“ღმერთი მოკვდა! ის ჩვენ მოვკალით, ჩვენ, მკვლელებმა მკვლელებს შორის, ის ჩვენი დანით იცლება სისხლისგან.”

“ღმერთი მოკვდა! ის ჩვენ მოვკალით, ჩვენ, მკვლელებმა მკვლელებს შორის, ის ჩვენი დანით იცლება სისხლისგან.”
ერთხელ მამა და შვილი სეირნობდნენ მთებში. მოულოდნელად ბიჭმა წაიბორძიკა და დაეცა. მან მუხლი დაჰკრა ქვას, ეტკინა და ინსტიქტურად წამოიყვირა: – აააა! თავისდა გასაკვირად მან გაიგონა, რომ ვიღაცის ხმამ, მაღლა მთებიდან, გაიმეორა: – აააა! – ვინ ხარ? – დაუძახა ბიჭმა. – ვინ ხარ? – გაიმეორა ისევ იმავე ხმამ. ბიჭი გააბრაზა ასეთმა პასუხმა და დაუყვირა: – მშიშარა! – მშიშარა! – უპასუხა ისევ ხმამ. ბიჭმა მამას შეხედა და ჰკითხა: – რა არის ეს? მამამ გაიღიმა და უპასუხა: – შვილო, მოუსმინე – ის შებრუნდა მთებისკენ და დაიყვირა: – შენ მშვენიერი ხარ! – შენ მშვენიერი ხარ! – გაიმეორა მაშინვე ხმამ; – მე შენ მიყვარხარ! –[…]
რათქმაუნდა იდეალური არ ვარ და არც არავინ და არაფერია იდეალური, მეც უამრავი ნაკლი მაქვს რასაც ვებრძვი , ვცდილობ შევცვალო ის უარყოფითი მხარე რომელიც არ მომწონს … ჩემში ორი პიროვნება ცხოვრობს , რომლებსაც ბრძოლა აქვთ გამრთული ერთმანეთში და ეს ბრძოლა დასრულდება მაშინ როდესაც მე მოვკდები …
ერთი კაცი მივიდა სოკრატესთან და ჰკითხა: — იცი, რა თქვა შენზე შენმა მეგობარმა? — მოიცადე, — გააჩერა ის სოკრატემ, — ჯერ ის რაც უნდა თქვა, სამ საცერში გაატარე.
ერთხელ ოსტატმა უთხრა მოსწავლეს: – დღეს ჩვენ ჩავალთ ხალხთან და მათ შეკითხვებს ვუპასუხებთ. ისინი ჩამოვიდნენ მთიდან, დაჯდნენ ერთ პატარა გორაკზე და დაიწყეს ლოდინი. მოდიოდნენ ადამიანები და სვამდნენ კითხვებს – ცხოვრების საზრისზე, სამყაროს წყობაზე… მაგრამ ოსტატი დუმდა და ხმას არ იღებდა.
აზარტული თამაშები და მათი ნეგატიური გავლენა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა დღეს საქართველოში. არაერთი ოჯახის გაუბედურების მიზეზი გამხდარა კაზინოები და ტოტალიზატორები, ასევე ხშირია სუიციდის შემთხვევები და უსახლკაროდ დარჩენაც. ძირითადი დარტყმა ქვეყნის ახალგაზრდა ფენაზე მოდის, წინა სტატიაშიც ვისაუბრე იმის შესახებ რომ ეს ფენა გამოირჩევა მოტივაციის არქონით და თვითრეალიზაციის შესაძლებლობის არარსებობით რომელიც თავის მხრივ იწვევს დეპრესიას და უიმედობას, ამაზე დამატებული დასაქმების პრობლემები და ნებისმიერს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი სწრაფი გამდიდრების რომელიც საბოლოოდ სახიფათო ილუზიაა და არაფერს კარგს არ მოუტანს მოთამაშეს. აზარტი როგორც მოგეხსენებათ კი ნარკოტიკივითაა და შეჩვევას იწვევს, ის დაგაკარგვინებთ ადამიანი სახეს და უკანასკნელ სასიცოცხლო ენერგიას გამოგწოვთ რაც გამოიწვევს თქვენს დაზომბებულ აზარტულ მოთამაშედ გადაგაქცევას.[…]
მაშ ასე, მოკლედ და მარტივად, ყოველდღიური რეალობა ქართული ახალგაზრდობისა გამოიყურება შემდეგნაირად: ბირჟა – გარეთ დგომა/ჯდომა უაზროდ, ყაყანი, უწმაწური სიტყვების გამოყენება მთელს ხმაზე, ჯოკერი, ტოტალიზატორი და სხვა აზარტული თამაშები რომლებიც საბოლოოდ მთავრდება გაუთავებელი ვალებით, დეპრესიით და ონლაინ სესხებით. მუდმივი სასაუბრო თემები შემოიფარგლება დებატებით: ბარსა ჯობია თუ რეალი? მერსედესი თუ მბვ. საყვარელი საქმიანობა: „კაჩაობა“, კონფლიქტური სიტუაციების შექმნა და საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება. სმა – დღევანდელ რეალობაში უკიდურესად საამაყოა ის თუ რამდენად დიდზეა თქვენი სტომაქი გაწელილი, ანუ რამდენი ლიტრი ღვინო ჩადის თქვენს დეფორმირებულ კუჭში. ასევე აღსანიშნავია რომ თქვენი გაწელილი კუჭის ზომა პირდაპირპროპორციულია თქვენი თვითშეფასებისა. სტილი – შავი ფერის სამოსი, ასევე შავი სათვალე (რომელიც აუცილებლად[…]
