Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

ყველაფერზე და არაფერზე

არსებობს კი ეროვნება? სხვადასხვა ქვეყნები? საზღვრები? არსებობს ადამიანებს შორის ფუნდამენტალური სხვაობა? რატომ ხდება ისე რომ ზოგი ადამიანი ადვილად იგებს სხვის ტკივილს, სხვები კიდევ სრულიად აშკარა დეტალებს ვერ ამჩნევენ? ის რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენლად მარტივი და ადვილია, სხვებისთვის სრულიად შეუძლებელი აღსაქმელია. ადვილია ილუზიას აყოლა და აბსტრაქტული ფასეულებებით ცხოვრება? სად დავუშვით შეცდომა და რა იწვევს ამ განცდებს რომელიც გამუდმებით გეუბნება: რაღაცა არასწორად მიდის, სადღაც ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაერად დასრულებულიყო? შეიძლებოდა რამე რეალურის და ღირებული კეთება? რა გაიძულებს წინ იმოძრავო? როგორ ფიქრობ რაშია მიზანი? საიდან დაიწყო ყველაფერი? და როგორი დასასრული იქნება? რა იყო მანამდე და რა იქნება შემდეგ? თუ ჯანდაბას[…]

დაწვრილებით »

აფსოლიტური რეალობა

ის: მისმინე როგორ ფიქრობ რაშია ცხოვრების აზრი? იმის თქმა მინდა რომ თუ სიკვდილი გარდაუვალია და ყველა ჩვენი მიღწევა და წარმატება, კარიერა თუ იმპერია, ფული და ქონება ერთ დღეს მტვრად იქცევა და ჩვენგან მოგონებებიც კი აღარ დარჩება რისთვის ვიწვალოთ? რატომ უნდა ვიშრომოთ და ვინაღვლოთ მომავალზე რომელიც გარდაუვალ სიკვდილს გვიქადის? ერთი შეხედვით სასოწარკვეთილებამდე და დეპრესიამდე მივყავართ ამ აზრს ან უმეტეს შემთხვევაში არც კი ვფიქრობთ ამაზე, უბრალოდ ისე ვცხოვრობთ თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება. რა არის ეს ფენომენი? საფრთხის იგნორირება? უბრალო უმეცრება? თუ რწმენა იმის რომ სიკვდილი დასასრული არ არის? ალბათ უმეტეს შემთხვევაში რწმენის ფაქტორია რომელიც გვაძლევს იმედს და იმედი კი საკმაოდ ძლიერი[…]

დაწვრილებით »

In finem

60, 70 ან 80 წელი ეს არის ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა (რათქმაუნდა სხვადასხვა ქვეყნებსში ეს მონაცემი განსხვავებულია) რომლის შემდეგაც ჩვენი ცხოვრება დასრულდება, ვფიქრობთ ამ რიცხვებზე და რა მოდის თავში აზრად? შიში? სიცარიელი? ცნობისმოყვარეობა?

დაწვრილებით »

What is role of Humanity?

გთხოვთ გაავრცელოთ სოციალური ქსელების საშუალებით, შეიტანეთ თქვენი წვლილი სამყაროს შეცვლაში.

დაწვრილებით »

კაცობრიობის წარსულის შეცდომები

გადაიტანა თუ არა კაცობრიობამ წარსულში ბირთვული ომი? კითხვა ერთი შეხედვით შეიძლება ფანტასტიკის ნაყოფი გეგონოთ, მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრებმა ინდოეთში ნათლად აჩვენა მასობრივი განადგურების იარაღის ზემოქმედების კვალი. ასევე არსებობს ჩანაწერები სადაც ნახსენებია სხვადასხვა სახის საფრენი ხელსაწყოები და ასევე თანამედროვე ტიპის იარაღები. ჩნდება მოსაზრება რომ კაცობრიობა წარსულშიც არაერთხელ იყო განვითარების ზენიტში და მისსავე უმეცრებით ბრუნდებოდა გამოქვაბულში. ადამიანებს ჩვევად ექცად გამოიყენონ უახლესი ტექნიკური და სამედიცინო მიღწევები უპირველეს ყოვლისა სამხედრო თვალსაზრისით, რაც დამღუპველად მოქმედებს გარემოზე და თავად ადამიანთა მოდგმაზე, როგორც ჩანს ეს თანდაყოლილი კაცობრიობის დეფექტი წარსულშიაც აქტუალური იყო.

დაწვრილებით »

ინდიგო ბავშვები

ალბათ გაგიგიათ ყურისმოკვრის დონეზე მაინც ინდიგო ბავშვების შესახებ, ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ამ ფენომენის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ასევე მოგაწოდოთ აზრი მათი არსებობის მიზეზებზე. სიტყვა ინდიგო ლურჯ ფერს აღნიშნავს მაგრამ უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ ეს არის გარდამავალი ფერი ლურჯსა და იასამნისფერს შორის. პირველად ინდიგო ბავშვების არსებობა შეამჩნიეს ამერიკაში 1982 წელს, ამაზე ალაპარაკდა ერთ–ერთი ექსტრასენსი სახელად ნენსი ენ ტეპი, ის ამტკიცებდა, რომ ბავშვებს უკვე განსხვავებული აურა ქონდათ, მასვე ეკუთვნის იდეა დაერქვათ ახალი თაობის ადამიანებისთვის ინდიგო ბავშვები. ინდიგო ბავშვებს ასევე ეძახიან ხოლმე ვარსვლავურ ბავშვებს ან კრისტალის შვილებს, ისინი გამოირჩევიან ინტუიციის გამახვილებული გრძნობით ასევე მათი ინტელექტი საკმაოდ მაღალია, არსებობს მოსაზრება რომ ინდიგო ბავშვებს შეუძლიათ[…]

