავ იდგა ფუნდამეტური გამოწვევები, პირველ რიგში საკუთარი თავი, რათა არ გაგვენადგურებინა ერთმანეთი და მეორე სამყაროსებრი გამოწვევები, ერთია არ გეშნოდეს ასტეროიდის და მეორე ისეთი მოვლენების როგორიცაა დიდი აფეთქება, დიახ დიდი აფეთქება, პარალელური სამყაროები და დროის ანომალია, ჩვენ გაცილებით მეტი რამ შევისწავლეთ მათზე და აღმოვაჩნეთ რომ ეს მოვლენები ციკლურ ხასიათს ატარებს, თუმცა ზუსტად არ ვიცით როდის შეიძლება ეს კიდევ მოხდეს და არ ვიცით როგორ დავიცვათ თავი ამისგან, განვითარების ამ ეტაპზე ვთვლით რომ დიდი აფეთქება არაერთხელ მომხდარა აქამდე და ეს პროცესი ესე გაგრძელდება და ყოველ ჯერზე მთელი სამყაროს მატერია ერთგვარ რესეტს განიცდის, ყველაფერი გარკვეულ ეტაპზე ნულს უახლოვდება და მთელი პროცესი იწყება თავიდან.
გამომდინარე იქიდან რომ ეს მოვლენა წარმოუდგნელად რთულია, კომპლექსური და მიუღწევადი ჩვენი მიმდინარე გონებრივი განვითარების გადასახედიდან, ჩვენ გვინდა რომ მეტი დრო მივცეთ ჩვენს თავს, კაცობრიობას, ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს ცოდნას, ჩვენს ისტორიას, განვითარების მთელ ამ ჯაჭვს და არ გვინდა ეს ყველაფერი ერთ დღეს რომ დარესეტდეს და გაქრეს! დიახ, ეს ჩვენი ყველაზე დიდი შიშია ამ ეტაპზე, ეს არის მიზეზი თუ რატომ ვმრავლდებით კაცობრიობა და რატომ გვიყვარს ჩვენი შთამომავლობა, ჩვენი ბავშვების ასე დიდად. ჩვენ ყველაფრის უკან ლოგიკა დავინახეთ და სიყვარული ჩვენი შვილების მიმართ საბოლოოდ აიხსნა იმით რომ ეს ჩვენი ხედვაა უკვდავების მიმართ, რათმაუნდა დღეს დღეობით სიბერე პრობლემა აღარაა, ჩვენ ვმართავდ დაბერების პროცესს ისე როგორც გვინდა და სურვილის შემთხვევაში უკანაც შევაბრუნებთ და გაახალგაზრდავებას დავიწყებთ, თუმცა ყოველთვის ესე როდი იყო.
მოკლედ, მთელი მიზეზი ჩვენი წინსვლისა საბოლოოდ იყო ბანალური – სურვილი მარადიულად გვეცხოვრა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს არსებობას, ინფორმაციას და განცდილ მოვლენებს და გრძნობებს, ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი მარადიულად იყოს და ის რაც ამ ეტაპზე ამ ყოველივეს საფრთხეს უქმნის ისევ ჩვენ ვართ – ადამიანები, შორეულ პერპექტივაში კიდევ ბუნების კანონები რომლებიც ჯერ არ შეგვისწავლია და მეტი დრო გვჭირდება იმისთვის რომ თავიდან ავირიდოთ ეგზისტენციალური არსებობა: დიდი აფეთქება, უწყვეტი სამყაროს გაფართოება და ა.შ.
ნეიტრალურმა, არა რადიკალურმა საზოგადოებამ შემოგვთავაზა მოდელი რათა სამომავლო კონფლიქტი თავიდან ავირიდოთ, ვმართოთ ჩვენი შთამომავლობის ფსიქო/ანალიტიკური მდგომარეობა, ამ მიზნის მისაღწევად გადაწყდა ემბრიონების კონტროლი და სელექცია, დაიბადონ ადამიანები რომელთაც არ გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული რადიკალური ნიშნები, არ არიან ფანატიკოსები, არ არიან მზად იმისთვის რომ სისხლი დაღვარონ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და მათი მიზანი უპირველეს ყოვლისა მოიცავს პროგრესს, ემპათიურობას და სიყვარულს გარშემომყოფების მიმართ.
ეს შეიძლება გარკვეულ ტიპად ჩაითვალოს გენოციდად კონკრეტული ტიპის ადამიანების მიმართ, მაგრამ როგორც ნათქვამია, სასოწარკვეთილი მომენტები მოითხოვენ სასოწარკვეთილ გადაწყვეტილებებს და შედეგმაც არ დააყოვნა, დაიწყო პოპულაციის კონტროლი, ემბრიონები (ამ დროისთვის ტრადიციული მშობიარობა დავიყწებას მიეცა და კაცობრიობა გადავიდა ინკუბატორული რეპროდუქციის პრინციპზე, გენეტიკური მასალა უბრალოდ შედიოდა ინკუბატორში და ახალი შთამომავლობა მშობლების მონაცემების საფუძველზე იზრდებოდა კაფსულაში) თუ არ აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს უბრალოდ ნადგურდებოდა და ნაცვლდებოდა სხვებით რომლებიც ერგებოდა კაცობრიობის ახალ მოდელს.