თემა ძველია მაგრამ მინდა რომ მაინც გავიხსენო/შევეხო. მაშ ასე, რამოდენიმე თვის წინ მოხდა ტერაქტი პარიზში, რომელიც მართალი გითხრათ ამაზრზენია და საშინელი, მაგრამ ასევე საშინელი და ამაზრზენია ხალხის/კორპორაციების/კომპანიების რეაქცია მასზე. ხალხის რეაქცია – გაუთავებელი პოსტები ტერაქტის შესახებ, პროფილ სურათების შეცვლა, საკუთარი სიმპათიის გამოხატვა პარიზელი მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა სტატუს აპდეითების მეშვეობით. კორპორაციები – Facebook იყენებს აპლიკაციას რომელიც ნებისმიერ მსურველ მომხმარებელს აძლევს საშუალებას შეიცვალოს პროფილ სურათი საფრანგეთის დროშის ფერებში. YouTube ცვლის ლოგოტიპს საფრანგეთის დროშის ფერებში, და ბევრი სხვა კორპორაცია ატარებს ანალოგიურ პროცედურებს. სხვადასხვა კომპანიები/სამოქალაქო ორგანოები/სპორტული ღონისძიებები (The Moment of Silence) – აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას და მწუხარებას. ETC. თქვენ შეიძლება ჩათვალოთ რომ მე უგულო[…]
ან მე გავგიჟდი ან დანარჩენი სამყარო, სიტყვები რომლის არსსაც დღითი-დღე უფრო კარგად იგებ, გადის დრო და იცვლები, ცვლილება რომელსაც შიგნით განიცდი წარმოუდგენლად დიდია და ადამიანი რომელიც ხარ ეხლა შენ ეზიზღება ადამიანი რომელიც იყავი ადრე და რა მოხდება შემდგედ? შეგიძულებს მომავალი შენ დღევანდელ შენს? როგორ დაინახავს ის შენს ქმედებებს და შეხედულებებს? იქნება შენი ღირებულებები მისთვის მისაღები თუ პირიქით? ადამიანები გამუდმებით იცვლებიან, ძირითადად ამის მიზეზი არის ძლიერი ტკივილი ან დროთა განმავლობაში შეძენილი სიბრძნე, ფუნდამენტალური ღირებულებები მუდმივია, ყველას ის სხვადასხვა აქვს მაგრამ მაინც ერთი, რომელიც ვფიქრობ მდგომარეობს შემდეგში: პატივი სცე სხვის აზრს, აკეთო სიკეთე, არ მიაყენო სხვას ზიანი, იქონიო საკუთარი აზრი და მიზანი,[…]
არსებობს კი ეროვნება? სხვადასხვა ქვეყნები? საზღვრები? არსებობს ადამიანებს შორის ფუნდამენტალური სხვაობა? რატომ ხდება ისე რომ ზოგი ადამიანი ადვილად იგებს სხვის ტკივილს, სხვები კიდევ სრულიად აშკარა დეტალებს ვერ ამჩნევენ? ის რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენლად მარტივი და ადვილია, სხვებისთვის სრულიად შეუძლებელი აღსაქმელია. ადვილია ილუზიას აყოლა და აბსტრაქტული ფასეულებებით ცხოვრება? სად დავუშვით შეცდომა და რა იწვევს ამ განცდებს რომელიც გამუდმებით გეუბნება: რაღაცა არასწორად მიდის, სადღაც ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაერად დასრულებულიყო? შეიძლებოდა რამე რეალურის და ღირებული კეთება? რა გაიძულებს წინ იმოძრავო? როგორ ფიქრობ რაშია მიზანი? საიდან დაიწყო ყველაფერი? და როგორი დასასრული იქნება? რა იყო მანამდე და რა იქნება შემდეგ? თუ ჯანდაბას[…]