რატომ ხდება ისე რომ ზოგი ადამიანი ადრეული ასაკიდან იძენს სიბრძნეს? გამორჩეულ ხედვის კუთხეს? განსხვავებულ და რადიკალურ აზროვნებას რომელიც უკვე არსებულ სტანდარტებს არღვევს და სამყაროს სულ სხვა კუთხიდან ხედავს? მაშინ როცა ბევრი ზრდასრული ადამიანი უბრალოდ არაადეკვატურია, მიყვება დინებას და საკუთარი აზრი არ გააჩნია? რაშია მიზეზი? გარემო პირობები? აღზრდა? სხვა ფაქტორები?
იქნებ ეს დაკავშირებულია რეინკარნაციასთან? ადრე შეძენილი ინფორმაცია და გამოცდილება ჩვენთან რჩება გარკვეულ წილად და ბოლომდე არ „ვიშლებით“ სიკვდილის მომენტში. არის დეტალები და ცოდნის ნაწილი რომელსაც ჩვენ ვინარჩუნებთ და ყოველი მომდევნო რეინკარნაცია უფრო ბრძენს ხდის ადამიანის სულს. არიან ახალგაზრდა ადამიანები რომელსაც მარტო გარეგნობა აქვთ ახალი სული კიდევ ე.წ. Old Soul.
მსგავსი ტიპის ადამიანებს ასევე გააჩნიათ გარკვეული გამძაფრებული ინტუიცია, ისინი ადვილად ითვისებენ ახალ ინფორმაციას და საკმაოდ მარტივად ერკვევიან ადამიანთა ფსიქოლოგიაში. ასევე შეიმჩნევა დიდი მსგავსება ე.წ. „ინდიგო ბავშვებთან“.
Old Soul – ტიპის ადამიანებმა ზუსტად იციან თუ ვისთან სურთ ურთიერთობა, მათ ასევე პატარა ასაკიდან გააზრებული აქვთ მეტ-ნაკლებად თავიანთი ცხოვრების გზა და ზუსტად იციან ის თუ რისი მიღება სურთ ცხოვრებისგან, ხშირად არიან გატაცებული ფილოსოფიით და ასევე საინტერესო ფაქტია ის რომ Old Soul ტიპის ადამიანები გამოირჩევიან ანტისოციალური დამოკიდებულებით, მათ არ სიამოვნებთ ხმაურიანი საზოგადოება და მარტოობას ანიჭებენ უპირატესობას.
ადამიანების ეს კატეგორია გამოიყოფა უშუალო პირდაპირობით, ისინი პირდაპირ ამბობენ თავიანთ სათქმელს თუნდაც ეს არასასიამოვნო იყოს და ადვილად აგებინებენ გარშემომყოფებს იმის შესახებ თუკი რაიმე არ სიამოვნებთ და დისკომფორტს უქმნით. ამის გამო მსგავსი ტიპის ადამიანებთან ბევრი თავს არიდებს ურთიერთობას და დისტანციას იცავს მათგან.
Old Soul ასევე გამოირჩევა ბევრი ფიქრით, ისინი გამუდმებით ფიქრობენ ამა თუ იმ დეტალზე, აანალიზებენ ყველაფერს და ხშირად მიისწრაფვიან პერფექციონიზმისკენ. ისინი პრაქტიკულად არასოდეს იმეორებენ ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ და ყოველთვის სწავლობენ თავიანთი წარუმატებელი მოქმედებებით.
ასევე აღსანიშნავია გამუდმებული სურვილი რაღაცა ახლის შესწავლისა, პროგრესი, წინსვლა, ცონდის შეგროვება და ახალი საკითხების ძირფესვიანი შესწავლა.
მომდევნო სიტყვები კი მოკლედ აღწერს მათ ხასიათს და ფსიქოლოგიას: წიგნები, მეგობრების შეძენა რთულია, მოსმენა, მარტივი ათვისება, გრძნობების დამალვა, მატერიალური კეთილდღეობა მეორეხარისხოვანია, მარტოსული, განმარტოება.
ჩემის აზრით ყველა Old Soul ეს ერთი და იმავე სულის მრავალჯერადი რეინკარნაციაა, ეს მარტივად ახსნიდა მათ გამუდმებულ სწრაფვას ინფორმაციისადმი და ცოდნისადმი, მათთვის ფრაზა „იცხოვრე ისე თითქოს ხვალ მოკვდები და ისწავლე ისე თითქოს სამუდამოდ უნდა იცხოვრო“ ცხოვრების დევიზია.