რათქმაუნდა იდეალური არ ვარ და არც არავინ და არაფერია იდეალური, მეც უამრავი ნაკლი მაქვს რასაც ვებრძვი , ვცდილობ შევცვალო ის უარყოფითი მხარე რომელიც არ მომწონს … ჩემში ორი პიროვნება ცხოვრობს , რომლებსაც ბრძოლა აქვთ გამრთული ერთმანეთში და ეს ბრძოლა დასრულდება მაშინ როდესაც მე მოვკდები …
არის მომენტები როდესაც ისეთ რამეს ვაკეთებ რაც მართლა არ მომწონს , მაგალითად არის შემთხვევა როდესაც მატერიალურისთვის მიმინიჭებია მნიშვნელობა და არის მომენტი როდესაც თუნდაც დამიცინია ვინმესთვის (არაფერი ისეთი არასოდეს გამიკეთებია რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება ურბალოდ მცირე მაგალითები მომყავს რაც არ მომწონს) არ დავხმარებივარ ვინმეს როცა შემეძლო, მაგრამ ყოველთვის მახსენებს ჩემი მეორე მე და თითქოს დამცინის ეს რა გააკეთე დღეს ? ეს ხომ არასწორი იყო ? მახსენებს რომ მეც იმათ დავემსგავსე ჩემი საქციელით ვისაც ვაკრიტიკებ… როცა მარტო ვრჩები სწორედ საკუთარი თავი მარცხვენს საკუთარ თავთან … ძნელია ეგოს დამარცხება მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის … ჩემი აზრით ადამიანს მაშინ უნდა ეწოდოს ადამიანი როდესაც ეგოს დაამარცხებს და მასზე მაღლა დადგება … მანამდე ადამიანი უბრალოდ მხეცია რომელიც ყველაფერზე ნადირობს … ასევე შეგიძლია ბალანსი დაიცვა , შეიძლება ვერ გაიმარჯვო მაგრამ არც ეგოს მისცე შენი დამარცხების უფლება , ყოველთვის გაუწიე წინააღმდეგობა, როცა ამას გააკეთებ ჩათვალე რომ დიდი ნაბიჯი გადადგი ადამიანობისკენ …