სამწუხაროდ გენეტიკური მოდელის შესწავლამ არ გამოიღო 100% შედეგი და ძალადობის ნიშნებით დაბადებული ბავშვების რაოდენობა მოსალოდნელზე მაღალი იყო, დიახ, მიუხედავად იმისა რომ მათ გენეტიკაში ძალადობის და რადიკალიზმის ინფორმაცია მინიმალური იყო, პერიოდულად მაინც ჩნდებოდა ხალხი მსგავსი მიდრეკილებებით რაც საფრთხეს უქმნიდა კაცობრიობის მეობას და გამოწვევების გადალხვას. შედეგად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რათა ემბრიონები, განვითარების ბოლო სტადიაზე გამოგვეცადა.
ეს გამოცდა მოიცავდა ტვინის ტესტირებას, როდესაც ჩანასახი საკმარისად განვითარებული იყო აზროვნებისთვის ჩვენ ვტვირთავდით მათ გონებას რეალური სამყაროს იმიტაციაში რათა გაგვეგო მათი სიღრმისეული მორალი, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ ისინი, რა გზით წავიდოდნენ, როგორ გაუკმკლავდებოდნენ სირთულეებს, იქნებოდნენ თუ არა ემპათიური, იქნებოდნენ თუ არა გაწონასწორებული, მოკლავდნენ თუ არა ვინმეს, ექნებოდათ თუ არა დისტრუქციული მიდრეკილებები.
ეს ჩატვირთვა ხელოვნურ სამყაროში (ერთგვარ მატრიცაში, რომლის მოდელადაც აღებული იყო 21 საუკუნე) ხდებოდა ემრიონის ბოლო ეტაპზე, ეს ყოველივე გავდა სიზმარს, ძალიან რეალისტურ სიზმარს რომელიც სამყაროს სრულ იმიტაციას ახდენდა, შესაბამისად ტესტის შედეგები მაქსიმალურად მიახლოებული იყო რეალურ გარემოს, გარდა ამისა მატრიცაში დროის დინება საგრძნობლად იყო აჩქარებული, რამოდენიმე კვირაში შეიძლებოდა მთელი ცხოვრების გავლა, ყველაფრის გამოცდა და გავლა, შესაბამისად კაცობრიობის მორიგი წარმომადგენელი სრულ გამოცდას გადიოდა იმისთვის რომ დაბადებულიყო ღირსეული კანდიდატი, პირი რომელიც გააგრძელებდა არსებობას გონივრული სიცოცხლის სახით და გადაარჩენდა კაცობრიობის არსებობის ინფორმაციას ეგზისტენციალური საფრთხეებისგან.
ამ ექსპერიმენტმა გაამართლა, მატრიცაში მყოფმა გონებამ არაერთი გამოცდა გაიარა და ჩვენ შევძელით თითქმის 100% იანი სიზუსტით გაგვერჩია კაი ადამიანები ცუდისგან, კონფლიქტებმა ეტაპობრივად იკლო და რაღაც ეტაპზე განხეთქილებებიც შემციდრდა, რადიკალური საზოგადოების ნაწილი რომელიც დარჩა წინა პლანეტარული ომებისგან დარწმუნდა ნეიტრალური ხალხის გადაწყვეტილების სისწორეში და მოერგო ახალ მოდელს, გარდა ამისა მომდევნო თაობები უკვე სწორი მორალით იბადებოდნენ და ყველას გავლილი ქონდა ცხოვრებისეული გამოცდა, თუმცა საკმაოდ არაბუნებრივი იყო თავიდან ზრდასრული ახალშობილების ხილვა, წარმოდგინეთ 1 თვის პატარა რომელსაც წინა ცხოვრებაში (მატრიცაში) მთელი ცხოვრებით იცხოვრა და მოევლინა სამყაროს ამ გამოცდილებით და ცოდნით, დამერწმუნებით ალბათ რომ არაბუნებრივია.
გასაოცარია რამდენ რამეს შეიძლება მიაღწიო ტექნოლოგიების წყალობით, კაცობრიობის მოძრაობა კიდევ წარმოუდგენლად საინტერესო პროცესია, ათასობით წლის ან უფრო მეტი ხნის მერე ალბათ ჩვენ შევძლებთ სამყაროს სიკვიდლის/დაბადების ციკლურობის მიზეზების დადგენას და ამ მოვლენისგან თავის დაცვასაც, თუმცა ვინ იცის, იქნებ ახალამა პასუხებმა კიდევ უფრო მეტი შეკითხვა დაბადოს?
როგორც არ უნდა იყოს, პროცესი გრძელდება, ჩვენ განვიცდით, ჩვენ ვსწავლობთ, ჩვენ ვვითარდებით და წინ მივდივართ, მე კიდევ მორიგი კანდიდატი კაპსულიდან ვწერ ამ სტატიას და ველოდები ჩემს ჯერს, ჩემს ჯერს რათა ჩემი როლი შევიტანო ინტელექტუალური არსებობის მარადისობაში, ველოდები ჩემი კანდიდატურის განხილვას და იმედია საკმაოდ მორალური ვარ იმისთვის რათა ახალ სამყაროში ჩემი წვლილი შევიტანო.