Fatum Reputo – რევოლუცია ჩვენს აზროვნებაში

Ludomania

Ludomania – აზარტული თამაშები

აზარტული თამაშები და მათი ნეგატიური გავლენა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა დღეს საქართველოში. არაერთი ოჯახის გაუბედურების მიზეზი გამხდარა კაზინოები და ტოტალიზატორები, ასევე ხშირია სუიციდის შემთხვევები და უსახლკაროდ დარჩენაც. ძირითადი დარტყმა ქვეყნის ახალგაზრდა ფენაზე მოდის, წინა სტატიაშიც ვისაუბრე იმის შესახებ რომ ეს ფენა გამოირჩევა მოტივაციის არქონით და თვითრეალიზაციის შესაძლებლობის არარსებობით რომელიც თავის მხრივ  იწვევს დეპრესიას და უიმედობას, ამაზე დამატებული დასაქმების პრობლემები და ნებისმიერს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი სწრაფი გამდიდრების რომელიც საბოლოოდ სახიფათო ილუზიაა და არაფერს კარგს არ მოუტანს მოთამაშეს. აზარტი როგორც მოგეხსენებათ კი ნარკოტიკივითაა და შეჩვევას იწვევს, ის დაგაკარგვინებთ ადამიანი სახეს და უკანასკნელ სასიცოცხლო ენერგიას გამოგწოვთ რაც გამოიწვევს თქვენს დაზომბებულ აზარტულ მოთამაშედ გადაგაქცევას.[…]

დაწვრილებით »

We are, we are… The Youth Of The Nation

მაშ ასე, მოკლედ და მარტივად, ყოველდღიური რეალობა ქართული ახალგაზრდობისა გამოიყურება შემდეგნაირად: ბირჟა – გარეთ დგომა/ჯდომა უაზროდ, ყაყანი, უწმაწური სიტყვების გამოყენება მთელს ხმაზე, ჯოკერი, ტოტალიზატორი და სხვა აზარტული თამაშები რომლებიც საბოლოოდ მთავრდება გაუთავებელი ვალებით, დეპრესიით და ონლაინ სესხებით. მუდმივი სასაუბრო თემები შემოიფარგლება დებატებით: ბარსა ჯობია თუ რეალი? მერსედესი თუ მბვ. საყვარელი საქმიანობა: „კაჩაობა“, კონფლიქტური სიტუაციების შექმნა და საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება. სმა – დღევანდელ რეალობაში უკიდურესად საამაყოა ის თუ რამდენად დიდზეა თქვენი სტომაქი გაწელილი, ანუ რამდენი ლიტრი ღვინო ჩადის თქვენს დეფორმირებულ კუჭში. ასევე აღსანიშნავია რომ თქვენი გაწელილი კუჭის ზომა პირდაპირპროპორციულია თქვენი თვითშეფასებისა. სტილი – შავი ფერის სამოსი, ასევე შავი სათვალე (რომელიც აუცილებლად[…]

დაწვრილებით »

Hypocrite

თემა ძველია მაგრამ მინდა რომ მაინც გავიხსენო/შევეხო. მაშ ასე, რამოდენიმე თვის წინ მოხდა ტერაქტი პარიზში, რომელიც მართალი გითხრათ ამაზრზენია და საშინელი, მაგრამ ასევე საშინელი და ამაზრზენია ხალხის/კორპორაციების/კომპანიების რეაქცია მასზე. ხალხის რეაქცია – გაუთავებელი პოსტები ტერაქტის შესახებ, პროფილ სურათების შეცვლა, საკუთარი სიმპათიის გამოხატვა პარიზელი მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა სტატუს აპდეითების მეშვეობით. კორპორაციები – Facebook იყენებს აპლიკაციას რომელიც ნებისმიერ მსურველ მომხმარებელს აძლევს საშუალებას შეიცვალოს პროფილ სურათი საფრანგეთის დროშის ფერებში. YouTube ცვლის ლოგოტიპს საფრანგეთის დროშის ფერებში, და ბევრი სხვა კორპორაცია ატარებს ანალოგიურ პროცედურებს. სხვადასხვა კომპანიები/სამოქალაქო ორგანოები/სპორტული ღონისძიებები (The Moment of Silence) – აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას და მწუხარებას. ETC. თქვენ შეიძლება ჩათვალოთ რომ მე უგულო[…]

დაწვრილებით »

სად გაქრა ჩვენი იმედები და სწრაფვები?

ან მე გავგიჟდი ან დანარჩენი სამყარო, სიტყვები რომლის არსსაც დღითი-დღე უფრო კარგად იგებ, გადის დრო და იცვლები, ცვლილება რომელსაც შიგნით განიცდი წარმოუდგენლად დიდია და ადამიანი რომელიც ხარ ეხლა შენ ეზიზღება ადამიანი რომელიც იყავი ადრე და რა მოხდება შემდგედ? შეგიძულებს მომავალი შენ დღევანდელ შენს? როგორ დაინახავს ის შენს ქმედებებს და შეხედულებებს? იქნება შენი ღირებულებები მისთვის მისაღები თუ პირიქით? ადამიანები გამუდმებით იცვლებიან, ძირითადად ამის მიზეზი არის ძლიერი ტკივილი ან დროთა განმავლობაში შეძენილი სიბრძნე, ფუნდამენტალური ღირებულებები მუდმივია, ყველას ის სხვადასხვა აქვს მაგრამ მაინც ერთი, რომელიც ვფიქრობ მდგომარეობს შემდეგში: პატივი სცე სხვის აზრს, აკეთო სიკეთე, არ მიაყენო სხვას ზიანი, იქონიო საკუთარი აზრი და მიზანი,[…]

დაწვრილებით »

