საქმე იდეოლოგიაშია და არა კონკრეტულ პიროვნებებში ან კიდევ კონკრეტულ სახელმწიფოებში, ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ასეა იმ ადამიანებისთვის რომლებიც აზროვნებენ, დანარჩენები კიდევ როგორც ყოველთვის ხედავენ პიროვნებებს/ლიდერებს და არა იდეოლოგიას რომელსაც ისინი წარმოადგენენ, განსაჯო იდეოლოგია იმის მიხედვით თუ რომელი პიროვნება წარმოადგენს მას იგივეა რაც განსაჯო წიგნი მისი ყდის მიხედვით. თქვენ რა გგონიათ იდეოლოგია მოკვდება თუ ეს პიროვნებები დაკარგავენ ძალაუფლებას? ჰაჰა, მიამიტები…
სამყარო გახლეჩილია და ეს გახლეჩა ატარებს იდეოლოგიურ ხასიათს, წითელი ხაზები იკვეთება საზოგადოებაში, ძირითადი ბრძოლა მიმდინარეობს ძველსა და ახალს შორის, თუმცა ყველაფერი ახალი კარგი როდია. გლობალიზაცია თუ ნაციონალიზმი? უკონტროლო მიგრაცია თუ პრობლემების გადაჭრა იმ სახელმწიფოებში საიდანაც მიგრაცია ხდება? განა ხალხის გაქცევა საკუთარი სამშობლოდან მათი სამშობლოს სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის? იქნებ ასევე არ ღირდეს დემოკრატიის უნიჭო ექსპორტი და მმართველების გადაგდება ძალისხმიერი გზით და მერე შექმნილ ძალაუფლებრივ ვაკუუმში ტერორიზმის აღზევების ხელშეწყობა?
რატომღაც დამკვიდრდა ესეთი ცნობიერება თითქოს ყველა დასავლური იდეა გონივრულია და მიდის აქტიური ქილიკი ყველა იმ ადამიანისა ვინც დასავლურ იდეოლოგიას არ იზიარებს და არ ემხრობა, ყველას ავტომატურად ეკვრობა ნაციზმის იარლიყი ან იმპერიალისტის იარლიყი. საქმე იმაშია რომ ბოლო რამოდენიმე ათწლეულის მანძილზე დასავლური მიდგომა უფრო და უფრო მეტ პრობლემებს აჩენს, ერაყი, ლიბია, სირია და ა.შ. დემოკრატიის ექსპორტმა ამ სახელმწიფოებში სრული ფიასკო განიცადა და ხელი შეუწყო ტერორიზმის აღზევებას, ტერორიზმის აღზევებას ასევე ხელი შეუწყო გაუთავებელმა ომებმა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვამ, ზიზღი დასავლეთის მიმართ გამოწვეულია მისი გარე პოლიტიკის გამო.
ძაან ამაზრზენი სანახავია ასევე მიზანმიმართული გადატრიალებების მოწყობა და რადიკალურ-ნაცისტური დაჯგუფებების დაფინანსება იმ მიზნით რომ საკუთარ გეო-პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიო, ეს სამყაროში დესტაბილიზაციას იწვევს და მსხვილი სამხედრო კონფლიქტს რელურს ხდის, ოცდამეერთე საუკუნეში კი მსხვილი სამხედრო კონფლიქტი სხვა არაფერია თუ არა ბირთვული აპოკალიფსი.
დასავლური ელიტა ამპარტავანი გახდა, ისინი ვერ ამჩნევენ საზოგადოების უკმაყოფილებას და საკუთარ ალტერნატიულ რეალობაში არიან ჩაკეტილნი. თუმცა ამ ალტერნატიულ რეალობას ბოლო დროს ბზარი გაუჩნდა, Brexit – მა და ტრამპის გამარჯვებამ ცხადყო საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება ესტემბლიშმენტის მიმართ. ეს ორი მოვლენა განხორციელდა მიუხედავად იმისა რომ ყველა შესაძლო რესურსი გამოყენებული იყო მათ წინააღმდეგ, მიუხედავად მიკერძოებული მედიისა და ადმინისტრაციული რესურსისა. საზოგადოება იმდენადაა განაწყენებული ესტემბლიშმენტზე რომ უკვე ტრადიციული მართვის ინსტრუმენტებიც ვერ ახერხებენ მათი დამოკიდებულების შეცვლას და ჯერ ყველაფერი კიდევ წინ არის, დაველოდოთ უახლოესი არჩევნების შედეგებს საფრანგეთში და გერმანიაში, გამორიცხული არ არის ვიხილოთ Brexit 3.0 და Brexit 4.0.
ერთ პოლუსიანი სამყარო ნელ-ნელა ინგრევა და ძალას იკრებს მრავალპოლუსიანი წყობა სადაც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ერების ინტერესები, ნელ-ნელა ძალას კარგავს ელიტების მმართველობა, უსასრულო გადატრიალებების და სისხლიანი რევოლუციების პრაქტიკა, დემოკრატიის ძალისხმიერი ექსპორტი, მიზანმიმართული უკონტროლო მიგრაციის პოლიტიკა და გლობალიზაცია, ნელ-ნალე ინგრევა NWO და საათის ისარიც სულ უკან უკან იხევს თორმეტის ნიშნულისგან.