“ღმერთი მოკვდა! ის ჩვენ მოვკალით, ჩვენ, მკვლელებმა მკვლელებს შორის, ის ჩვენი დანით იცლება სისხლისგან.”
ადამიანები, რომლებსაც ნიცშე საერთოდ არ წაუკითხავთ და უბრალოდ გაუგიათ ფრაზა “ღმერთი მოკვდა”, ხშირად ატრიალებენ ამ ფრაზას და ხაზს უსვამენ, რომ ნიცშე “ღმერთმოძულე” ათეისტი იყო. ადამიანების უმრავლესობა ვისაც ეს ფრაზა გაუგია ფიქრობს, რომ ნიცშე უბრალოდ ნიშნის მოგებით ამბობს რომ მორჩა, რელიგიის დრო დამთავრდა, ღმერთი წარსულს ჩაბარდა და ა.შ. მაგრამ ვისაც მეორე წინადადების წაკითხვა არ შეეზარა, ადვილად მიხვდება რომ ნიცშე პირიქით, მწუხარებით ამბობს როგორ მოკლა ღმერთის იდეა თანამედროვე საზოგადოებამ.
“ღმერთი მოკვდა” – ეს გახდა ყველა ფასეულობის ნგრევის საწინდარი, ამ მომენტიდან “მორალს” როგორც ასეთს, აღარ აქვს წინააღმდეგობის უნარი, მასთან ერთად კი ინგრევა ყველა განხილვა, რომლებიც ახერხებდნენ ყოფილი ნორმების და ფასეულობების გამართლებას და დაკანონებას, მორალის გაქრობის ტენდენციაზე წუხს ნიცშე და სწორედ ამიტომ “მოკვდა ღმერთი”.