Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

რესურსებზე ორიენტირებული ეკონომიკა – The Venus Project

რესურსებზე ორიენტირებული ეკონომიკა უზრუნველყოფს კაცობრიობის გადაყვანას განვითარების ახალ ეტაპზე, თავად პროექტი შედგენილია Jacque Fresco – ს მიერ. მისი რესურსების განაწილების გეგმა საშუალებას იძლევა მოხდეს რესურსების ეკონომიური და მიზანმიმართული გამოყენება. ამ ეტაპზე გეგმა არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ნახაზების სახით, გარდა რესურსების დინამიური მართვისა გეგმა მოიცავს მომავლის ქალაქების ნახაზებსაც, Jacque Fresco – ს გეგმებით აშენებულ ქალაქებში საწარმოო ნარჩენების რაოდენობა დაიყვანება მინიმუმამდე, ქალაქში მოძრაობა უზრუნველყოფილი იქნება ელექტრო მანქანების საშუალებით რაც შეაჩერებს გარემოს დაბინძურებას. თავად პროექტზე, მის პერსპექტიულობაზე და აუცილებლობაზე საუბრობენ ფილმ Zeitgeist – ის  მესამე ნაწილში Zeitgeist: Moving Forward(ფილმის online რეჟიმში საყურებლად დააჭირეთ ამ ლინკს). იმისათვის რომ გაიაზროთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის ხორცშესხმა აუცილებლად ნახეთ ფილმი. ამ პროექტის განსახორციელებლად უპირველეს ყოვლისა საჭიროა ჩვენი ლოგიკისა და აზროვნების შეცვლა რადგან არსებული მდგომარეობა ვერ მოგვცემს საშუალებას ვიცხოვროთ ძველი გზით. გარდა ფილმისა, დეტალური ინფორმაცია The Venus Project(პროექტი ვენერა) – ის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ  ოფიციალური ვებ გვერდიდან www.thevenusproject.com.

Jacque Fresco: “რესურსებზე ორიენტირებული ეკონომიკა არ არის სრულყოფილი, ის უბრალოდ გაცილებით უკეთესია იმაზე რაც ჩვენ გაგვაჩნია დღეს, ადამიანები ვერასდროს ვერ მიაღწევენ სრულყოფას.”