– დაგავიწყდა რატო ხარ მარტო? ჩაკეტილი საკუთარ თავში? თუ პერიოდულად მაინც გჭირდება შეხსეენბა რა მოყვება გახსნას? ახალი მოლოდინების გაჩენას?
– მე მხოლოდ…
– არ გინდა არ დაიწყო, შენ პირველად არ დგახარ ამ გზაზე და იცი ის საითაც მიდის, აბა მითხარი როდის იგრძენი თავი ესე საზიზღრად ბოლოს მარტოობაში? არც არასოდეს, არ გაქ მოლოდინი არ გაქ პრობლემები, არ გყავს ახლო ხალხი არ განიცდი მათი დაკარგვისგან მიღებულ ტკივილს თუ იმდენად ძლიერი ხარ რო გაიხსნა სამყაროსთვის, იყოლიო ბევრი მეგობრები და მერე როცა ისინი დაგტივებენ დაიტანჯო? ისინი კი უეჭველი დაგტოვებენ, ეჭვი არ შეგეპაროს ამაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.
– კი ეგრეა, მართალი ხარ, მაგრამ განა ტყუილდად ამბობენ რომ ადამიანი სოციალური ცხოველია? მას აქვს ურთიერთობის შინაგანი მოთხოვნა, თუმცა შენიც შესანიშნავად მესმის, გადის დრო, გეცლება ახლობელი ხალხი, მეგობრები, ზოგი როგორ ზოგი როგორ და ყოველ ჯერზე ამაზრზენად გრძნობ თავს და დეპრესიაში ვარდები, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე, წყეული დაკარგვის ტკივილი ყოველ ჟერზე მეტრონომივით გამართულად გესხმის თავს და ცხოვრების ხალის გაკარგვინებს.
– ზუსტად, აი ამიტოდ გახსენებ ყოველთვის რო დისტანცია დაიკავო ადამიანებთან, არა იმიტომ რო ისინი ცუდები არიან ან იმიტომ რომ შენ ხარ ცუდი, არამედ იმიტომ რომ მათი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არ განიცადო, შენ ხო თავად შესანიშნავად მოგეხსენება რა მწარეა მსგავსი ტკივილი და რამდენად ნეგატიურად მოქმედებს შენზე? თუ მაგის გარდა სხვა დეპრესიის მიზეზი არ გაქ? ზევიდან კიდევ ესეც რომ დაუმატო?
– კი მაგრამ მე ხო ვცდილობდი ეგრე მეცხოვრა, ჩემ სამყაროში, ყურსასმენებით, საყვარელ წიგნებთან ერთად, მარტოს, ცალკე, გვერდზე, პატარა მშვიდ სამყაროში… მაგრამ არ გამოდის, ძნელია, ადრე თუ გვიან გინდება ვინმესთან საუბარი, მათ შენთან, თუმცა ბოლოს სხვადასხვა მიზეზების გამო ყველაფერი იმსხვრევა და იკარგება, მეტრონომივით გამოზომილი ნაღველი ყოველი ურთიერთობის მცდელობის მერე, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ…
– და ამაშია ამ ცხოვრების ტრაგედიაც არა? მისცე ადამიანს სოციალური ბუნება და ამავდროულად გამუდმებით დააკარგვინო ახლობელი ხალხი, ისევ და ისევ…
– და რა შეიძლება რო შევცალოთ? რა შეიძლება რო გავაკეთოთ სხვანაერად? რო ამჯერად ისე არ იყოს როგორც ადრე, რო ამჯერად სხვანაერად განვითარდეს მოვლენები და მეტრონომაც შეწყვიტოს მორიგი ისრის გადახრა დეპრესიისკენ?
– მე ვერ გიპასუხებ ამ შეკითხვაზე, ყოველ შემთხვევაში ობიექტურად, მე მხოლოდ შენი შინაგანი ხმა ვარ და მეტი არაფერი და გარდა ამისა შენი შინაგანი ხმა რომელიც მიდრეკილია უიმედობისკენ და სასოწარკვეთისკენ, მე ვერ გიპასუხებ იმიტომ რომ დიდი ხანია რაც მხოლოდ წყვდიადს ვხედავ, ძაან დიდი ხანია რაც ჩვენ მარტო ვართ გესმის? ეს სიმარტოვე ჩვენი ნაწილია და ქვეცნობიერად გვინდა ეს ჩვენ თუ არა მისკენ მივისწრაფით და მასში ვსულდგმულობთ, ეს ჩვენი კომფორტიის ზონაა, ეს ის ადგილია სადაც ჩვენ თავს დაცულად ვგრძნობთ.
– როგორ ფიქრობ გვაქ კი ჩვენ ნათელი მხარეც? მე და შენ ყოველთვის ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებებს და არასოდეს გვიცდია ჩვენ ნათელ მხარესთან ურთიეთობა, ექნება კი მას პასუხი ჩვენ შეკითხვაზე? ეცოდინება მას როგორ შევაჩეროთ ეს მეტრონომი??