დაწვრილებით »

The Esoteric Agenda

ნავთობის შეცვლის აუცილებლობაზე საუბარი ჯერ კიდე 70 – იან წლებში დაიწყო, მას შემდეგ სამყარო რადიკალურად შეიცვალა გახდა ტექნიკურად დახვეწილი, გაჩნდა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები და გამოგონილი იქნა მსოფლიო გლობალური ქსელი რომელსაც ჩვენ ინტერნეტის სახელით ვიცნობთ. პარადოქსია მაგრამ მიუხედავად ყველა არსებული წინსვლისა კაცობრიობა ჯერ კიდევ დამოკიდებულია ნამარხ საწვავზე და ატომურ ენერგიაზე რაც ანადგურებს გარემოს. ჩნდება შეგრძნება იმისა რომ არსებობს გარკვეული საიდუმლო სამსახურები ან ორგანიზაციები რომლებიც ენერგიული თვალსასზრისით გაკეთებულ რევოლუციურ გამოგონებებს მალავენ, რისთვის ჭირდებათ მათ ეს და არის თუ არა ამ ყველაფრის უკან საიდუმლო ორდენები? ეს კითხვა საკმაოდ რთულია და პასუხი შეიძლება გაეცეს მხოლოდ ფაქტებით, ფაქტები კიდევ საკმაოდ შემზარავია რადგან თავს იჩენს ორგანიზაცია[…]

დაწვრილებით »

რესურსებზე ორიენტირებული ეკონომიკა – The Venus Project

რესურსებზე ორიენტირებული ეკონომიკა უზრუნველყოფს კაცობრიობის გადაყვანას განვითარების ახალ ეტაპზე, თავად პროექტი შედგენილია Jacque Fresco – ს მიერ. მისი რესურსების განაწილების გეგმა საშუალებას იძლევა მოხდეს რესურსების ეკონომიური და მიზანმიმართული გამოყენება. ამ ეტაპზე გეგმა არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ნახაზების სახით, გარდა რესურსების დინამიური მართვისა გეგმა მოიცავს მომავლის ქალაქების ნახაზებსაც, Jacque Fresco – ს გეგმებით აშენებულ ქალაქებში საწარმოო ნარჩენების რაოდენობა დაიყვანება მინიმუმამდე, ქალაქში მოძრაობა უზრუნველყოფილი იქნება ელექტრო მანქანების საშუალებით რაც შეაჩერებს გარემოს დაბინძურებას. თავად პროექტზე, მის პერსპექტიულობაზე და აუცილებლობაზე საუბრობენ ფილმ Zeitgeist – ის  მესამე ნაწილში Zeitgeist: Moving Forward(ფილმის online რეჟიმში საყურებლად დააჭირეთ ამ ლინკს). იმისათვის რომ გაიაზროთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის[…]

დაწვრილებით »

ეროვნება

გიფიქრიათ ოდესმე იმაზე თუ რა არის ეროვნება, რას ნიშნავს როცა ხალხი იძახის მე ქართველი ვარ, მე რუსი ვარ, მე ჩინელი ვარ და ა.შ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების მიერ მოფიქრებული მორიგი იარლიყია რომელსაც ისტორიის მანძილზე სისხლისა და განადგურების მეტი არაფერი არ მოუტანია. თავად ეროვნება და ქვეყნის საზღვრები ჩაისახა შორეულ წარსულში, იმდენად რამდენადაც ხალხი იყო ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრზე დაშორებული მათ არ ჰქონდათ ერთმანეთთან აქტიური კავშირის შესაძლებლობა, ისინი ვითარდებოდნენ განსხვავებულად და იძენდნენ განსხვავებულ ღირებულებებს. თუმცა რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას ჩვენ ყველანი ერთნაერები ვართ, ჩვენი სხეულები და ყოველი ატომი მათში შექმნილია ვარსკვლავთა მტვერისგან. მე მესმის ის რომ ხალხისთვის ძნელი იქნება საერთო ენის გამონახვა[…]

დაწვრილებით »

ენერგია

შეგვიძლია თუ არა ჩვენ დღესვე უარის თქმა ნამარხ საწვავზე? პასუხი ამ კითხვაზე გასცეს მსოფლიო დონის წამყვანმა მეცნიერებმა და მიუკერძოებელმა ანალიტიკოსებმა. სავსებით შესაძლებელია ნავთობსა და სხვა ნამარხ საწვავ საშუალებებებზე უარის თქმა და ენერგიის მოპოვება გაცილებით უსაფრთხო წყაროებიდან ისეთებისგან როგორებიცაა ქარი, ზღვის მოქცევა, მზის ენერგია და გეოთერმული წერტილები. ხოლო თუ თქვენ გაინტერესებთ რიცხვები და სტატისტიკა მაშინ იცოდეთ რომ ენერგიის ის დოზა რომელსაც ჩვენ ვიღებთ მზისგან 1 საათის განმავლობაში ეკვივალენტურია მთელი პლანეტის მიერ 1 წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიისა, თუ ჩვენ მოვახერხებთ და ამ ენგიის თუნდაც 1/100 – ს შევაგროვებთ მაშინ კაცობრიობას არასოდეს დასჭირდება ნავთობის მოხმარება. ეს არ არის რაღაც ნაბოდვარი ან ფანტასტიკის ნაწილი,[…]

დაწვრილებით »