Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

შენც შეეჩვიე წყვდიადს?

– შენც შეეჩვიე წყვდიადს?

– კი, უკვე ძაან დიდი ხანია ის ჩემი ნაწილია, მე კიდევ მისი. ის ჩემი საკუთრებაა, მე კიდევ მას ვეკუთვნი.

– არ გიცდია სინათლის შემოშვება შენს ცხოვრებაში?

– არა, იმიტომ რომ სინათლე ტკბილი ტყუილია და წყვდიადი მწარე რეალობაა.

– განა ეს მტკივნეული არ არის?

– იცხოვრო წყვდიადში სულაც არ ნიშნავს იცხოვრო ტკივილში, თუ წყვდიადი ერთადერთი რამაა რაც შენ იცი, მაშინ მისი გაგება ბევრად მარტივია, მისი შეყვარება ბუნებრივია და მასთან თანაცხოვრება კომფორტული. მარტივია იყო მარტო როცა სხვა არაფერი იცი, მარტივია იცხოვრო სითბოსა და სიყვარულის გარეშე თუ ეს გრძნობები თავიდანვე არ შეგიგრძვნია ან კიდევ შეგიგრძვნია მაგრამ მას მერე ძაან დიდი დრო გავიდა და უკვე დავიწყებას მიეცა.
მთავარია ამ წყვდიადში ცხოვრებისას დიდი ხნით არ შეეხო სინათლეს და სითბოს, ტკბილმა ილუზიამ შეჩვევა იცის, ის გითბობს სულს რომელიც ერთი შეხედვით უკვე დიდი ხნის წინ უნდა გამხდარიყო წყვდიადის ნაწილი, გითბობს გულს რომელიც დიდი ხანია აღარ ძგერს და გაძლევს იმედს, იმედს მომავლისა, მომავლისა რომელიც სავსეა პოზიტივით, სითბოთი და სიყვარულით.
სამწუხაროდ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა, ილუზია რომელიც კვლავ გაბრუნებს წყვდიადში, წყვდიადში რომელსაც შენ გადაეჩვიე, რომელსაც შენ უღალატე და დაივიწყე. არაფერი არ ანადგურებს ადამიანს იმაზე მეტად ვინემ მოლოდინი, მოლოდინი რომელიც იმედით გავსებს, რომელიც სურვილებს და მისწრაფებებს გიღვივებს, მხოლოდ იმისთვის რომ მერე ეს ყველაფერი დაანგრიოს და დაგაბრუნოს კვლავ უიმედობაში და მარტოობაში.

– განა ესეთი მიდგომა ცხოვრებისადმი მეტისმეტად დიდი სისასტიკე არაა საკუთარი თავისადმი?

– არა, არაფერი სასტიკი არაა წვდიადში თუ შენ სინათლეს არ შეეხები, თუ შენ იმედით და მოლოდინით არ აღივსები. წყვდიადი არასოდეს მიგატოვებს, არასოდეს გიღალატებს და არასოდეს შეგპირდება იმას რის ასრულებასაც ნულოვანი შანსი აქვს. წყვდიადი ეს მწარე, მაგრამ მაინც რეალობაა, იმედი კიდევ, მხოლოდ და მხოლოდ ტკბილი სიცრუე…

…თუ ძაან დიდი ხანი იყურები უფსკრულში, უფსკრული თავად გიწყებს ყურებას!