Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

Wisdom #2

ერთი კაცი მივიდა სოკრატესთან და ჰკითხა:

— იცი, რა თქვა შენზე შენმა მეგობარმა?
— მოიცადე, — გააჩერა ის სოკრატემ, — ჯერ ის რაც უნდა თქვა, სამ საცერში გაატარე.

13510973_1411813708835153_8823861088018739438_n— სამ საცერში?
— ვიდრე რამეს იტყვი, ის სამჯერ უნდა გაცრა. ჯერ სიმართლის საცერში. დარწმუნებული ხარ, რომ ეს სიმართლეა?
— არა, მეც სხვისგან გავიგე.
— ე. ი. შენ არ იცი, ეს სიმართლეა თუ არა. მაშინ მეორე საცერში გაატარე — სიკეთის საცერში. შენ, ჩემს მეგობარზე, რამე კარგი უნდა მითხრა?
— არა, პირიქით.
— ესე იგი, — გააგრძელა სოკრატემ , — შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თან დარწმუნებული არ ხარ იმაში, რომ ეს სიმართლეა. მესამე საცერიც გამოვიყენოთ — სარგებლობის საცერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რის მოყოლასაც აპირებ?
— არა, ამის აუცილებლობა არ არის.
— ამრიგად, — დაასკვნა სოკრატმა, — იმაში, რისი თქმაც შენ გინდა, არც სიმართლეა, არც სიკეთე და არც სარგებელი. მაშინ რატომ უნდა მითხრა?