– შენც შეეჩვიე წყვდიადს? – კი, უკვე ძაან დიდი ხანია ის ჩემი ნაწილია, მე კიდევ მისი. ის ჩემი საკუთრებაა, მე კიდევ მას ვეკუთვნი. – არ გიცდია სინათლის შემოშვება შენს ცხოვრებაში? – არა, იმიტომ რომ სინათლე ტკბილი ტყუილია და წყვდიადი მწარე რეალობაა. – განა ეს მტკივნეული არ არის? – იცხოვრო წყვდიადში სულაც არ ნიშნავს იცხოვრო ტკივილში, თუ წყვდიადი ერთადერთი რამაა რაც შენ იცი, მაშინ მისი გაგება ბევრად მარტივია, მისი შეყვარება ბუნებრივია და მასთან თანაცხოვრება კომფორტული. მარტივია იყო მარტო როცა სხვა არაფერი იცი, მარტივია იცხოვრო სითბოსა და სიყვარულის გარეშე თუ ეს გრძნობები თავიდანვე არ შეგიგრძვნია ან კიდევ შეგიგრძვნია მაგრამ მას მერე ძაან[…]
