გამარჯობა, როგორ ხარ?
კარგად შენ?
სალამი, ხო ხარ კარგად?
კი კი, შენ როგორ ხარ?
ჰაი, რას შვები როგორ ხარ?
არამიშავს, თავად?
ეთიკეტი, საუბარი რაიმეთი ხომ უნდა დაიწყოს, არა? და ჩვენ ვსვამთ შეკითხვას რომელზეც პასუხი წინასწარვე ვიცით, რამეთუ არ შეიძლება პასუხი ამ შეკითხვაზე გულახდილი იყოს, არ შეიძლება თქვა რომ კარგად არ ხარ, რომ პრობლემები გაქ, რომ ქტკივა, გაწუხებს, გენატრება, გულს გიმძიმებს, ნერვები დაძაბული გაქ, სევდას განიცდი, მიზანს ვერ ხედავ, მოტივაცია დაკარგე და ხანდახან უბრალოდ გინდა იყვირო მთელი ხმით და თქვა ის რაც გინდა, გინდა უბრალოდ თქვა რომ ყველაფერი კარგად არ არის, გინდა ამოიღო და გადმოანთხიო მთელი ტვირთი, უბრალოდ აფეთქდე, გაანათო უფრო მეტად ვინემ ათასი მზე ზენიტში და იყო გულახდილი, მაგრამ ეთიკეტი, მაგრამ ეგო, მაგრამ რას იფიქრებს ხალხი, მაგრამ მათ ეს არ ადარდებთ, მათ ეს არ ანაღვლებთ, მაგრამ ისინი ამ ყველაფერთან ხომ არაფერ შუაში არიან, მაგრამ ეს ხო მხოლოდ და მხოლოდ შენი პრობლემაა, მაგრამ მათ ამის ცოდნა სულაც არ უნდოდათ, მაგრამ ისინი ძველ ბანალურ პასუხს ელოდნენ, მაგრამ…
ვართ გულახდილნი? ვნანობთ? უკან ვიხედებით და ღამე ბალიშზე თავს რო ვდებთ ვფიქრობთ რომ ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა წასულიყო, ალტერნატიული გზებით, სხვანაერი გადაწყვეტილებებით, მაგრამ ეგო, მაგრამ შენგან ამას არ ელოდებიან, მაგრამ შენგან ხომ ბანალურ პასუხს ელოდებიან.
ვფიქრობ ცხოვრებაში არაფერი არ გვიყალიბებს ჩვენ პიროვნულ თვისებებს ისე კარგად როგორც ტკივილი, განა შეძლება საკუთარი თავი სხვაგვარად შეიცნო? გარშემოტყმული სიყვარულით, ყურადღებით, კომფორტით, და პოზიტივით, ეს შენ ხარ? როცა ყველაფერი კარგადაა, როცა არ გიჭირს და არც განიცდი, როცა წინაღობებს არ ეჯახები და მათ არ ლახავ, შეძლებ კი საკუთარი რეალური ‘მე’ – ს დანახვას?
დარჩე მარტო საკუთარ თავთან, ეძებო შენი საკუთარი მე, არ იგრძნო მარტოსულობა როცა გარშემო არავინაა, მელანქოლია და იყო სრულყოფილი პიროვნება სხვების გარეშე, ალბათ ასე გამოიყურება ჭეშმარიტი ბედნიერება, ალბათ ასე გრძნობ თავს სრულყოფილ ადამიანად. რა არის ამის ალტერნატივა? სოციუმი, ხალხი რომელიც შენს გარშემოა და რომელთან ერთადაც აღარ გრძნობ თავს მარტოსულად, ცარიელად, მიტოვებულად, დეპრესიულად, ბევრი გზაა ამ განცდების გადასალახად, ვფიქრობ ყველაზე საიმედო გზა არის ის რომელიც სრულყოფილად გაგრძნობინებს თავს საკუთარ კომპანიაში და არ ხდის შენს ბედნიერებას სხვაზე დამოკიდებულს, ნიშნავს ეს კი იმას რომ დარჩე მარტოდ? მოერიდო საზოგადოებას? არა რათქმაუნდა, შენ შეგიძლია გყავდეს მეგობრები, თუმცაღა ვფიქობ მეგობრები არ უნდა იყოს შენთვის მარტოსულობის დაძლევის საშუალებად, შენ უკვე უნდა იყო სრული და ბედნიერი რათა შეიძინო ჭეშმარიტი მეგობრები და არა ისტრუმენტი საკუთარი ემოციური პრობლების მოსაგვარებლად.
ეგო? რამდენჯერ შეგვიშალა ხელი მან რათა გვეთქვა ის რაც გვსურდა, გვეთქვა ის რაც გვინდოდა, გვეთქვა ის რისიც გვეშინოდა, გვეთქვა ის რაც გვახარებდა და სიხრულით გვავსებდა, რამდენჯერ არ ვიყავით ჩვენ გულახდილნი? რამდენჯერ ვიფიქრეთ რომ ჩვენი სისუსტის გამოვლინება მიუღებელი იყო, რომ ეს დაგვამცირებდა, რომ ჩვენ ვერ გაგვიგებდნენ და გაგვსჯინდნენ? არადა ვინ იცის როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები? ვინ იცის იქნებ ჩვენ სულ ახლოს ვიყავით ჩვენს სულიერ მეგობართან/პარტნიორთან და ვინ იცის იქნებ გულახდილობა მათთან ერთ-ერთი ულამაზესი მომენტი ყოფილიყო ჩვენი ცხოვრებიდან? ვინ იცის იქნებ მათვის ჩვენი სუსტი მხარის გაზიარება სულაც არ ყოფილიყო დამამცირებელი? აბუჩად ასაგდები და განმკითხველი? ალბათ არის რაღაცეები რასაც ვერასოდეს ვერ შევცვლით, ვერასოდეს დავბრუნდებით იქ უკან და ვერ ვეტყვით მათ ყველაფერს, ყველაფერს იმას რასაც ვფიქრობთ, რისაც გვეშინია, რაც გვახარებს და ა.შ. ვინ იცირ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები??
და მაინც როგორ ხარ? ოღონდ მართლა? გიჭირს რამე? გიმძიმებს სულს რამე? ნანობ რაიმეს? შემიძლია შენი დახმარება? ოღონდ მართლა, იყავი გულახდილი და თქვი ისე როგორც არის, ნურც მოაკლებ და ნურც დაამატებ, იყავი ერთგული ჩემთან და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან, გაშიშვლდი სულიერად, მიენდე, თუნდაც ერთხელ, თუნდაც ცოტა ხნით, თუნდაც მარტო მასთან და მხოლოდ მასთან, განა რა შეიძლება რომ მოხდეს? განა რა შეიძლება რომ არასწორად წავიდეს? ბოლო ბოლო დასასრული ყველას ერთი გვაქ მაინც, განა დანაშაულია ხადახან მაინც, თუნდაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც აიღო და ღიად უპასუხო და თქვა ყველაფერი ისე როგორც არის, არ გასცე ბანალური პასუხო და დაარღვიო ეთიკეტი და უპასუხო აბსოლიტურად გულახდილად შეკითხვას – როგორ ხარ?