ყველაფერზე და არაფერზე

არსებობს კი ეროვნება? სხვადასხვა ქვეყნები? საზღვრები? არსებობს ადამიანებს შორის ფუნდამენტალური სხვაობა? რატომ ხდება ისე რომ ზოგი ადამიანი ადვილად იგებს სხვის ტკივილს, სხვები კიდევ სრულიად აშკარა დეტალებს ვერ ამჩნევენ? ის რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენლად მარტივი და ადვილია, სხვებისთვის სრულიად შეუძლებელი აღსაქმელია. ადვილია ილუზიას აყოლა და აბსტრაქტული ფასეულებებით ცხოვრება? სად დავუშვით შეცდომა და რა იწვევს ამ განცდებს რომელიც გამუდმებით გეუბნება: რაღაცა არასწორად მიდის, სადღაც ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაერად დასრულებულიყო? შეიძლებოდა რამე რეალურის და ღირებული კეთება? რა გაიძულებს წინ იმოძრავო? როგორ ფიქრობ რაშია მიზანი? საიდან დაიწყო ყველაფერი? და როგორი დასასრული იქნება? რა იყო მანამდე და რა იქნება შემდეგ? თუ ჯანდაბას[…]

დაწვრილებით »

აფსოლიტური რეალობა

ის: მისმინე როგორ ფიქრობ რაშია ცხოვრების აზრი? იმის თქმა მინდა რომ თუ სიკვდილი გარდაუვალია და ყველა ჩვენი მიღწევა და წარმატება, კარიერა თუ იმპერია, ფული და ქონება ერთ დღეს მტვრად იქცევა და ჩვენგან მოგონებებიც კი აღარ დარჩება რისთვის ვიწვალოთ? რატომ უნდა ვიშრომოთ და ვინაღვლოთ მომავალზე რომელიც გარდაუვალ სიკვდილს გვიქადის? ერთი შეხედვით სასოწარკვეთილებამდე და დეპრესიამდე მივყავართ ამ აზრს ან უმეტეს შემთხვევაში არც კი ვფიქრობთ ამაზე, უბრალოდ ისე ვცხოვრობთ თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება. რა არის ეს ფენომენი? საფრთხის იგნორირება? უბრალო უმეცრება? თუ რწმენა იმის რომ სიკვდილი დასასრული არ არის? ალბათ უმეტეს შემთხვევაში რწმენის ფაქტორია რომელიც გვაძლევს იმედს და იმედი კი საკმაოდ ძლიერი[…]

დაწვრილებით »

In finem

60, 70 ან 80 წელი ეს არის ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა (რათქმაუნდა სხვადასხვა ქვეყნებსში ეს მონაცემი განსხვავებულია) რომლის შემდეგაც ჩვენი ცხოვრება დასრულდება, ვფიქრობთ ამ რიცხვებზე და რა მოდის თავში აზრად? შიში? სიცარიელი? ცნობისმოყვარეობა?

დაწვრილებით »

What is role of Humanity?

გთხოვთ გაავრცელოთ სოციალური ქსელების საშუალებით, შეიტანეთ თქვენი წვლილი სამყაროს შეცვლაში.

დაწვრილებით »

კაცობრიობის წარსულის შეცდომები

გადაიტანა თუ არა კაცობრიობამ წარსულში ბირთვული ომი? კითხვა ერთი შეხედვით შეიძლება ფანტასტიკის ნაყოფი გეგონოთ, მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრებმა ინდოეთში ნათლად აჩვენა მასობრივი განადგურების იარაღის ზემოქმედების კვალი. ასევე არსებობს ჩანაწერები სადაც ნახსენებია სხვადასხვა სახის საფრენი ხელსაწყოები და ასევე თანამედროვე ტიპის იარაღები. ჩნდება მოსაზრება რომ კაცობრიობა წარსულშიც არაერთხელ იყო განვითარების ზენიტში და მისსავე უმეცრებით ბრუნდებოდა გამოქვაბულში. ადამიანებს ჩვევად ექცად გამოიყენონ უახლესი ტექნიკური და სამედიცინო მიღწევები უპირველეს ყოვლისა სამხედრო თვალსაზრისით, რაც დამღუპველად მოქმედებს გარემოზე და თავად ადამიანთა მოდგმაზე, როგორც ჩანს ეს თანდაყოლილი კაცობრიობის დეფექტი წარსულშიაც აქტუალური იყო.

დაწვრილებით »

ინდიგო ბავშვები

ალბათ გაგიგიათ ყურისმოკვრის დონეზე მაინც ინდიგო ბავშვების შესახებ, ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ამ ფენომენის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ასევე მოგაწოდოთ აზრი მათი არსებობის მიზეზებზე. სიტყვა ინდიგო ლურჯ ფერს აღნიშნავს მაგრამ უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ ეს არის გარდამავალი ფერი ლურჯსა და იასამნისფერს შორის. პირველად ინდიგო ბავშვების არსებობა შეამჩნიეს ამერიკაში 1982 წელს, ამაზე ალაპარაკდა ერთ–ერთი ექსტრასენსი სახელად ნენსი ენ ტეპი, ის ამტკიცებდა, რომ ბავშვებს უკვე განსხვავებული აურა ქონდათ, მასვე ეკუთვნის იდეა დაერქვათ ახალი თაობის ადამიანებისთვის ინდიგო ბავშვები. ინდიგო ბავშვებს ასევე ეძახიან ხოლმე ვარსვლავურ ბავშვებს ან კრისტალის შვილებს, ისინი გამოირჩევიან ინტუიციის გამახვილებული გრძნობით ასევე მათი ინტელექტი საკმაოდ მაღალია, არსებობს მოსაზრება რომ ინდიგო ბავშვებს შეუძლიათ[…]

დაწვრილებით »