მაშ ასე, მოკლედ და მარტივად, ყოველდღიური რეალობა ქართული ახალგაზრდობისა გამოიყურება შემდეგნაირად: ბირჟა – გარეთ დგომა/ჯდომა უაზროდ, ყაყანი, უწმაწური სიტყვების გამოყენება მთელს ხმაზე, ჯოკერი, ტოტალიზატორი და სხვა აზარტული თამაშები რომლებიც საბოლოოდ მთავრდება გაუთავებელი ვალებით, დეპრესიით და ონლაინ სესხებით. მუდმივი სასაუბრო თემები შემოიფარგლება დებატებით: ბარსა ჯობია თუ რეალი? მერსედესი თუ მბვ. საყვარელი საქმიანობა: „კაჩაობა“, კონფლიქტური სიტუაციების შექმნა და საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება. სმა – დღევანდელ რეალობაში უკიდურესად საამაყოა ის თუ რამდენად დიდზეა თქვენი სტომაქი გაწელილი, ანუ რამდენი ლიტრი ღვინო ჩადის თქვენს დეფორმირებულ კუჭში. ასევე აღსანიშნავია რომ თქვენი გაწელილი კუჭის ზომა პირდაპირპროპორციულია თქვენი თვითშეფასებისა. სტილი – შავი ფერის სამოსი, ასევე შავი სათვალე (რომელიც აუცილებლად[…]
